საკმაოდ ხნის შემდეგ, კრიშტიანო რონალდოს და ელმა რონალდომ სხვა ფეხბურთელზე მიიტანა იერიში და ამჯერად ანტონიო კასანო გააკრიტიკა.

იტალიელმა ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა: "რონალდომ ფეხბურთის თამაში არ იცის. შეიძლება 3000 გოლი გაიტანოს, მაგრამ არ მადარდებს."

"რომას", "ინტერის", "მილანისა" და იტალიის ნაკრების ყოფილ შემტევს ელმა რონალდომ ინსტაგრამზე უპასუხა.

"ამ უბედურს არ ვიცნობ და მასთან არანაირი საქმე არ მაქვს. მაგრამ ერთ რამეს გეტყვით: თუ კრიშტიანომ ფეხბურთის თამაში არ იცის და 900-ზე მეტი გოლი გაიტანა, უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ იცოდეს, რა მოხდებოდა. ამბობენ, ის (კასანო. რედ.) ფეხბურთელი იყოო. ვფიქრობ, ხალხი ცდება - ის ბურთის მომტანი ბიჭუნა გახლდათ," - დაწერა სთორიში "ალ ნასრის" ფორვარდის დამ და თან კლოუნის ემოჯი დაურთო.

რატი ზეიკიძე
ეს სისულელეა რასაც ეს იტალიელი ამბობს. თუ კაია ჯერ რონალდოს ბედი განიცადოს და მერე გააკრიტიკოს. რონალდუს იმდენი რამ გადახდა თავს, რომ ვიღაც შტერ იტალიელს ეს არც კი დაესიზმრება
Garrincha
არაფერს არ გაგიმეორებ, აი პირველად რაც დაგიწერე ის წაიკითხე ხელახლა გადაიკითხე. გარინჩას რონალდუს ნუ ადარებ ტიპი აფუჭებს თამაშს მოედანზე რომ შედის. და კიდე ძალიან შორს წახვედი ფეცბურთი საერთოდ არ გესმის. წააგო რონალდუმ მესისთან ყველაფერი და დაწყნარდით. მარტო გოლების გატანა ფეხბურთის ცოდნა არანაირად არი გადაუკეტე მეპასე მორჩა მაგის კარიერა გოლები. ათამაშე ერთმანეთის წინააღმდეგ 10 მეგოლე და 10 მეპასე 10 იდან 9 თამაშს მეპასეები მოიგებს. თამაში ვინც იციან იმათ. გოლები თუ გაგაქვს ეგ სხვებს უნდა უთხრა მადლობა პასებს რომ გაძლევენ და გაგებინებენ თამაშებს. მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის რომ მაგ 900 გოლიდან არცერთი გადამწყვეტი და თამაშის მომგები გოლი არ გაუტანია ფინალში. სადაც საჭირო იყო იქ ვერ ივარგა და რაში უნდა 900 გოლი არაბეთში ალ შაბაბებთან და ალ ოხდოდუდებთან კიდე რო ითვლის. ლიგის ფინალები სულ სერხიო რამოსებმა და მარსელოებმა მოაგებინეს. ყველაფერი დაუმსახურებლად მიართვეს და გააბლატავეს, ეგრე არაა მესი ნაღდია შემსრულებელია და მაგიტომაც მოიგო. ეგრე კვარაც სულ ფლანგზე თამაშობს მაგრამ არაფრისგან სულ მომენტებს ქმნის და თამაშებს იგებს. პასებსაც აკეთებს და თვითონაც გააქვს. რონალდუს შექმნილი მომენტები და მოგებული თამაშები სად გინახიათ მთელი ცხოვრება თუ უყურებთ
სოსო
