"საიმედო მარცხი" - ასე მონათლეს მოკლედ საფრანგეთის ნაკრების წაგება ოსლოში ნორვეგიის გუნდთან - 1:2.

სხვა საფრანგეთი ულევაალზე

"საიმედო მარცხი" - ასე მონათლეს მოკლედ საფრანგეთის ნაკრების წაგება ოსლოში ნორვეგიის გუნდთან - 1:2. ლორან ბლანის დებიუტი "სამფეროვანთა" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მარცხიანი იყო, მაგრამ თავად მწვრთნელი, ფეხბურთელები, ფედერაციის ხელმძღვანელობა და პრესის ნაწილიც წაგების მიუხედავად იმედიანადაა. რამდენადაა მათი ოპტიმიზმი საფუძვლიანი, მომავალი გვიჩვენებს. ჩვენ კი, ცოტა არ იყოს, ეჭვი გვეპარება...

აუცილებლად უნდა შეგახსენოთ, რომ ოსლოში არ უთამაშია მუნდიალის მონაწილე 23 კაცს, რომელთაც ფედერაციამ აფრიკაში სამარცხვინო გამოსვლის გამო ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა. მოკლედ, ნირვეგიაში სხვა საფრანგეთი ვიხილეთ, მწვრთნელიან-ფეხბურთელიანად, "ლე ბლეს" სანაკრებო ფორმაც კი ახალთახალი ჰქონდა.

ფრანგები მიიჩნევენ, რომ მათმა ნაკრებმა ძალიან კარგი, შემტევი ფეხბურთი ითამაშა, ხოლო მოედნის შუახაზში ბადალი არ ჰყავდა იან მვილას. "რენის" 20 წლის ნახევარმცველმა მართლაც დაუღალავად და უშეცდომოდ ითამაშა და მომავალ სანაკრებო კარიერაზეც სერიოზული განაცხადი გააკეთა. ლორან ბლანმა გუნდი 87-იანების თაობის ბირთვით დააკომპლექტა (ოარო, სისოკო, რემი, ბენ არფა, მენეზი), რომელთაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ანგარიში მეორე ტაიმის დასაწყისში ჰატემ ბენ არფამ ძლიერი დარტყმით გახსნა, მაგრამ შემდეგ დაცვაში ორი შეცდომის გამო საფრანგეთის ნაკრებმა მარცხი იგემა. ჯერ ოარომ ითამაშა დაბნეულად და კონტრშეტევაზე ერიკ ჰუსეკლეპმა გაიტანა. 72-ე წუთზე კი "რეალის" ნახევარმცველმა ლასანა დიარამ უაზროდ დაკარგა ბურთი მოედნის

შუაში და კვლავ ჰუსეკლეპმა შეძლო "მონაკოს" მეკარე სტეფან რუფიეს დამწუხრება.

ლორან ბლანი: "ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვარ. მხოლოდ შედეგია სამწუხარო. მომეწონა, თუ როგორ აკონტროლებდნენ ბიჭები ბურთს, როგორ ქმნიდნენ სახიფათო მომენტებს. მათ ვუთხარი კიდეც, რომ ასეთი თამაშით უკეთესი შედეგისთვის უნდა მიეღწიათ. კარგად გამოჩნდა სხვაობა ფიზიკურ მზადებაში, ვისთვისაც სეზონი უკვე დაიწყო, ისინი უკეთ არიან მზად თამაშისთვის. ევრო-2012-ის შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე სამი კვირა კიდევ დარჩა და ბევრი თამაშის ნახვას მოვასწრებ და ბევრს დავაკვირდები. გეტყვით, რომ 3 სექტემბერს დღევანდელი მატჩის რამდენიმე მონაწილე იქნება ნაკრებში".

იან მვილა: "სამწუხაროა, რომ მოსამზადებლად ბევრი დრო არ გვქონდა. ხეირიანად ერთმანეთიც კი არ გაგვიცნია. მე მცველების წინ თამაში მევალებოდა და არ გამჭირვებია, რაც ლასანა დიარა გამოვიდა მოედანზე, კიდევ უფრო გამიადვილდა თამაში. როცა ბენ არფამ გაიტანა, გვეგონა, რომ საქმის მთავარი ნაწილი გავაკეთეთ, მოვეშვით და აკი დავისაჯეთ კიდეც. მწვრთნელმა თამაშის შემდეგ შეგვაქო".

ნორვეგია-საფრანგეთი 2:1

ნორვეგია (4-1-4-1): კნუდსენი - ჰოგლი, ვაელერი (46. დემიდოვი), ჰანგელანდი, ი. რიისე - ჰაუგერი (90. იენსენი) - ჰუსეკლეპი, ბ. რიისე (67. სკიელბრედი), გრინდჰეიმი (62. სოლი), პედერსენი - აბდელაუე (46. რუუდი).

საფრანგეთი (4-3-1-2): რუფიე - ფანი, რამი, მექსე, სისოხო - სისოკო (46. ლ. დიარა), მვილა (74. კაბაიე), ნზოგბია (46. ბენ არფა) - ნასრი (79. ბრიანი) - რემი (46. მენეზი), ოარო (61. ბენზემა).

გოლები: 0:1 ბენ არფა (48), 1:1 ჰუსეკლეპი (50), 2:1 ჰუსეკლეპი (72)

მაყურებელი: 15 000

ლელო

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა