21 წლის ქართველი ფორვარდი დიმიტრი ლეკიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საუნივერსიტეტო ლიგაში შედეგიანად იწყებს. "ქემდენის" 6-იანმა 6 მატჩში 5 გოლის გატანა და 3 შედეგიანი პასის შესრულება მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ ლეკიშვილს ჯვარედინი მყესის ტრავმის გამო წელიწადზე მეტი გაუცდა, თუმცა ქართველი ფეხბურთელი ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ შესანიშნავ ფორმაშია.

გადავწყვიტეთ, თავად დიმიტრის გავსაუბრებოდით და სამომავლო გეგმების შესახებაც ვკითხეთ.

- როგორ მოხვდით ამერიკის საუნივერსიტეტო ლიგაში?

- ვთამაშობდი პოლონეთში AKS SMS LODZ-ში, სეზონის ბოლოს ვარჯიშზე სკაუტები გვეწვივნენ და მათგან მივიღე საინტერესო წინადადება, რომ კარიერა ამერიკაში გამეგრძელებინა. მწვრთნელთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტე წინადადებას დავთანხმებოდი. სამწუხაროდ, აშშ-ში ჩასვლისთანავე, მეორე ვარჯიშზევე მივიღე ჯვარედინი იოგების და მენისკის ტრავმა, რის მკურნალობაშიც წელიწადი და ორი თვე გამიცდა და სულ ახლახანს დავუბრუნდი სეზონს თითქმის სამწლიანი ტრავმების შემდეგ.

- რას გვეტყვით თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ? საინტერესოა, რთულია თუ არა საუნივერსიტეტო ლიგიდან MLS-ში მოხვედრა...

- ამჟამად ჩემი მიზანი უფრო პრესტიჟულ უნივერსიტეტში მოხვედრაა, სიმართლე გითხრათ, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ და ძალიან ბევრს ვშრომობ, თუმცა მოგატყუებთ, რომ გითხრათ, MLS-ში თამაშზე არ ვფიქრობ-მეთქი. მჯერა, თუ ტრავმებმა აღარ შემაწუხა და 1-2 სეზონს სტაბილურად ჩავატარებ, დრაფტზე მოვხვდები, სადაც აშშ-ის მთავარ ჩემპიონატში კარიერის გაგრძელების შანსი მექნება", - განაცხადა ლეკიშვილმა.

ცნობისთვის, დიმიტრი "ვიტ ჯორჯიას" აკადემიის აღზრდილია, რომლის ღირსებასაც 2016/2019 წლებში იცავდა.

გიგო
სხვათაშორის ჩემი მეზობლის ბიჭი ჩვენი სოფლის ნაკრების თავდამსხმელია და მუნიციპალიტეტის პირველობაზე ყველა თამაშზე 3-4 ბურთი გააქვს. კარგი იქნება სანიოლი მასაც თუ დააკვირდება.
L.J .
21 wlisaa da universitetis gundshi tamashobs,romel nakrebze saubrob??dimitris warmatebebi...
ქართველი
აი ტალანტი ფეხბურთელია დასაკარგი არაფერი გვაქვს უნდა მოვიწვიოთ გამოგვადგება ნაკრებში წარმატებებს გისურვებთ
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე