პარასკევს, 20 სექტემბერს, ქართველი ლეგიონერების სამი შეხვედრა იყო გამოსარჩევი:

იტალია, სერია "ა": კალიარი - ემპოლი 0:2 (გოგლიჩიძის მორიგი კარგი მატჩი, შეფასება 7.2. საზონოვი ტრავმირებულია);

საფრანგეთი, ლიგა 1: ნიცა - სტ. ეტიენი 8:0 (დავითაშვილმა 90 წუთი ითამაშა. მისი გუნდის მთავარ მწვრთნელს, ალბათ, გაათავისუფლებენ);

ესპანეთი, ლა ლიგა 2: გრანადა (წიტაიშვილის 69 წუთი) - მალაგა 2:2 (გრანადელებმა 93-ზე წუთზე გაუშვეს, 98-ზე კი პენალტი ვერ გამოიყენეს).

"იუვენტუსი" - "ნაპოლი"

იტალიის ჩემპიონატის მე-5 ტურში განსაკუთრებული მატჩია, ჩრდილოეთისა და სამხრეთის დაპირისპირება - ტურინის "ალიანც სთეიდიუმზე" (41 507 მაყურებელი) "იუვენტუსი" "ნაპოლის" უმასპინძლებს - დღეს, 21 სექტემბერს, 20:00 საათზე (ჩვენი დროით). აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრამდე ერთი საათით ადრე თბილისში "მილანის" ვეტერან ვარსკვლავებს ველით, რომლებიც საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდებიან: კაფუ, ზეედორფი, რივალდო, კაკა...

კაკა თბილისშია...

"ბიანკონერის" სერია "ა"-ს ახალ სეზონში საკუთარ კარში გოლი არ მიუღია, ჩემპიონთა ლიგაზე კი დამატებით დროში გაუშვა. ტიაგო მოტამ "იუვეში" ბევრი ახალი ფეხბურთელი აიყვანა და მშვენიერ გუნდს აყალიბებს. აღსანიშნავია 19 წლის თურქის, კენან ილდიზის პროგრესი.

სატურნირო ცხრილში "ნაპოლი" უახლოეს მეტოქეს ერთი ქულით აღემატება, მოულოდნელი ლიდერი კი "უდინეზეა". უახლოეს ტურებში უფრო მეტი გამოიკვეთება.

უკანასკნელი 13 საშინაო მატჩიდან "იუვენტუსმა" ნეაპოლელებს 10 მოუგო, მათ შორის, გასულ სეზონში (1:0). ანტონიო კონტეს, ტურინში 13 წელი რომ თამაშობდა, იტალიაში კარგი შედეგები აქვს. ის ერთ-ერთია იმ მწვრთნელებიდან, რომელმაც "იუვენტუსს" 100 შეხვედრაში და მეტში გაამარჯვებინა.

ტურინში დაძაბულ შეხვედრას ველით. თუკი "ნაპოლი" კარში დარტყმას ყველაზე მეტჯერ ცდილობს, "იუვენტუსს" ყველაზე ნაკლებად ურტყამენ.

ხვიჩას "იუვენტუსთან" 2 გოლი და ამდენივე საგოლე პასი აქვს...

ტურინულმა კლუბმა საბა გოგლიჩიძის "ემპოლი" ვერ დაამარცხა და ახლა სასტარტოში ცვლილებები იქნება. ფაჯოლიმ პირველივე წუთებიდან უნდა დაიწყოს, ისევე, როგორც ტურამების კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, კეპრენმა, რომელმაც გასულ ტურში გუნდში ენერგია შეიტანა და ბურთი უფრო სწრაფად აამოძრავა. გატი, ხვიჩასთან რომ მცირე კონფლიქტი ჰქონდა, ტრავმია მოიშუშა, ისევე როგორც კაპიტანმა დანილომ; ექსნეაპოლელი მილიკი და კონსეისაო არ იქნებიან. აღსანიშნავია, რომ დუშან ვლაჰოვიჩმა 516 წუთში "ნაპოლის" მხოლოდ ერთი გოლი გაუტანა.

ნეაპოლელთა რიგებში ტრავმები არაა, კვარაცხელია-ლუკაკუს დუეტის ამოქმედებას კვლავ მოუთმენლად ელიან. პოლიტანო ან ნერეში ითამაშებს, მაგრამ უფრო საინტერესოა, კონტე ნახევარდაცვაში რას შეცვლის. გასულ შეხვედრაში ანგისა მშვენიერი იყო, მაკტომინეი-გილმორის დუეტს კი თამაში სურს...

