ერთა ლიგის B1 ჯგუფის მეოთხე ტურში, საქართველოს ნაკრები ალბანეთს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.

ბილეთების გაყიდვა დღეს, 12:00 საათზე ონლაინ რეჟიმში დაიწყო და მალევე გაიყიდა.

ტირანაში "ჯვაროსნებმა" ალბანეთი 1:0 დაამარცხეს, მეოთხე ტურის შეხვედრა კი 14 ოქტომბერს 20:00 საათზე დაიწყება.

ABARA
იქნებ ბოლოს და ბოლოს ვინმე მიხვდეს, რომ 1) ახალი , დიდი ტევადობის (მინიმუმ 60 - 70 ათასი) არენა და 2) ბილეთების განაწილების ახალი პრინციპია საჭირო. ვინც ტექნოლოგიებში ვერ ერკვევა და ბილეთების ონლაინ შეძენას ვერ ახერხებს ისინი დასჯილები არიან?! სადაური სამართალი ან თანასწორუფლებიანობაა ეს?! ხომ შესაძლებელია შეიქმნას გულშემატკივართა (ერონული ნაკრების თამაშზე დასრების მსურველნი) ბაზა და პორტალი, რომელზე რეგისტრირებულ პირებსაც წინასწარ ექნებათ ანგარიშზე დადებული გარკვეული თანხა, რათა ფედერაციამ თავი დაიზღვიოს, შემდეგ კი ყოველი თამაშის წინ შემთხვევითი განაწილების , რომელსაც პროგრამული უზრუნველყოფა ლოტოტრონის პრინციპით ავტომატურად დაალაგებს , გამოვლინდნენ ამა თუ იმ შეხვედრაზე დასასწრებად ბილეთის მფლობელი პირები, რომლებსაც პორტალის ანგარიშიდან ჩამოეჭრება შესაბამისი თანხა და აღარ იქნება ეს გაუთავებელი გადაყიდვები, ათასი უმსგავსობა და სპეკულაცია. ასევე დავეთანხმები ერთ-ერთი კომენტარის ავტორს, რომ საჭიროა დაწესდეს კვოტები ასაკობრივ ჯგუფებზე და სქესზე, რათა სამართლიანად განაწილდეს ბილეთები. ფაქტია, ახალი მიდგომაა მოსაფიქრებელი და რაც მალე მით უკეთესი.
საღოლ :):):)-ს
ჰო ეგრე არ არის?)) რამდენი სტადიონზე ვიყავი, იმდენი წივიან და კივიან ,ზოგი თამაშს სულ არ უყურებს , ისმენენ ვინ როგორ გამოხატა ემოცია, ვინ როგორ შეიგინა და მერე იცინიან ერთმანეთში. გაიგე გოო რა თქვა იმ კაცმა. ერთობიან რა) ))
ოხ ეს ფეხბურთი
ე ბიჭო გვირაბი გათხარე და ისე შედი, რას ჩაგიქნევია ხელი, ან ღობეზე გადაცოცდი, ან ვიღაცის შარვალი ჩაიცვი იპოლიტესავით, თუ არადა სპორტული სიარული და მისი ჯანი, :). სტადიონზე შესვლა მინდოდეს და ათას გზას გამოვნახავ :), სახლიდან ყურება მირჩევნია მე პირადად
საღოლ :):):)
ამ დილაუთენია რა მაგრად ვიცინე :):):):):)
გიორგი
ბოიკოტი შეძახილები აქციები რომ დააბრუნონ ბილეთების გაყიდვა სტადიონებზე!!!!
ქალთმოძულე
უნდა აეკრძალოთ ქალებს სტადიონზე დასწრება ან რაღაც კვოტა დაწესდეს.ფეხბურთში ეგენი ისედაც ვერ ერკვევიან და მათი წივილი კიდევ მოწინააღმდეგის გუნდს აგულიანებს

ნეიმარის მამა კი არაა ბილეთებით ივაჭროს. ისე კი , სალაროში იყიდებოდა, ტიროდით, ელექტრონულად იყიდება, ტირიხართ, ეჭვი მაქვს , რო არჩევნების შედეგებიც წინასწარ არ მოგწონთ უკვე. ისე, სიმართლეს გეტყვით და ნაცნობებს ფედერაციიდან , მთავრობიდან და ყველაფრის მშოვნელ ნაცებსაც ფეხბურთზე როცა ელაპარაკები , პირველი რეაქცია აქვთ,ხელებს შლიან და ოღონდ ნაკრების ბილეთი არ მთხოვო, შანსი არა მაქვს, ბოდიშიო.

