ტურინელებმა ელიას თავი დაანებეს, ამაური კი შეიძლება "ჰამბურგში" გაუშვან
"ჰამბურგის" სპორტულმა დირექტორმა ფრანკ არნესენმა ტურინის "იუვენტუსს" ჰოლანდიელი ელჯერო ელიას შესახებ მოლაპარაკებებზე უარი რომ შეუთვალა ("იუვე" მზად იყო, 9 მილიონი ევრო გადაეხადა), ამის შესახებ "ლელოს" მკითხველი ინფორმირებულია. ახალი ის არის, რომ თავად არნესენს სურს ტურინელი ფეხბურთელი - საუბარია წარმოშობით ბრაზილიელ თავდამსხმელ კარვალიო ამაურიზე, რომელიც ტურინში აღარ სჭირდებათ.

თავის მხრივ, "იუვენტუსი" ელიას შესახებ უარის მიღების შემდეგ, "შალკეს" მარჯვენა გარემარბ ჯეფერსონ ფარფანზე გადაერთო. ეს ამბავი "შალკეს" თავკაც რალფ რანგნიკს ნამდვილად არ გაახარებდა, რადგან "პროფესორ რალფს" პერუელი არ ეთმობა. სამაგიეროდ, რანგნიკს ანტონი ანანის თავიდან მოშორება უნდა.

"თუ ვინმე ფიქრობს, რომ უარის თქმით "იუვენტუსს" ვევაჭრებით, ძალიან ცდება. ჩვენ ელიას გაშვება მართლა არ გვინდა, რადგან გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის დაკარგვა ჩვენს გეგმებში არ შედის," - ამბობს არნესენი, რითაც ტურინულ გრანდს ელიას შეძენის ყველანაირ იმედს უკლავს.

"ჰამბურგში" დარჩენის სურვილი თვითონ 24 წლის ჰოლანდიელმაც დაადასტურა. "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში ელიამ თქვა, ჰამბურგში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და აქედან წასვლაზე არ ვფიქრობო. ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, ჰოლანდიელს აზრი თავად არნესენმა შეაცვლევინა, რომელიც ელიას ოთხშაბათს შეხვდა, თორემ მანამდე ელჯეროს "იუვენტუსის" ვარიანტი ძალიან ხიბლავდა.

მიუხედავად ამისა, "იუვენტუსისა" და "ჰამბურგის" თემა ამით არ ამოწურულა. "სქაი სპორტის" ცნობით, ჩრდილოგერმანულ კლუბს "იუვეს" ფორვარდს კარვალიო ამაურის გადაბირება უნდა. 31 წლის წარმოშობით ბრაზილიელი თავდამსხმელი გასულ სეზონში "პარმაში" იყო განათხოვრებული და "იუვენტუსის" მწვრთნელმა ანტონიო კონტემ უკვე თქვა, ამაურის სავარაუდოდ ისევ გავანათხოვრებთ, ან სულაც გავყიდითო, რითაც დაადასტურა, რომ ეს ფეხბურთელი არ სჭირდება. გამოდის, რომ "ჰამბურგს" ბრაზილიელისკენ გზა ხსნილი აქვს. თუ ტრანსფერი შედგა, ამაური HშV-ში პერუელ ცენტრფორვარდ პაოლო გერეროს შეავიწროვებს.

რაც შეეხება "იუვენტუსის" ფარფანით დაინტერესებას: "გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, ეს უკანასკნელი თავად კონტეს სასურველი მოთამაშე ყოფილა. 26 წლის ფარფანს გელზენკირხენულ კლუბთან კონტრაქტი 2012 წლამდე აქვს გაფორმებული, ახალ ხელშეკრულებაზე კი კლუბის ბოსებს ჯერ არ დათანხმებულა. თუკი "შალკეს" მენეჯერი ჰორსტ ჰელდტი მასთან შეთანხმებას მოახერხებს, ტურინელები ფარფანზე ხელს ჩაიქნევენ, თუ არა და მას ან წელს ჩაიგდებენ ხელში (საკმაოდ იაფად), ანაც გაისად უფასოდ გადაიბირებენ.

ამასობაში, "შალკე" სახელფასო ფონდის შემცირებაზე ზრუნვას აგრძელებს. რანგნიკს საყრდენი ნახევარმცველის, ანტონი ანანის გაშვება უნდა და ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ეს უკანასკნელი ჰოლანდიურ "ვიტესში" გადავა. მერაბ ჟორდანიას კლუბი გელზენკირხენულ გუნდს ერთწლიან იჯარაზე უკვე მოურიგდა. ახლა საკითხავი ისაა, დათანხმდება თუ არა თვითონ 25 წლის ანანი "ვიტესში" გადასვლას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა