ლონდონის "ჩელსის" ლეგენდა ფრენკ ლამპარდა ერთმანეთს კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი შეადარა. ინგლისელის აზრით, ამ ორ მოთამაშეს შორის საუკეთესოს გამოყოფა არასწორი იქნება.

"მესის ან რონალდოს გულშემატკივარი ვარ თუ არა? არ მომწონს ეს დავები. ორივეს წინააღმდეგ მითამაშია, განსაკუთრებით ბევრჯერ კრიშტიანოსთან დაპირისპირებაში მიმიღია მონაწილეობა, როცა ის "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობდა.

ინდივიდუალიზმისა და ტალანტის გათვალისწინებით, მესი ისტორიაში საუკეთესოა, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრია. რონალდომ, კი საკუთარი თავი შექმნა, მისი გოლები, თამაშების შედეგზე გავლენა, საქმისადმი ერთგულება, ეს "შიმშილი", რომელიც დღემდე მიჰყვება... ორივეს უდიდეს პატივს ვცემ და არასწორი მგონია, რომელიმეს წინ დაყენება - ისინი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან. ვამაყობ, რომ მათ წინააღმდეგ თამაში მომიწია," - განაცხადა ლამპარდმა.

მომზადებულია TNT Sports-ის მიხედვით

არტ
როდესაც მესის და რონალდოს ადარებენ, ძირითადად რონალდოს ღირსებებს შორის პირველ ადგილზე აყენებენ მის შრომისმოყვარეობას და იმას, რომ მან ყველაფერს უდიდესი ძალისხმევით მიაღწია და მის გოლეადორობასთან ერთად ამისთვის უყვართ და აფასებენ. რონალდო უდიდესი ფეხბურთელია, უდავოდ, ისტორიაში ერთერთი საუკეთესო. მაგრამ სუფთა საფეხბურთო თვალსაზრისიდან მესი ჯობია და რაც დრო გავა ეს განსხვავება კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება. მესი არის საუკეთესო შედეგის დამდებთან ერთად საუკეთესო სანახაობის შემქმნელი; საუკეთესო ფანტაზისტა,დრიბლიორი და ფინიშერი ერთდროულად; საუკეთესო პლეიმეიკერი და გოლეადორი ერთდროულად. რაც აქამდე არნახული რამაა. მას შემდეგ რაც ის თამაშს თავს დაანებებს, მისი მასშტაბი კიდევ უკეთ გამოჩნდება.
ქომაგი
ნამდვილი პროფესინალის შეფასება. თავადაც მაგარი ფეხბურთელი იყო ლამპარდი. ამ ეპოქას ქვია მესი-რონალდოს ეპოქა. ერთმანეთს ავსებდნენ და ფეხბურთს ალამაზებდნენ.
დიეგო
როცა მესის და მარადონას ადარებ და გიჭირს გააკეთო არჩევანი ემოციების გამო, საკმარისია შემოიტანო მესამე ცვლადი, როგორც მათემატიკაში )) და ორივე შეადარო დიეგო მარადონას. ვის აიყვანდი გუნდში თუ მოგება გინდა, მარადონას თუ მესის, ალბათ გაიყოფა აზრები. (ჩემი პირადი აზრია მარადონას, მისი ქარიზმის და ლიდერული თვისებების გამო). შემდეგ შევადაროთ , ვის აიყვანდი გუნდში არჩევანი რომ გქონდეს, კრისტიანოს თუ მარადონას. მგონი აქ უოირატესობა აშკარაა. ადამიანი რომელიც მთელ გუნდს ათამაშებდა. ყველა მწვრთნელი დიეგოს ინატრებდა გუნდში. ამროგად ამოიხნა პრობლემა. მესი უფრო ახლოსაა დიეგოსთან ვიდრე რონალდო
d
ძალიან გასხნვავებული სტილის მოთამაშეებია არიან მართლა ძნელია შედარება. თანაც ფეხბურთი გუნდური სპორტია და ძალიან მრავალფეროვანი. საბოლოო ჯამში ერთ დონეზე არიან. მესი საოცარი დრიბლიორია. შეუჩერებელი. უზუსტესი დარტყმით. მაგრამ რონალდოსაც აქვს თავისი პლიუუსები არაერთი შეხვედრა და დაპირისპირება ყოფილა სადაც რონალდომ დაჩაგრა მესი და რეალს მოაგებინა.
სოსოს.
სოსო! ყველაფერში გეთანხმები საქართველოში ქართული ენა, უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს!
სოსო
თუ ვინმეს ხმა ამოეღება ფეხბურთის შესახებ,ეს ფრენკ ლამპარდიცაა! რა თქმა უნდა მთლიანად ვეთანხმები,მის შეფასებებს. პ.ს. ამ პოსტის დადება რომ მოვინდომე,ეკრანზე მე არ ვარ რობოტის საამებლად სურათები გამოვიდა,მოთხოვნით:მონიშნეთ სურათები,რომელიც შეესაბამება "ლეიბლს",მერე კი,რაღაცა ეწერა,ინგლისური სიტყვა,ლათინური შრიფტით.მითხარით,არ არის ეს,ქართული ენის და ზოგადად ქართველი ადამიანის უპატივცემულობა?ჯერ მაიძულებენ დავუმტკიცო,რომ მე არც რობოტი ვარ და არც აქლემი,შემდეგ კი,ამას,იმ უცხო ენის ცოდნის მოთხოვნაც დაამატეს,რომელიც ჩემს სკოლაში საერთოდ არ ისწავლებოდა.საქართველოს კანონებით,ნებისმიერ ტექნიკას თუ ნივთს,მოხმარების ქართულ ენოვანი სახელმძღვანელოც უნდა მოსდევდეს.ამას თითქმის არავინ ასრულებს,ახლა კი,სასაუბრო ენაში შემოჭრაც ნორმა გახდა?გასული საუკუნის 70- იან წლებში საბჭოთა კავშირი,სხვას კი არაფერს ცდილობდა,საქართველოს ახალგაზრდობა ქართული ენის დასაცავად რომ გამოვიდა.დღევანდელი ახალგაზრდობის რაღაცა ნაწილი,ზოგჯერ სწორედ იმ თაობის ადამიანების მალე გაწყვეტის სურვილს გამოთქვამს ხოლმე,რომლებიც მაშინ იცავდნენ ქართულ ენას.წაიკითხავენ ამ პოსტს და ალბათ გაწიწმატდებიან,მაგრამ სჯობია დაფიქრდნენ,სადამდე მიიყვანათ აგიტაციის დაუფიქრებლად აყოლამ.კაცთ მოძულეობამდე!!!მთელ თაობას გაწყვეტას რომ უსურვებ,ამას სხვა არაფერი ჰქვია!დღეს ეროვნული გმირის,ბიძინა ჩოლოყაშვილის დღე აღინიშნება ახმეტაში.იქნებ მისი ისტორია წაიკითხოთ და ცოტათი მაინც დაფიქრდეთ,ამ ყველაფრის შესახებ.
ასეა!
ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის და უამრავი გულშემატკივრებისთვისაც ლეო მესი საუკეთესოა! როლანდოს ნამდვილად არ ვუკარგავ, იმ შრომის მოყვარეობისთვის, შეუპოვრობისთვის და ფეხბურთის სიყვარულისთვის თავდადებას, რაც მას გააჩნია!
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"ის, რაც მბაპესა და ვინისიუსის თავს ხდება, მესის ბრალია" - ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა "ლა პულგა" გააკრიტიკა
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
"ტერის და ლამპარდს საკუთარი იახტა დაუთმო, მე კი ..." - ჯო კოულმა რომან აბრამოვიჩზე ისტორია გაიხსენა
რონალდო: ლეო, შენი მემკვიდრეობა საუკუნეების მანძილზე დარჩება - გეხვევი
ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის
კრიშტიანო რონალდო: ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ვარ
უკვე ანრიზე წინ - სალაჰი ბრწყინვალე სეზონს აგრძელებს
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
"შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი!" - კრიშტიანო რონალდომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
სკანდალის შემდეგ - რონალდოს სავარაუდოდ, ნაკრებში დააბრუნებენ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
"რონალდო მწვრთნელად ვერ წარმომიდგენია" - შერინგემმა კრიშტიანოს მომავალზე ისაუბრა
ლამპარდს კიდევ ერთი ლონდონური გუნდის ვარიანტი აქვს - მის გარდა კიდევ ორი კანდიდატურა განიხილება
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ოფიციალურად: ლამპარდმა ინგლისური კლუბი ჩაიბარა