უკრაინის ნაკრებში საქართველოსთან მატჩის წინ ძალიან რთული ვითარებაა და ამას ადგილობრივ პრესაში გამოქვეყნებული არაერთი სტატია მოწმობს.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სერგეი რებროვმა, ნაკრებში ძირითად შემადგენლობაში ჩატარებული მატჩებით რეკორდსმენ და ასევე მოქმედ კაპიტან ანდრეი იარმოლენკოს არ უხმო, რაც ძალიან დიდი მოულოდნელობა იყო.

ირკვევა, რომ ეს ყოველივე რებროვმა ძალიან უხეშად გააკეთა და ამ სკანდალურ ამბავს ნაკრების ყოფილი პრეს-ატაშე ოლექსანდრ გლივინსკი სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილში ჰყვება.

დამრიგებელმა კიევის "დინამოს" ამჟამინდელ ფორვარდს არც კი დაურეკა და სიტუაციაში არ გაარკვია. იარმოლენკომ მხოლოდ ინტერნეტის მეშვეობით შეიტყო, რომ სარეზერვო სიაშია და მას უკრაინის ნაკრებში არ უხმეს.

გლივინსკი ამბობს, რომ შესაძლოა, უკვე 34 წლის ფორვარდს ის სისწრაფეები და შედეგები აღარ აქვს, მაგრამ ეროვნულ გუნდს იარმოლენკო ჯერ კიდევ სჭირდება.

"ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებსაც წინა მატჩებში ლიდერის როლი დააკისრეს, ნაკრები წინ ვერ წაიყვანეს. მათ უნარი და ქარიზმა აკლიათ.

დიახ, ანდრეი ახლა ფიზიკურ გამძლეობას მოკლებულია და მისი სიჩქარე ისეთი არ არის, როგორიც იყო, მაგრამ როდესაც "იარმოლა" მოედანზეა, ყოველთვის არის შანსი, რომ საგოლე მომენტი შექმნას.

ანდრეიმ გამოუძახებლობის შესახებ ინტერნეტიდან შეიტყო - ეს, სულ მცირე, უსიამოვნოა! ისეთი მოთამაშე, როგორიც უკრაინის ნაკრების კაპიტანია, მინიმუმ მწვრთნელისგან ზარს მაინც იმსახურებდა.

ანდრეიმ ბევრი რამ გააკეთა ეროვნული ნაკრებისთვის, რათა სარეზერვო სიის შესახებ ინტერნეტიდან არ გაეგო. მჯერა, რომ იარმოლენკო მაინც გამოადგება ეროვნულ გუნდს. ანდრეი, მე შენთან ვარ!", - წერს გლივინსკი.

უკრაინის ნაკრების პრობლემები ამით არ მთავრდება. გუშინ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში ტრავმა ნაკრების ორმა წევრმა "ჟირონას" ნახევარმცველმა ვიქტორ ციგანკოვმა და "შახტარის" ნახევარმცველმა ტარას სტეპანენკომ მიიღეს.

sport.ua წერს, რომ სტეპანენკოს თამაში საქართველოსთან და ჩეხეთთან დაპირისპირებებში თითქმის გამორიცხულია, რაც შეეხება ციგანკოვს, "ჟირონას" მწვრთნელის მიჩელის სიტყვებით, მას დღეს დამატებითი კვლევები ჩაუტარდება და ტრავმის სიმძიმე საბოლოოდ დადგინდება, თუმცა მისი მომჯობინება ასე მოკლე დროში ნაკლებად სავარაუდოა. წინასწარი ვარაუდით, მას ბარძაყის ტრავმა აქვს.

ტრავმირებული მოთამაშეებიდან გამომდინარე, უკრაინულ პრესაში ვარაუდობენ, რომ რებროვმა შესაძლოა, სარეზერვო სიაში მყოფ იარმოლენკოს მაინც უხმოს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ნაკრები ერთა ლიგაზე 11 ოქტომბერს პოზნანში საქართველოს ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს, 14 ოქტომბერს კი ვროცლავში ჩეხეთს.