ვახ, აღმოაჩინეთ ამერიკა. ქომაგებს როგორ ფიქრობთ ვინ აძლევს ბილეთებს ,რამხელა სექტორები უკავიათ. თუ არ უნდა მისცენ? თქვენ ნებისმიერ შეცდომაზე შეიგინებით, ისინი კი ამხნევებენ თავისი მხარდაჭერით. ყველა ფეხბურთელი განსაკუთრებულ მადლობას ეუბნება მათ. ასე რომ +/- ში გარღვევა გაქვთ. სხვა საკითხია დინამოს სტადიონს რატომ სძინავს. თუმცა რა სძინავს, ბასიანი გუგუნებს და დაღუპული ბავშვები მატულობს. მიმართეთ ჩვენი სიამაყე " დინამოს " სტადიონის მეპატრონეს. მოუაროს და მისცეს საშუალება გულშემატკივარს უყუროს ნაკრების თამაშებს. ანალიზს თუ აკეთებთ, მიუკერძოებელი უნდა იყოთ.
dato
თან 26,000 ან სტადიონზე თამაში და გსაყიდად 15,000 ბილეთი გამოაქვთ. გაიყიდება 1 საათში
ჯარჯი
სანამ ძირგამომპალი და კორუმპირებული ხალხი იქნება ფედერაციაში მანამდე სუ ესე იქნება.ძმაკაცებით რო გაავსო კობიაშვილმა ფედერაცია მაგის ბრალია.უნდა მოშორდეს კობიაშვილი თავის დამქაშებით ფედერაციას.ხალხი უნდა გამოვიდეთ და ვაიძულოთ მოშორდეს
sportal ge-ს
მოგმართავთ ჟურნალისტებს.. რატომ არ ეძიებით ფედერაციას, ან სადაა ეგ ინფორმაცია რეალურად რამდენი ბილეთის გაყიდვის უფლება ქონდა ტკტ-ს?
Vaja
მაგრად ტეხავს ესეთი რაღაცეები, როცა შენ რიგში დგეხარ ელოდები და ვერ ყიდულობ. ამ დროს ვიღაცას რახან ნაცნობი ყავს მთავრობაში ან ფედერაციაში ის უპრობლემოდ შოულობს ბილეთს. შენ იჩაგრები ამ დროს რადგან ჩვეულებრივი მოქალაქე ხარ

მგონი პირველად თქვი სიმართლე )))
სიმართლე
ბილეთების რეალიზაციის სქემა გაშიფრულია! მიხეილ მესხზე სულ ეტევა 27 ათასამდე მაყურებელი, აქედან: ერთი ტრიბუნა (2 ათასი ბილეთი) ეკუთვნის სტუმართა გუნდის ფანებს, ხოლო დაახლოებით 7-8 ათასი ბილეთი (დასავლეთ ტრიბუნის ცენტრალური სექტორები და ვიპ-ზონა) ხელში უჭირავს ფედერაციას და ურიგებს პარლამენტარებს, მთავრობის წევრებს, ფედერაციის თანამშრომლებს და ჩამოთვლილი კატეგორიების ნათესავებს, ახლობლებსა თუ ოჯახის წევრებს. ფაქტიურად, თიქეთ.ჯი-ს გასაყიდად გამოაქვს 15-16 ათასამდე ბილეთი (შესაძლოა ნაკლებიც). ჰოდა, თუ გაგიმართლა და რიგში მოხვდი პირველ 7 ათასში, მაშინ გაქვს შანსი იყიდო ბილეთი - სხვა შემთხვევაში უბრალოდ განწირული ხარ!
დათა
გასვლით თამაშებზეც სულ შინაურები დაყავთ! ქომაგების რამდენიმე კაციან ჯგუფთან ერთად! ნაკრების თამაშები სასვეცკაო ლოკაციად იქცა და ნამდვილი გულშემატკივრები ვიღას ადარდებს!
ვაკო
თათაა მანდ ბილეთების უსტაბაში ბურდული მაგის ახლობელი თუ ხარ გაგიხარნია

