"ტოტენჰემ ჰოთსპურისა" და "ევერტონის" შეხვედრა ამ უქმეებზე არ გაიმართება. მიზეზი ლონდონში ატეხილი მასობრივი უწესრიგობები გახლავთ
გადაწყდა: "ტოტენჰემ ჰოთსპურისა" და "ევერტონის" შეხვედრა ამ უქმეებზე არ გაიმართება. მიზეზი ლონდონში ატეხილი მასობრივი უწესრიგობები გახლავთ.

საქმე ის არის, რომ "უაით ჰართ ლეინი", სადაც "დეზებს" მერსისაიდელი სტუმრები უნდა მიეღო, ძალადობის მთავარი სცენიდან ერთი ხელის გაწვდენაზეა. დედაქალაქის პოლიციამ განაცხადა, რომ შაბათის შეხვედრა საშიშია და ჯობს უკეთესი დროისთვის გადაიდოს.

პრემიერლიგის აღმასრულებელი შეფი რიჩარდ სკუდემორი ამბობს: "ბოლო მდგომარეობის აწონ-დაწონვამ "ტოტენჰემისა" და "ევერტონის" შეხვედრის გადადება გვაიძულა. პოლიციამ ფანტასტიკური სამუშაო შეასრულა, მაგრამ უბანი, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში ხულიგნური ვნებების სარბიელად იყო ქცეული, ასე მოკლე დროში იმდენად ვერ მორჯულდება, რომ იქ პრემიერლიგის თამაში გაიმართოს". დანარჩენი ცხრა შეხვედრა სახიფათო არ ჩანს. რასაკვირველია, ძალიან სამწუხაროა "ტოტენჰემისა" და "ევერტონის" შეხვედრის გადადება რომ გვიწევს, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, პოლიციას მაქსიმალურად უნდა ამოვუდგეთ მხარში. სამართალდამცავებს ჩვენზე ნაკლებ როდი უნდოდათ პრემიერლიგის პირველობა სრულყოფილად დაწყებულიყო, მაგრამ რაც არის ეს არის".

დამოუკიდებელი განცხადება გაავრცელა "სფურზის" ოფისმაც: "ჩვენ ბოდიშს ვუხდით ყველა გულშემატკივარს, თუმცა შეხვედრის გადადება ჩვენი ბრალი არ არის. მიზეზი კლუბს გარეთაა. როდესაც დადგინდება შეხვედრის ახალი თარიღი, ჩვენ ფანებს დროულად შევატყობინებთ და ზარალსაც ავუნაზღაურებთ".

თამაშის გადადებამ გული დასწყვიტა "ტოტენჰემ ჰოთსპურის" მცველს, 27 წლის მაიკლ დოუსონს. მან "ტვიტერში" დაწერა:

"რასაკვირველია, ძალიან სამწუხარო რამ მოხდა. მთელი ექვსი კვირა ცხრა პირ ოფლს ვიდენდით სეზონს კარგად რომ შევხვედროდით, მაგრამ აი, დადგა პირველი ტურის დღე და ჩვენ შეჯიბრების მიღმა აღმოვჩნდით. რას იზამ, მესმის, რომ მთავარი ადამიანთა უსაფრთხოებაა. თამაშის ჩატარების საშუალება რომ ყოფილიყო, პოლიცია შანსს ხელიდან არ გაუშვებდა".

უკმაყოფილო გახლდათ "ევერტონის" კაპიტანი 34 წლის ფილ ნევილიც:

"გავიგე, რომ თამაში გადაიდო. მესმის, ეს ყველაფერი შექმნილი მდგომარეობის გამო მოხდა, მაგრამ ამდენი მომზადება წყალში ჩამეყარა და ამის გამო საშინელ გუნებაზე ვარ".

მერსისაიდელთა ფრანგი თავდამსხმელი, 33 წლის ლუი საა: "დარწმუნებული ვარ, რომ ამ თამაშის გადადება საუკეთესო გამოსავალი იყო. დღეს ფეხბურთზე მთავარი იმ ხალხის მოვლაა, რომელიც ამ საშინელი "ომის" მსხერპლი გახდა. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება".

"ტოტენჰემისა" და "ევერტონის" შეხვედრის გარდა "ბლუ სქვეარ ბეტ პრემიერში" ანუ, ძველებურად რომ ვთქვათ კონფერენს ლიგაში "ტელფორდისა" და "ლუტონის" შეხვედრა გადაიდო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...