ირლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა პირველი საერთაშორისო შეხვედრა ავივაზე ოთხშაბათს ითამაშა ორგზის მსოფლიო ჩემპიონ არგენტინასთან და... 0:1 წააგო.

ელ ჩეჩო დიეგოს სჯობსო...

2007 წელს ძველი "ლენდსდაუნროუდი" დაანგრიეს და მის ადგილზე ახალთახალი, 50-ათასიანი სტადიონი წამოჭიმეს, რომელსაც 10 წლის განმავლობაში სპონსორის სახელი, "ავივა" ერქმევა. სტადიონის გახსნა მარტში შედგა, თუმცა ირლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა პირველი საერთაშორისო შეხვედრა ოთხშაბათს ითამაშა ორგზის მსოფლიო ჩემპიონ არგენტინასთან და... 0:1 წააგო. დიეგო მარადონასგან დაობლებულ არგენტინას "რეალის" ახალწვეულმა ანხელ დი მარიამ მოაგებინა.

ირლანდიელთა ლიდერი რობი კინი კარიერაში მე-100 მატჩს თამაშობდა ეროვნულ ნაკრებში და მონდომებულიც იყო, რომ ნაკრებში 44-ე გოლი გაეტანა, თან ახალი სტადიონის ისტორიაშიც პირველი საერთაშორისო გოლის ავტორი გამხდარიყო. კინი მხოლოდ მე-4 ირლანდიელი ფეხბურთელია, რომელმაც მეასე კეპი მოიხვეჭა. კაპიტანი მოედანზე თავის 15 თვის ვაჟ რობი ჯუნიორთან ერთად გამოვიდა და უხვად მიიღო გულშემატკივართა აპლოდისმენტები.

სხვადასხვა მიზეზის გამო ფეხბურთი ამ თამაშში მეორე პლანზე მოექცა. სტადიონის პირველ მატჩზე უკვე მოგახსენეთ, მეორე და მთავარი მიზეზი, ირლანდიელთა იტალიელი თავკაცის, ჯოვანი ტრაპატონის ავადმყოფობაა. 71 წლის მოხუცი გასულ კვირაში საშინლად მოიწამლა და საქმე იქამდეც მივიდა, რომ იტალიელს მუცლის ოპერაცია ორჯერ დასჭირდა. საბრალო ტრაპატონიმ მატჩს ჰოსპიტალის პალატიდან უყურა, მოედანზე კი ირლანდიის ნაკრები მისმა ასისტენტმა მარკო ტარდელიმ გამოიყვანა.

ზუსტად 40 დღის წინათ არგენტინის ნაკრები მუნდიალზე 0:4 გაანადგურეს გერმანელებმა. მას შემდეგ ნაკრებმა მთავარი მწვრთნელიც დაკარგა. მარადონას ნაცვლად გუნდს სერხიო ბატისტა გაუძღვა, რომელიც მხოლოდ დროებით ასრულებს მოვალეობას. მოკლედ, ორივე ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე ასპარეზობდა.

ბატისტას დიდად არ შეუცვლია ნაკრები - სასტარტოში მან მუნდიალის მონაწილე 8 ფეხბურთელი დააყენა, მათ შორის ლეო მესი. მე-20 წუთზე ანხელ დი მარიამ იგუაინის პასით გაიტანა გოლი, ირლანდიელები დიდ ხანს უშედეგოდ აპროტესტებდნენ თანამსაჯთან და თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირებას მოითხოვდნენ.

სხვათა შორის, არგენტინულმა პრესამ ("კლარინი", "ოლე", კრონიკა") "ელ ჩეჩოს" (ბატისტას მეტსახელია) გუნდი გაცილებით უფრო სოლიდურ და ორგანიზებულად მიიჩნია, ვიდრე მარადონას დროინდელი ნაკრები.

სერხიო ბატისტა: "ამ ბიჭებმა დიდი დარტყმა მიიღეს მუნდიალზე და ახლა თავიანთი კარგი ფეხბურთელობის დამტკიცება სურდათ. პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ. 10-ბალიანი სისტემით გუნდის თამაშს 8 ბალUით შევაფასებდი. მეორე ტაიმში კი მათი ქმედება ლოგიკური იყო, გუნდს ძალიან სურდა ამ თამაშის მოგება".

ირლანდია-არგენტინა 0:1

ირლანდია (4-4-2): გივენი - მაკშეინი, ოში, დანი, კილბეინი (57. კანინგემი) - ფეჰეი (77. ტრესი), ენდრიუზი (67. გიბსონი), გრინი, დაფი - კინი, შერიდანი (56. კეო).

არგენტინა (4-3-3): რომერო - ბურდისო (46. საბალეტა), დემიკელისი, სამუელი (84. კოლოჩინი), ჰაინცე (72. ინსუა) - ბანეგა, მასკერანო, გაგო - მესი (58. ლავეცი), იგუაინი (46. დ. მილიტო), დი მარია (72. გუტიერესი).

გოლი: 0:1 დი მარია (20)

მაყურებელი: 49 500

ლელო

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა