ინგლისის თასის 1/16-ფინალში „უოტფორდი“ გასვლაზე „მანჩესტერ სიტისთან“ 1:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ სტუმრების თავდამსხმელ ბას ნაღდი გოლი არ ჩაუთვალეს. „უოტფორდში“ გიორგი ჩაკვეტაძე 61-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და მაშინვე თამაში გაამწვავა - ორჯერ მისი გადაცემა პარტნიორებმა ვერ გამოიყენეს, ერთხელ კი დარტყმა უოკერმა დაუბლოკა. შემდეგ ჩაკვეტაძის პასით ინსმა ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში გიორგის და მისი თანაგუნდელების მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო და მინიმალური ანგარიშით წააგეს.

მწვრთნელ კლევერლის ქართველი ძირითად შემადგენლობაში რომ დაეყენებინა ან ცოტა ადრე შეეშვა შეცვლაზე, იქნებ "უოტფორდს" სენსაციაც მოეხდინა. ყოველ შემთხვევაში, "ჩაკვემ" კარგი შთაბეჭდილება დატოვა, sofascore-ისა და flashscore-სგან 7.0 შეფასება დაიმსახურა, ხოლო whoscored-ისგან - 6.6.

„უოტფორდი“ 6 ტურის შემდეგ 10 ქულით ჩემპიონშიფში მერვე ადგილზეა და 28 სექტემბერს „სანდერლენდს“ მიიღებს.

მანჩესტერი. „ეტიჰადი“

მანჩესტერ სიტი - უოტფორდი 2:1

გოლები: 1:0 დოკუ (5), 2:0 ნუნიეში (38), 2:1 ინსი (86)

გოჩა
მე არ მიყურებია ეს თამაში.არ ვიცი კარგად ითამაშა თუ არა.არც ის ვიცი მომავალში როგორ ითამაშებს კარგად თუ ცუდად,მაგრამ გიორგი დღესვე რომ გარიყოს საფეხბურთო სამყარომ,პრესამ,ანალიტიკოსებმა ან სპეციალისტებმა ის ჩემთვის იქნება ის ფეხბურთელი რომელმაც იმ ლამაზი და მნიშვნელოვანი გოლით ყაზახეთთან მთელ ქვეყანას ჩაუსახა ქართული ფეხბურთის მომავლის გაბრწყინების იმედი
დავითი
ჟორა, რაღაც არ მახსენდება შენი ირონიული კომენტარები,როცა გიორგის გაუფუჭეს თანაგუნდელებმა, ლამაზი პასები და ლამაზი გარღვევები და ბოღმაზე ორიენტირებული რატომ ხარ? არ გეშინია გასკდომის?
გიო
თამაში გაამწვავა, ეგ შეტევა მაგან დაიწყო და საერთოდაც რაც შემოვიდა მაგის მერე დაიწყო თმაში უოტფორდმა
Jora-giorgi
ხოოო!! საჯარიმოს გარეთ რომ თანაგუნდელს ბურთს გვერდით დაუგორებ და ის ფანტასტიკურ დარტყმას შეასრულებს და გაიტანს რა საგოლე პასია არ მესმის, გმადლობთ რომ ფენომენალური,გენიალური ან ფანტასტიკური ზეთსართავი სახელი არ ჩააკვეხეთ.
ATP 16
იდეალურ ადგილას არის ამ ეტაპზე მისთვის, ჩემპიონშიპი ურთულესი ტურნირია, ჯერ მარტო 5-6 პრემიერლიგის გულდი თამაშობს , რომელიც ადის-ჩამოდის სუულ. მწვრთნელიც ენდობა, სათამაშო დროც აქვს და მთავარია თვითონ გაიზარდა ფიზიკურად მაგრა და თან მაგას აქცევენ ყურადღებას. პრემიერლიგის გუნდში არ დაელოდებოდნენ როდის შევიდოდა ფორმაში. ეს წელი მთავარია ჩაამთავროს ჯანმრთელად და ზაფხულში რიგი დაუდგებაა მჯერა . ყოველთვის მჯეროდა ჩაკვე შენი დაბრუნების, არ შეიძლება შენი ნიჭი უკვალოდ დაიკარგოოს, მეგა ვარსკვლავი უნდა გახდე აუცილებლად. წარმატებები .
ქომაგი
ძველი ჩაკვე მალე დაბრუნდება, უკვე ამის ნიშნები ეტყობა, ძაან მაგარი ფეხბურთელია.
მინდია
მე ინიესტას
რობერტ ჩხარტიშვილი
ძალიან მაგარი ფეხბურთელია ულაპარაკოდ იმსახურებს პრემიერლიგაში თამაშს.თანამედროვე ფეხბურთში თვით მეგაგუნდებშიც კი არ არის ამ დონის ინტელექტუალი ნახევარმცევილი რომელსაც ასე ხედავს მოედანს.
gio gio
გიო მართლა მაგარია,ბურთის ფლობის საოცარი ტექნიკა აქ ამ ბიჭს,რომა არა ტრამვა ეხლა უკვე რომელიმე ტოპ გუნდის ფეხბურთელი იქნებოდა,მაგრამ არაუშვს მთავარია ჯანმრთელად იყოს და ასე გააგრძელოს და ტოპ გუნდიც გამოჩნდება.წარმატებები გიოს.
Zaza
დღესვე დააყენე ჩაკვე სიტის სასტავში დე ბრუნეს მაგივრად, განსხვავება არ იქნება…. ქართულის მაგივრად ბრიტანული პასპორტი რომ ქონდეს მინიმუმ 50 მილიონი ეღირებოდა და პრემიერლიგის ტოპ კლუბში იქნებოდა. სანამ ჩაკვეს, ქოჩორა და კიტეს სამეულის ფასი 150 მილიონის მაგივრად 10 მილიონია ყველას გაუკვირდება რატომ გავედით ევროზე პლეიოფში, როგორ გავანადგურეთ ჩეხეთი და რატომ ვარ ბ ლიგის ჯგუფში პირველ ადგილზე. ამ სამეულს რომ სათანადო დაფასება ქონდეს და ნაკრების მთლიანი შემადგენლობის ფასი 350 მილიონი იყოს აღარავის გაუკვირდებოდა ჩვენი მიღწევები. კვარა და მამარდას როგორც ედოთ 10 მილიონი და 200 ათასი და 1 წელიწადში “აღმოჩნდა” რომ თურმე კვარა 100 ღირს და მამარდა 40 ეგრეა ამ ბიჭებზეც.
არჩი
უკეთეს გუნდებს იმსახურებენ ჩვენი ვარსკვლავები. უოტფორდი და ვალენსია სუსტი გუნდებია, ლიონის და სენტ-ეტიენის დაცვა უსუსტესია და ნაპოლის დაცვას წელს თითქოს (ბონჯორნო თამაშობს კარგად) ჯერ-ჯერობით არა უშავს, შარშან კატასტროფა იყო და საჩემპიონო წელს კი მენ ჯი იყო კედელი და ეგ ამაგრებდა.
chaach
ძაან ცოტა ნახევარმცველს გადმოაქვს ბურთი თავის საჯარიმოდან ისე როგორც ჩაკვეს, კაკას მაგონებს.
ვაჟა
100%
არჩი
ძალიან გახარებული ვარ ჩაკვეს დაბრუნებით და ისეთ ფეხბურთს და ისეთ დონეზე თამაშობს, ადრე რომ არც გვინახავს. ჩაკვე ძველ ფორმას დაუბრუნდა და კიდევ მეტად პრგრესირებს თავის თამაშში. ასეთ ტემპში, თავისი საჯარიმოდან მეტოქის საჯარიმომდე ბურთის ატანა ჩემს ხანგრძლივ საფეხბურთო მეხსიერებაში მარტო მანუჩარ მაჩაიძეს შეეძლო. იგი თავისი გუნდის არწივი იყო, 1976 წელს ახალკაცის მოსვლის მერე დინამომ საკავშირო თასი (პირველად ისტორიაში ხუთი ფინალის შემდეგ) და ორი ჩემპიონატის (იმ წელს შემოდგომის და გაზაფხულის ჩემპიონატები ჩატარდა) ბრინჯაო მოიგო, თუმცა ახალკაცმა 30 წლის მანო, რომლის დამსახურება ამ მიღწევებში უდიდესი იყო, ამის შემდეგ გუნდიდან გაუშვა. მიზეზი მისი გენიალური სქემა იყო: საყრდენად დააყენა სულაქველიძე და ყიფიანი დახია თავდამსხმელების უკან ათიანზე. შემდეგ რა ფეხბურთიც ითამაშა დინამომ და როგორი შედეგებით, ყველას გვახსოვს და ახალგაზრდებმა გადმოცენით უნდა იცოდნენ. ჩაკვესთან ერთად სრულიად საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები პროგრესირებენ მარტის პლეი-ოფების შემდეგ არა მარტო ნაკრებში, არამედ თავიანთ გუნდებშიც. სანიოლის დამსახურება დიდი მგონია ამაში, რადგან ფეხბურთელები უფრო დისციპლინირებულები გახადა, თავდადებულ თამაშს მიაჩვია და თავდაჯერება და გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩაუნერგა.
მაიცა რა
ეს უოტფორდი არაფერი გუნდი არაა მარტო ჩაკვე თამაშობს რა, არ შეეფერბა ეგ გუნდი მაგ ბიჭს,, აი ბარსაში რო თამაშობდეს უკვე სხვა დონე იქნება!!!
ქ. გ.
10-წუთიანი ვიდეო. გიორგის მონაწილეობით ამ ვიდეოს 4:12-დან დაწყებული 6 წუთი https://youtu.be/KO9kG1IMwWY?si=wPJUFC016KpvYZlC
ტოტტი
რაც ჩაკვე შემოვიდა თამაში გათანაბრდა . აშკარად ბევრად მაღალი დონეა ჩაკვე გუნდელებთან შედარებით პასს ვერ აძლევდენ ჩაკვეს მოპოვებულ გაცემულ პასს კი კარგავდნენ. უკეთეს გუნდს იმსახურებს აშკარად
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
ჩაკვეტაძეს "უდინეზეში" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"უოტფორდმა" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
[VIDEO] ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
ზედიზედ მეხუთე მარცხი - "უოტფორდი" ჩემპიონშიფის ბოლო ტურში 0:4 განადგურდა
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
"ჩაკვეტაძე გასული სეზონის აჩრდილი იყო - ტექნიკური შესაძლებლობები გიორგის ევროპის საუკეთესო ლიგებში წარმატების საშუალებას მისცემს" - ინგლისური მედია
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
ჩაკვეტაძე იტალიურ გუნდში გადავიდა
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას სავარაუდოდ, იტალიის სერია A-ში გააგრძელებს
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
[VIDEO] ჩიქოვანმა "უოტფორდში" პირველი გოლი გაიტანა