ჩინეთის ქალაქ პეკინში, ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა, ერთმანეთს ესპანელი კარლოს ალკარასი და იტალიელი იანიკ სინერი დაუპირისპირდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, სპორტსმენებმა უშეღავათო ორთაბრძოლა შემოგვთავაზეს, საბოლოოდ გამარჯვება ესპანელ ჩოგბურთელს დარჩა.

გამარჯვებულის ვინაობის გამოსავლენად 3 საათი და 21 წუთი დასჭირდათ. პირველივე სეტი დაძაბული გამოდგა, რომელოც იანიკ სინერის სასარგებლოდ დასრულდა (7:6). კარლოსმა მიუხედავად ამისა, ძალების მობილიზება შეძლო და მომდევნო ორი სეტი მის სასარგებლოდ დაასრულა, რაც უკვე მატჩში გამარჯვებას ნიშნავს. ცნობისთვის, მე-3 სეტის ,,ტაიბრეიკზე” კარლოსი ანგარიშით 0:3 მარცხდებოდა, თუმცა კვლავ მოახერხა თამაშში დარჩენა და კარიერაში რიგით მე-16 ATP ტიტულის მფლობელი გახდა.

ჩოგბურთელები ერთმანეთს სულ 10-ჯერ შეხვდნენ, ურთიერთშეხვედრებში, 6 გამარჯვებით კარლოსი ლიდერობს, ხოლო იანიკს თავის მხრივ 4-ჯერ ჰყავს ესპანელი დამარცხებული. შეგახსენებთ, ორივე ჩოგბურთელი 2000 წელს შემდეგ არის დაბადებული და მათ ანგარიშზე 16-16 ATP ტიტულია, მათ შორის დიდი სლემის ტურნირებიც (ალკარასი 4, სინერი 2).

ჩოგბურთელების გზა ფინალამდე: იანიკ სინერი- ჯარი 2:1, საფიულინი 2:1, ლეჰეჩკა 2:0, ბუ 2:0. კარლოს ალკარასი- პერიკარდი 2:0, გრიკსპური 2:0, ხაჩანოვი 2:0, მედვედევი 2:0.

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
ალკარასის სასწაული და დაუჯერებელი გამარჯვება როლან გაროსის ფინალში
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
სინერმა უიმბლდონზე ალკარასის დომინაცია დაასრულა - იანიკმა მეოთხე დიდი სლემის ტიტული მოიგო