გარინჩას.არ ვიცი რა უნდა გითხრა!თვითონ გარინჩა,მხოლოდ ფლანგზე თამაშობდა,სხვა პოზიციაზე ვთქვათ ნახევარდაცვაში,ან დაცვაში,ნული იყო,მაგრამ ფეხბურთი არ იცოდა?რონალდო,ხუთჯერ გახდა პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი და მაგანაც თუ ფეხბურთი არ იცის,გამოდის რომ დედამიწას მხოლოდ მესი ჰყოლია,ფეხბურთის აზრზე რომ არის.არ ვიცი,რამდენი წლის ხარ,მაგრამ ვფიქრობ რონალდოს ახალგაზრდული ასაკის ფეხბურთი არ გახსოვს,რადგან შეტევას სიღრმიდან იწყებდა და ფანტასტიკური სისწრაფის,ფეხების სისწრაფის და შორიდან უძლიერესი და ძალიან ზუსტი დარტყმების გამო აღწევდა ასეთ შედეგიანობას.ის გუნდის ნამდვილი ლიდერი იყო და ყველა პასს იმიტომ აწვდიდა,რომ მომენტის (თუ არ მომენტის) გამოყენება,სხვებზე უკეთესად შეეძლო.ბენზემა,მხოლოდ მისი წასვლის შემდეგ გახდა ბენზემა.ყველამ იცოდა,რომ ძალიან ძლიერი იყო,მაგრამ რონალდო,მასზეც აშკარად ძლიერი იყო.მხოლოდ ასაკის მატების და სისწრაფის დაკარგვის შემდეგ გახდა რონალდო,საჯარიმოს ფეხბურთელი,მხოლოდ გოლის გატანა რომ ევალება.ისე,საფეხბურთო ხელოვნებაში,ყველაზე ფასეული,გოლის გატანის ხელოვნებაა და არც ეს უნდა დავივიწყოთ.გამოდის,რომ რონალდო დღეს ყველაზე მცოდნეა დედამიწაზე,ფეხბურთის მთავარი ხელოვნების მხრივ და სწორედ ამიტომ, რონალდო ასეთ შეფასებას არ იმსახურებს.
q
კრიშტიანოს თამაშის ცოდნაზე არ ვიდავოთ, თუმცა ვისაც კასანოს თამაში გახსოვთ, როგორც ტეხნარი, უფრო მაღლა დავაყენებდი. მხოლოდ ესაა, რომ კასანომ, რონალდუსგან განსხვავებით, სულ3-4 წელი ითამაშა უმაღლეს დონეზე.
muahaha
უუხ რა მაგარი ნაშაა
Garrincha
კასანო მართალია და ჩემზე მეტი ძროხის ბაზარი არ უნდა მაგას. გოლები გააქვს მაგრამ პასის მიმცემი და თამაშის შემქნელი არაა, პლეიმეიკერი არაა. თამაშის წაკითხვა, გუნდის გაძღოლა ათამაშება და თამაშების მოგება არ იცის. მესი ყველაფერს აკეთებს მეორე მწვრთნელია მოედანზე. ურთულესი თამაშები მოიგო მსოფლიოზე. რონალდუს გადაუკეტე პასის მიმცემი და მორჩა დამთავრებულია, ან ინდივიდუალურად ფაფხურობს რაღაცას. დაჟე პირიქით გუნდი ვერ თამაშობს როცა რონალდუ მოედანზეა. ამიტომ ძალიან დიდი განსხვავებაა
სოსო
მიყვარს,ანტონიო კასანო.ფეხბურთელიც საკმაოდ ორიგინალური იყო და ლაპარაკშიც,რასაც ფიქრობს,მეტწილად იგივეს ლაპარაკობს.მიუხედავად ამისა,ვთვლი,რომ რონალდოს დისაგან ასეთი კომენტარი,ალალად დაიმსახურა.ისეთმა ძროხამ დამწიხლოს,ჩემზე მეტს იწველებოდესო,ნათქვამია.რონალდოზე იმის თქმა,ფეხბურთი არ იცისო,იმას ნიშნავს,რომ სკანდალებით ყურადღების მიპყრობას ცდილობს.სხვა ამოცანა,ამ ჯერზე მას არ აქვს და დასაწყისში ჩემი სიტყვების მიუხედავად,სულაც არ ფიქრობს იმას,რასაც ამ ჯერზე ლაპარაკობს.რონალდო,ფეხბურთის გიგანტია და ამაში, არც მას ეპარება ეჭვი.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
კრიშტიანო რონალდო: ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ვარ
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
"შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი!" - კრიშტიანო რონალდომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
"რონალდო მწვრთნელად ვერ წარმომიდგენია" - შერინგემმა კრიშტიანოს მომავალზე ისაუბრა