ნუ იტყუები. მოწმე ვარ მაგ პროცესის. არანაირი ბლატი არ გვქონდა . ჩვენ ოჯახის ყველა წევრი ვიდექით რიგში. ერთს მოუვიდა -7000, მეორეს -7800 , მე- 110 000 ვიყავი, ზოგი მე-80 000 იყო. 7 000 -ებმა აიღეს . ყველა ვერ მივდივართ, მაგრამ 4 მიდის. წინა თამაშზე მარტო 2 ბილეთი შეგვხვდა, მაგრამ არ მიგვიცხია ჩირქი არავისათვის. 27 000 ეტევა მარტო.
ლევანი
არა ძმაო, არა, რა გაიყიდა, დაჯექით და საკუთარ თავებს ატყუეთ. სამი მოწყობილობით ვცდილობდი, ერთზე 81000 იყო ჩემს წინ, მეორეზე 36000, მესამეზე 8000, დაველოდე, მაგრამ რათ გინდა, ელოდე და იყავი, თუ იცნობ ხალხს, ვინც ჩალიჩობს, იყიდი, თუ არადა იყავი ასე. ღამე მაქვს დინამოსთან გათენებული, გაიღო დილით სალარო და ვიყიდე, ეს რა უბედურებაა, ბავშვს ვეღარ ვაწყნარებ, ჩემი თავი ჯანდაბას. ადრე ფეხბურთი ხალხის იყო, ხალხის და არა ნაცნობების, ნაცნობობა მაშინ იყო, თუ იყო, მაგრამ ამას რაჰქვია, თქვენ თქვით ხალხო, რაა?
Fan
Albanelebis saitze ikide,vitom albaneli fani xar.
QT
მანდ ფეხბურთი არ აკლიათ, ყოველ შაბათკვირას ჩემპიონატის მატჩებზე დადიან და შუა კვირაში ევროთასებზე. აქ კი მონატრებულია ხალხი, მითუმეტეს ჩვენი ნაკრების ამ წარმატების და კარგი თამაშის შემხედვარე, თორე 5 წლის მხოლოდ ნაღდი რამოდენიმე ათასი გულშემატკივარი დადიოდა ნაკრების თამაშებზე და ხშირად ტრიბუნები ნახევრამდე თუ ივსებოდა.
გიორგი
ასეთი უნამუსობა არსად არ არის კოდებს უგზავნიან საიტზე შესვლის წინ ახლობლებს და ვიპ მოქალაქეებს მაგათი ვიპობა არ გაიშვა ნაგრან უბრალო ხალხმა მართლა პატიოსანმა გულშემატკივარმა რა დააშავა? უნამუსობაა ეს ყველაფერი
ბაბაიაგა
ბიჭო გერმანიაში იტალია რო ჩადის 3 დღე იყიდება ბილეთები და აქ ალბანეთთან და ანდორასთან 1 საათში როგორ ქრება?
ჯორჯო ბიძია
არა არ ყიდულობჰენ))) ურიგებენ მიხვდები თუ დაფიქრდები..2 წელია ბილეთი ვერც მე ვიყიდე
912
იმედია tkt.ge-ს მალე დახურავენ რა უაზრობაა ნაკრების თამაშზე ვეღარ წავსულვარ ან ვინ ყიდულობს ან ყველა ცნობილი სახე როგორ შოულობს ამ ბილეთს თუ ჩაწყობილი არაა ყველა ტექნოლოგიური სიახლე გამრუდებულ ქართულ მენტალიტეტის როგორ მოარგეთ
ტოტტი
რა მაინტერესებს მე ბილეთს ვერ ვყიდულობ ვერც ჩემი საახლობლო და ეს ხალხი როგორ ყიდულობს შეგიძლიათ მითხრათ?
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
ისტორიული რეკორდი დამყარებულია - ქართველი ფეხბურთელების ფასი სულ უფრო იზრდება
"გუნდში "ოქროს ბურთის" კანდიდატი ჰყავს და მის ნათქვამს ვერ ვიგებ" - ბიძინა ბარათაშვილი ოლისეს შესახებ სანიოლის განცხადებაზე
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
ლუის ენრიკე: ნანახით კმაყოფილი ვარ - ეს ის შედეგი არ არის, რომელიც გვინდოდა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
ალბანეთი
უკრაინელთა წამყვანმა ფეხბურთელმა შეიძლება საქართველოსთან ვერ ითამაშოს
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
უკრაინამ ალბანეთს მოუგო და A დივიზიონში გადასავლელად იბრძოლებს
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
"ალბანელები ცდილობდნენ წყობილებიდან გამოვეყვანეთ" - უკრაინის ნაკრების მწვრთნელი
უკრაინელი ექსპერტი: რა უნდა ვაკეთოთ ელიტურ დივიზიონში?
ალბანეთი - ჩეხეთი 0:0 - "ჯვაროსნებს" ოლომოუცში გამარჯვება სჭირდებათ [VIDEO]
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