"ნაპოლის" უპირატესობა ისაა, ევროტურნირებს არ თამაშობს და დასვენებულია (მომავალ ხუთშაბათს "პალერმოსთან" თასი ელის). ნეაპოლელებმა "იუვეს" ბოლო 9 მატჩიდან 6 მოუგეს, იმდენივე, რამდენიც წინა 22 შეხვედრაში. ხვიჩა კვარაცხელია პრინციპული მეტოქეების, ტურინელთა წინააღმდეგ ყოველთვის კარგად გამოდის, თუმცა უფრო საშინაო შეხვედრებში - ბოლო მატჩში გაუტანა, წინა სეზონში კი მოწინააღმდეგის განადგურებაში (5:1) დიდი წვლილი შეიტანა და მონაწილეობა, ფაქტობრივად, ყველა საგოლე ეპიზოდში მიიღო (გოლი და 2 საგოლე პასი). მიმდინარე სეზონში ჩვენებურს 2 გოლი და ამდენივე შედეგიანი პასი აქვს.

ფაქტია, სასტარტო ტურის შემდეგ ნეაპოლში იმედიანად არიან განწყობილნი, გუნდმა სამი მატჩი მოიგო და საშუალოდ ამდენიმე გოლი გაიტანა. შეხვედრას 46 წლის დანიელე დოვერი განსჯის, რომელიც ნეაპოლელების მატჩს ბოლოს 7 აპრილს, "მონცასთან" (4:2 გამარჯვება) მოემსახურა.

"ლევანტე" და ქოჩორაშვილი დაწინაურებისთვის შედეგიანად იბრძვიან...

შაბათი, 21 სექტემბერი:

ინგლისი, ჩემპიონშიპი, 15:30 სთ:

ნორვიჩი - უოტფორდი (ჩაკვეტაძემ ტრავმის შემდეგ სრულად ივარჯიშა, თუმცა სასტარტოში თამაში საეჭვოა);

ესპანეთი, ლა ლიგა, 20:30:

ვალენსია (მამარდაშვილის გუნდი 1 ქულით ბოლო ადგილზეა) - ჟირონა;

ესპანეთი, ლა ლიგა 2, 22:00:

სარაგოსა - ლევანტე (ქოჩორაშვილის გუნდი თანალიდერია);

კვირა, 22 სექტემბერი:

გერმანია, მე-2 ბუნდესლიგა, 15:30 სთ:

მაგდებურგი - კარლსრუე (ზივზივაძის გუნდი თანალიდერია);

ავსტრია, ბუნდესლიგა, 16:30:

შტურმი (კიტეიშვილის გუნდი ლიდერია) - ვოლფსბერგერი (ალთუნაშვილი);

საფრანგეთი, ლიგა 1, 22:45:

ლიონი (მიქაუტაძის გუნდს 4 მატჩში 4 ქულა აქვს) - მარსელი.

