კომპანია „ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

23 წლის გიორგი გახელაძე პირველი ქართველი ენდურომოტომრბოლელია, რომელმაც წყალზე 33 კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

გიორგიმ ენდუროს ტიპის სპეციალურად აღჭურვილი მოტოთი ქობულეთის ახალი ბულვარის მიმდებარე სანაპიროდან ფოთში, მალთაყვის სანაპირომდე 100 კილომეტრამდე საათი სიჩქარით 33 კილომეტრი 33 წუთში გაიარა, ავსტრალიელი

რაიდერის, რობი მედისონის შედეგი გააუმჯობესა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

სიმბოლურია, რომ გიორგი გახელაძე ასპარეზობებში 33 ნომრით იღებს ყოველთვის მონაწილეობას.

მსოფლიო რეკორდსმენმა შესაძლებლობებითა და წინააღმდეგობებით სავსე გზასა და

სამომავლო გეგმაზე ისაუბრა. გახელაძე მომავალში მოტოთი მყინვარწვერზე ასვლას გეგმავს.

„მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო კომპანია „ვისოლს“. ზოგადად, კომპანიებს ძალიან უჭირთ მსგავს პროექტებში ნაბიჯის გადადგმა, რადგან ყველას ეპარება ეჭვი. „ვისოლი“ იყო ის ერთადერთი კომპანია, რომელმაც გადაწყვიტა ამ პროექტის თავის

თავზე აღება. სრული ძალებით დამიდგა მხარში და ერთად გავიარეთ საკმაოდ გრძელი გზა. დაახლოებით, 3-4 თვის განმავლობაში ვემზადებოდით. ბევრი ტესტ დრაივი გვქონდა, ბევრი პრობლემა იყო, მათ შორის, წარუმატებელი გასვლები, მაგრამ ეს

ყველაფერი, პლუსები და მინუსები შევაჯამეთ, პრობლემები გამოვასწორეთ. წარმატებით გავიარეთ რამდენიმე ტესტ-დრაივი და გავეშურეთ შავი ზღვისკენ ქობულეთში, სადაც მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ. 33 კმ, 33 წუთში, 33 ნომრით გავიარეთ.

მომდევნო გამოწვევა საკმაოდ რთულია, საკმაოდ დასაფიქრებელია. არ მინდოდა თქმა, მაგრამ გეტყვით, მყინვარწვერზე ვაპირებ ასვლას, 5300 მეტრზე, რადგან მინდა, ეს დიდი

წინაღობა გადავლახო,“ - განაცხადა გიორგი გახელაძემ.

ქართველი მსოფლიო რეკორდსმენი გიორგი გახელაძე 2017 წლიდან დღემდე, საქართველოს ენდუროჩემპიონატების დაუმარცხებელი ჩემპიონია. „ვისოლი“ კი - გიორგი გახელაძის ექსტრემალური თავგადასავლების ტრადიციული მხარდამჭერი.

„ვულოცავ გიორგი გახელაძეს მსოფლიო რეკორდის დამყარებას. მოხარული ვართ, რომ

კომპანია „ვისოლმა“ გიორგისთან ერთად, ეს წარმატებული პროექტი განახორციელა. ჩვენ ავტოსპორტის მიმართებით დიდი ხანია ვთანამშრომლობთ. ძალიან კარგი

თანამშრომლობა შედგა 2 წლის წინ გიორგი გახელაძესთან მოტოსპორტის

მიმართულებით. ამ ადამიანში დავინახეთ ის სპორტული ჟინი, რომელიც სასურველ

შედეგამდე მიგვიყვანდა. კომპანია „ვისოლი“ სპორტის ამ სახეობის ყოველთვის აქტიური

მხარდამჭერია და ძალიან მოხარული ვართ, რომ ჩვენ გიორგისთან ერთად, წარმატებისისტორია შევქმენით ქვეყანაში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ,“ - განაცხადა კომპანია

„ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხორავამ.

გიორგი გახელაძის განვლილ გზასა და წარმატებაზე ისაუბრა მისმა მამამ, რომელიც ასევე მისი მწვრთნელიცაა.

„საკმაოდ რთული გზა იყო. ეს თავიდან ბოლომდე გიორგის პროექტია. მან გადაწყვიტა, რომ საშუალება ჰქონდა, მედისონის რეკორდი გაეუმჯობესებინა. ამ ყველაფერში „ვისოლი“ ყველანაირად დაუდგა გვერდში, მათ შორის, ფინანსურად. ამ კომპანიის

გარეშე ეს პროექტი ვერ განხორციელდებოდა,“ - აღნიშნა ვასილ გახელაძემ.

2023 წლის საუკეთესო მოტოსპორტსმენმა, მსოფლიო რეკორდსმენმა, გიორგი

გახელაძემ საქართველოში პირველად “თბილისის ზღვა“ 80 კილომეტრ საათი სიჩქარით, 2023 წლის მაისში გადაკვეთა და მსოფლიოს სამ რაიდერს შორის მოხვდა, რომელთაც წყალზე შორი მანძილი დაფარეს. „შავი ზღვის“ 35 მეტრ სიღრმემდე წყალზე გიორგიმ

პირველივე ცდაზე გაიარა და მიზნად ახალი მწვერვალების დაპყრობა დაისახა.

R

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"