Quotidiano Sportivo-მ "ემპოლის" მცველზე, საბა გოგლიჩიძეზე წერილი გამოაქვეყნა.

"ემპოლის" ახალი ტალანტი - "იუვენტუსთან" გოგლიჩიძემ ვეტერანივით ითამაშა

მწვრთნელი რობერტო დ'ავერსა აქებს იანვარში გუნდში მოსულ ფეხბურთელს. ბოლო ორ მატჩში ქართველმა შესანიშნავად ითამაშა და მისი გარჯა ღირსეულად შეაფასეს

"ჩამოსვლიდან თითქმის რვა თვის შემდეგ საბა გოგლიჩიძემ "შეგირდობის" პერიოდი გაიარა და მოედანზე ადგილი მოიპოვა. გასული სეზონის მეორე ნახევრის, აგრეთვე, ამ სეზონის პირველ ორ შეხვედრაში "მონცასა" და "რომასთან" სათადარიგო სკამზე ყოფნის მერე, მან „ბოლონიასთან“ და გასულ შაბათს „იუვენტუსთან“ 180 წუთი ითამაშა და მხოლოდ გულშემატკივრებს როდი მოაწონა თავი.

"როდესაც გუნდში მოვედი, მას ვარჯიშის და იტალიურად საუბრის პრობლემა ჰქონდა. ახლა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა არა იტალიურად ლაპარაკის მხრივ, რომელიც უნდა ისწავლოს, ვინაიდან პარტნიორებთან ურთიერთობაში დაეხმარება. ძალიან პროგრესირებს, თუმცა არ მინდა დიდი პასუხისმგებლობა დავაკისრო. "ბოლონიასთან" და "იუვენტუსთან" ვეტერანივით გაისარჯა", - განაცხადა "იუვესთან" ნამატჩევს დ'ავერსამ.

ფიზიკურად ჩამოყალიბებული, პოზიციის შერჩევის უნარი და ტექნიკური ფეხები - საბა ამ სეზონში ყველაზე კარგ აღმოჩენას წარმოადგენს. საინტერესო იყო, გვენახა, როგორ წარმოაჩენდა თავს თავის პირველ ორ დაპირისპირებაში და ისე მოქმედებდა, თითქოს ამ გუნდში მთელი ცხოვრება თამაშობდა. ოპერატიულად კეტავდა ზონებს, სწორად მეურვეობდა, შეტევაში ჩართვის უნარები გამოამჟღავნა და ფაბრიციო კორსის კლუბის კიდევ ერთი წარმატებული ინვესტიციაა.

"უზარმაზრი პერსპექტივა აქვს. მიხარია, რომ "ემპოლიშია". იმედი მაქვს, ზრდას გააგრძელებს", - რვა თვის წინ ასე წარადგინა თანამემამულე "ემპოლის" ყოფილმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ, რომელიც აქ ძალიან უყვართ და რომელმაც ტრანსფერის განხორციელებაში საკვანძო როლი შეასრულა.

გარდა იმისა, რომ "იუვენტუსთან" თამაშიდან გაპიარებული ახალგაზრდა ილდიზი გამოთიშა, მისი ჩინებული ასპარეზობა სტატისტიკამაც დაადასტურა. ბურთს 53-ჯერ შეეხო, რაც "ემპოლიში" ისმაილის და ვიტის მერე მესამე შედეგი გახლდათ; ასევე წარმატებულად გააკეთა 40 პასი, მათ შორის, 12 იერიშის წამომწყები, რამაც 87% შეადგინა. და რაც ყველაზე მეტად გხვდება თვალში, ბურთის 6-ჯერ დაბრუნებაა. ამ მხრივ უკეთესის შედეგი მხოლოდ მალეს ჰქონდა. იმ მცირე შემთხვევებისას, როდესაც, შესაძლოა, საყრდენ ზონაში შეცდომა დაუშვა, უმალ შედიოდა მეტოქესთან ბრძოლაში და ბურთს იბრუნებდა".

მ.ზ..დიდი ბრიტანეთი
რა სუსტები ვართ,ბიზნესში,უნიჭიერეს ქართველ ბიჭებს,კაპიკის ფასად ათამშებენ,ევროპის საშუალო გუნდებში,ეს ქართველების "ყიდვა-გაყიდვის" უსუსურობზე მეტყველებს დამნაშავენი არიან ისინი,ვინც ათწლობით მიგვაჯაჭვა ერთ უვარგის ჩემპიონატს,თავისი დაუოკებელი ჟინისა გამო,ძალიან მცირე ფულის სწრაფად მიღების სურვილებით და არაპროფესიონალიზმით და არაპატრიოტიზმით ,უპასუხისმგებლობით ქართული,დამოუკიდებელი ქვეყნის წინაშე.....
მანფრედ კალცი
უდიპლომო სასიძოში ბიჭი რომაა, იმას მაგონებს.
T.q
ლაგოდეხელია!
ჟორა გაბრიჭიძე
იდღეგრძელე საქართველო, ტყემალივით რომ გაყრია ტალანტები იმიტომ.
ქუთაისელი
ქუთაისელია!
ანაგელი
გენაცვალეთ ბიჭებო, დაუმტკიცეთ სუყველას, რომ ქართველებს შეუძლიათ ფეხბურთის თამაში და არავიზე ნაკლებათ!
ცხელი ძაღლი
წარმატებები საბა.რო შეხედავ ეტყობა რო სერიოზულია და ჩამოყალიბებული პიროვნებაა უკვე ამ ასაკში. ეგ ზრდაში მაგრად დაეხმარება და ქართველებსაც კარგი მომავალი გვექნება დაცვაში ნაკრებში გურამის შემდეგ. ერთი ორი ესეთი კაცი ნახევარდაცვაში ბიჭების პოტენციურ შემცვლელებად და გადავიდოთ ფეხი ფეხზე და დავტკბეთ
T.q
ფანტასტიკურია!! ეს ყველაფერი საქართველოს ნაკრების თავს ხდება ზღაპარია!
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
გოგლიჩიძის ტრანსფერის დეტალები - რა თანხას გამოიმუშავებს და რამდენ წლიან კონტრაქტს გააფორმებს ქართველი მცველი "უდინეზესთან"
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
გოგლიჩიძე ისევ ყოჩაღობს - "მონცამ" "კალიარი" გაანადგურა
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა ჩრდ.ირლანდიასთან
გადაწყდა - გოგლიჩიძე კარიერას "უდინეზეში" გააგრძელებს
[VIDEO] ათამაშეს და თავიც გამოიჩინა - გოგლიჩიძემ "მონცაში" პირველივე მატჩში გაიტანა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
უკვე არაიტალიური ვარიანტი - გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს
კვერნაძის 82 წუთი და "ფროზინონეს" ფრე "ემპოლისთან"
იურიჩი: გოგლიჩიძე მაგარი ბიჭია - ნაკრებში გამგზავრება წაადგა
თუ ლეონი წავა - გოგლიჩიძე სერია A-ს კლუბისთვის პრიორიტეტული იქნება
ოფიციალურად - საბა გოგლიჩიძე "უდინეზეს" ფეხბურთელია