Watford
ჩაკვეტაძე სასტარტოშია.
ნიკი
სენტ ეტიენის მწვრთნელის არ ვიცი, მაგრამ გრანადას მწვრთნელი უკვე გაათავისუფლეს
ადამიანი
მაწონი მიირთვით,კბილები არ ჭირდება
ხუტა უფროსი
ნაპოლის ნაპოლის, აბა კალა კობის სიაფანდებს უნდა უყურო, თანაც თურმე დღეს კალამ სამი ბურთი უნდა შეუგდოს ბიძინას და პუტინის დავალებით საქართველოს.
zura222
სააკაშვილია შენი ვარსკვლავი და სამჯერ გათხოვილი როთი DD
zura222
ცოტა სხვა დროს ვერ დანიშნეს თბილისში ვარსკვლავების შეხვედრა ? @ ძალიან მინდა პირადად სტადიონზე ვუყურო კაკას კაფუს და რივალდოს და სხვებს და თანაც ამ დროს ასეთი მაგარი თაქმაშია იუვე ნაპოლი და და ვქნათ იმ ხალხმა ორივე თამაშის ყურება რომ გვინდა ? @
დავით 67
ნახირთა ტროლები გააქტიურდნენ! შევარდნაძემ თქვა, როდესაც ააფეთქეს, ესეც არ შეუძლიათ ამ უბედურებსო. აგერ ცოცხალი ვარო. ისეა ამათი საქმე. იუვეს და ნაპოლის თამაშს დაამთხვიეს, თავიანთი მატჩი.ვიმეორებ თავიანთი და არა ჩვენი. რატომ უნდა მოგინდეს კაცს ამათი ბარბაცის ყურება,როცა ასეთი საინტერესო მატჩია იუვენტუსი ნაპოლის სახით
დავით 67
ნაპოლის თამაშს ვუყუროთ თუ მილანის? თუ ორივეს ერთად
tngh
წარმატებები ყველა ჩვენს ფეხბურთელს... პირადა მე, ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ჩაკვეტაძის თამაში მაინტერესებს!!!
კოკო
ანლაიქი ვინც გააკეთეთ თქვენ ტვინში ჩამახედა ნეტა. საკლუბო ფეხბურთს რომ უყურებდეთ ცუდია? ნაკლები ზეიმი იქნება ქვეყანაში?. უყურეთ ასე ერთჯერადად გაკეთებულ სისულელეს, ამის იქით არ უნდა გაგიშვათ კაცმა.
კოკო
მილანის ბებრები კი არა მოხოდეთ რომელიმე გუნდი საქართველოში და ისე გვაჩვენეთ მილანი და სხვა ევროპული კლუბები ჩვენს სტდიონებზე. როგორ მეზარება ეს წინა საარჩევნოდ ქულების ჩაწერა. სუფთა პური და სანახაობა.
დათა თუთაშხია
ვინც ხვალ კალაძეს შოუს საყურებლად წავა, იმან უყურის კალაძის და მისი უფროსის მუნდს!
gzp
მილანი ხო, მაგრამ აქედან ვინ არის ვარსკვლავი? ვინ აფინანსებს ამ სანახაობას? კალაძე 2 გოლი გვინდა!!! ისეთი ჩვენ რომ ვიცით :)))
კაჭკაჭი
ვეკია სენიორა პიემონტეს რეგიონის მკვიდრია, ჩრდილოეთ იტალიის შუაგული, სადაც ცხოვრების დონე გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე სამხრეთში. შესაბამისად, ჩრდილოური გუნდები ბევრად უფრო მდიდრები და ტიტულოვანები არიან, რაც სამხრეთელთა მუდმივი გაღიზიანების საფუძველია
d
მიდიხართ ხვალ ლეგენდების კლოუნადაზე? :)
ფრიდრიხი
ამ ჯერზე იუვე კარს მშრალად ვერ შეინახავს, მაგრამ მოიგებს
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ეს პრიზი კუბარსისთვის უნდა მიეცათ" - იამალი Kopa Trophy-ს მიღების შემდეგ
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
სკანდალის შემდეგ - რონალდოს სავარაუდოდ, ნაკრებში დააბრუნებენ
"საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" იამალისთვის მიეცათ" - რა თქვა ლაპორტამ დაჯილდოვების შემდეგ
"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
[VIDEO] ბარკოლას კურიოზული აცილება და მუნიოსის ეფექტური გოლი - "ლივერპულმა" კაცნაკლულ "ბრენტფორდს" თამაში შემოუტრიალა
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
ოთარ კიტეიშვილი: ყველაფრის გამოსასწორებლად დრო გვაქვს!
"სენტ-ეტიენმა" "როდეზს" დავითაშვილის გარეშე მოუგო
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
დავითაშვილი დაბრუნდა - "სენტ-ეტიენმა" "რედ სტარს" მნიშვნელოვან მატჩში სძლია
[VIDEO] ათამაშეს და თავიც გამოიჩინა - გოგლიჩიძემ "მონცაში" პირველივე მატჩში გაიტანა
ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უდინეზემ" ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილია" "რეალთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
კვარაცხელია და იამალი ერთ ფლანგზე - მიქაუტაძე VS მამარდაშვილი
[VIDEO] მეტოქის გულშემატკივრების აპლოდისმენტები ქოჩორაშვილს და 3:3 გიჟურ მატჩში
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
წიტაიშვილი შეცვლაზე და სათადარიგო საზონოვი - "რაიო ვალეკანომ" კაცნაკლულ "ხეტაფეს" ვერ მოუგო
გოგლიჩიძე ისევ ყოჩაღობს - "მონცამ" "კალიარი" გაანადგურა
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა ჩრდ.ირლანდიასთან
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
იურიჩი: გოგლიჩიძე მაგარი ბიჭია - ნაკრებში გამგზავრება წაადგა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
[VIDEO] გიორგი მიქაუტაძემ "ენფილდზე" "ლივერპულს" გაუტანა!
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
[VIDEO] მიქაუტაძემ ალისონს გაუტანა - "ლივერპულმა" "ვილიარეალს" თამაში შემოუტრიალა
საკუთარ გუნდში საუკეთესო - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მიქაუტაძემ "ლივერპულთან" მატჩში?
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
"შესაძლოა, ქირურგიული ჩარევის ახალმა მეთოდებმა ეს გააკეთოს" - ფრანგმა ჟურნალისტმა კვარაცხელიას მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
"ბრენტფორდთან" მატჩში ირაოლამ სასტარტოში მაინც ალისონი დააყენა
ოფიციალურად - ალაბა ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
"შტურმი" ქართველების გარეშე "ბორნმუთთან" დამარცხდა - ჭანტურიშვილმა "ფრაიბურგთან" შეუცვლელად ითამაშა
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
ქოჩორაშვილის "რეალთან" თამაში პრაქტიკულად გამოირიცხა
[VIDEO] დავითაშვილის საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" წაგება ხუთი მოგების შემდეგ
[VIDEO] ბუნტი მადრიდში - წიტაიშვილის "რაიო ვალეკანოს" მატჩი "ატლეტიკთან" ჩაიშალა
აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა