დღეს, სერია A-ს მეხუთე ტურში "ნაპოლი" გასვლაზე "იუვენტუსს" დაუპირისპირდება. მატჩისადმი ინტერესი და აჟიოტაჟი რა თქმა უნდა, უდიდესია და ტურინის პოლიციამ ნეაპოლელ გულშემატკივრებს უსაფრთხოების მიზნით სტადიონზე შესვლა აუკრძალა. არადა, მათ 2 800 ბილეთი უკვე შეძენილი აქვთ. მიუხედავად ამისა, ფანები გუნდს ტურინში მაინც დახვდნენ (იხ. ფოტო) და სასტუმროს შესასვლელთან გაამხნევეს.

Sky Sport-ის საფეხბურთო ექსპერტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ნეაპოლური გუნდის მწვრთნელი ანტონიო კონტე 3-4-2-1 ტაქტიკას 4-3-3-ით შეცვლის და სასტარტო შემადგენლობასაც გადაახალისებს. ის ამის გაკეთებას 26 სექტემბერს "პალერმოსთან" თასის საშინაო შეხვედრაში აპირებდა, მაგრამ გადაწყვიტა აღარ დაეხანებინა. ძირითად შემადგენლობაში პირველად იქნება "მანჩესტერისგან" 30 მილიონ ევროდ შეძენილი სკოტ მაკტომინეი. ამ ინფორმაციას კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან დაახლოებული ჟურნალისტი კარლო ალვინო ადასტურებს.

"ნაპოლი" (სავარაუდო შემადგენლობა): მერეტი, დი ლორენცო, ბონჯორნო, რაჰმანი, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, მაკტომინეი, პოლიტანო, კვარაცხელია, ლუკაკუ.

კოჭ-წვივის ტრავმა მოირჩინა "იუვეს" მცველმა ფედერიკო გატიმ და ის პირველივე წუთებიდან ითამაშებს. "ბებერი ქალბატონის" თავკაცი ტიაგო მოტა იმავე შემადგენლობას გაიყვანს მოედანზე, რომელიც პსვ-სთან ჩემპიონთა ლიგაზე მოგებულ დაპირისპირებაში დააყენა: დი გრეგორიო, კალულუ, გატი, ბრემერი, კამბიასო, ლოკატელი, მაკენი, გონსალესი, კოპმეინერსი, ილდიზი, ვლაჰოვიჩი.

შეხვედრა "ალიანც სტადიუმზე" თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

Rezo
ნაპოლს არა, ნაპოლის-კი
დანტე
სწორია ეგ სოფლელი ქაჯები დაეტიონ რა.
zura222
იუვე მაგარ ფორმაშია და არ მგონია ნაპოლს შანსი ქონდეს. თან გატი დაბრუნდა და კვარადონას მასთან გაუჭირდება
Achi
Polityanos garda kaia shemadgenloba da saertod lobotka modzvelda da magis magvrad gilmori ro yopilixo saintereso iqneboda
zura222
რას ქვია არ შეუშვებენნაპოლის ქომაგებს ?? ლაურენტისი ენას რომ ატარტალებეს და ტრაბახობს დიდი კავშირები მაქვს იტალიური ფეხბურთის მამებთანო რატომ არ აპროყეტებს ? ან ის კარლო ალვინი ლაურენტისზე დაყრდნობით რომ აკეთებს შემადგენლობასთან დაკავშირებით განცხადებას იმ შემადგენლობას კონტე აყენებს თუ ლაურა ??
G.LA
რას ნიშნავს ტურინის პოლიციამ აუკრძალა ვინმეს შესვლა სტადიონზე? რა სისულელეს აღარ გაიგებ. რა უფლება აქვს ვინმეს ბილეთით არ შემიშვას სტადიონზე, გულზე რომ მთლად ნეაპოლიც დავიწერო? თუ ტურინში იმდენი პოლიციელი არ ყავთ წესრიგი დაამყარონ, მაშინ სხვა თამაშებიც ხომ შეიძლება პრობლემატური გახდეს? მაშინ მოხსნან იუვე ჩემპიონატიდან ტურინის პოლიციელებმა.
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
შესანიშნავი ამბავი. სპალეტი ალისონის გადაბირებას ცდილობს - მამარდაშვილი ბრაზილიელის შესაცვლელად მზადაა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
ნდობა და ახალი კონტრაქტი სპალეტის - იტალიელი სპეციალისტი "იუვენტუსში" რჩება
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