სიმენონი
A ლიგიდან გასვლა სულაც არაა უტოპია, პირიქით, იქაური გუნდები საკვალიფიკაციოს უპრობლემოდ გაივლიან და ევროპის საგზური მესამე ადგილითაც შეგვიძლია მოვიპოვოთ.
Geo team-ს
კაცურად ის ვიდეო დადე სადმე ბერძნებს რო მოუგეთ და ბღაოდი და თან შენ თავს რო უღებდი
ზაქარია
მაგრამ ახლა მსოფლიოზეც გასვლის შანსი გვეზრდება აქ კარგი თამაშით. მაგ სულ C ლიგაში თამაში დიდ არაფერს იძლევა, რეიტინგში მნიშვნელოვნად წინ ვეღარ წავიწევთ და შესაბამისად 3-4 კალათას შეიძლება ვერც გავცდეთ ასეთი "პრაგმატულობით". ასეთი ტემპით თუ გავაგრძელეთ მსოფლიოზეც შეიძლება მოვხვდეთ, თუ არადა დიდი შანსია მეორე კალათაშიც მოვხვდეთ შემდეგ ევროს ან მსოფლიოს შესარჩევებზეც.
zura222
რატო ვერ გავალთ მსოფლიოზე ?აქ პირველზე რომ გავიდეთ მაგარი შანსი გვიჩდება იმიტომ რომ ა ლიგის გამარჯვებულები მსოფლიოზე შესარჩევიდან გავლენ და იმათ ადგილს ჩვენ ანუ ბ ლიგის გამარჟვებული გუნდები დავიკავებთ 1
zura222
ძალიანაც კარგიი ! იმ გადაგვარებულ ხახოლებს ისედაც მოვუგებდით და ეხლა მთლად უნდა გავანადგუროთ ! და მერე კიდევ გამოაძევონ ჩვენი ელჩი(და ბელორუსის ელჩი დაიტოვეს)და კიდევ ეცადონ ჩვენი ომში ჩართვა @
კირკიტა
მასე, უფრო "პრაგმატული" იქნება, სულ ქვედა დივიზიონში რომ ჩავიდეთ და გიბრალტარს, ლიხტენშტეინს და ანდორას ვეთამაშოთ :))))))
ბაჩი
ც დივიზიონში უკრაინის დონის სხვა გუნდებიც დაქვეითდებიან
llcl
შემოგევლე ლოგიკაში, ეგრე საერთოდ არ გავიდეთ არც ევროპაზე და არც მსოფლიოზე, ძალიან ძლიერი გუნდები ყოფილან იქ და რა გვინდა)))
აი ასე
რეალურად ამ ერთა ლიგიდან მსოფლიოზე ვერც ჩვენ გავალთ და ვერც უკრაინა. სამაგიეროდ უკრები ც დივიზიონში ჩაინაცვლებენ და იქიდან მომავალ ევროზე სულ ღიღინ-ღიღინით გავლენ. ჩვენ კი ა დივიზიონში ავალთ და ბუნებრივია იქიდან ევროპაზე მოხვედრა გაგვიჭირდება. ასე რომ, უკრაინელები საკმაოდ პრაგმატულად ფიქრობენ. აი ჩვენ კი ელიტარულ დივიზიონში ბობოლებთან თამაში მაინც შეგვრჩება )))
Geo team
ვილი სანიოლის 24-კაციანი განაცხადი გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე, საბა კვერკველია, ლაშა დვალი, გიორგი გველესიანი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, საბა გოგლიჩიძე, ლევან შენგელია ოთარ კიტეიშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, შოთა ნონიკაშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი გულიაშვილი
მწვრთნელი
გააგდებენ ამ საწყალ რებროვს! საქართველომ ფრეც რომ ითამაშოს, მაინც არა უშავს! მთავარია ტაქტიკური მონახაზი არ შეიცვალოს! დაცვა- კაშია, გველესიანი, დვალი, ლოჩოშვილი, კაკაბაძე, შუაში კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, წინა ხაზი კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და ზივზივაძეს დავაყენება არ იქნებოდა ურიგო, თუმცა სანიოლი ისევ მიქაუტაძეს გამოუშვებს! უკრაინას ქულა არა აქვს და შემტევი შემადგენლობით გამოვა, რაც ხელს აძლევს ისეთ ფორვარდს როგორიც ზივზივაძეა, თუ არ გამოიყვანდ და შეცვლაზე მაინც შემოვა!
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტის მატჩებისთვის
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] გიორგი ლოლაძემ თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ბასტონი ან ტორესი - "ბარსელონა" ზაფხულში ცენტრალურ მცველს აუცილებლად შეიძენს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
ტარას სტეპანენკო: საქართველოს ნაკრები ძალიან ძლიერია - კარგი შედეგის მიღწევას შევეცდებით
უკრაინელთა მწვრთნელი: სამწუხაროდ, ისევ საქართველოსთან ვითამაშებთ
"არარაობანი - რებროვს არ გააგდებენ, რადგან შევჩენკოს მეგობარია" - ყოფილი უკრაინელი ფეხბურთელი
ანდრეი იარმოლენკო: უნდათ უკრაინას მსოფლიო ჩემპიონატის საგზური აჩუქონ
"განდო**ებო!!!" - იარმოლენკო ოკუპანტების მორიგ აგრესიას ეხმაურება
უკრაინისთვის, "ვესტ ჰემისთვის" - იარმოლენკომ "ჩაქუჩები" მეოთხედფინალში გაიყვანა [VIDEO]
უკრაინელი ფეხბურთელი: ხოჭოლავა გვიმტკიცებს, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებსო
ტარას სტეპანენკო: რასაც რონალდო ეუბნებოდა, მსაჯი იმას აკეთებდა
მწვრთნელმა ბოდიში მოიხადა, მეკარემ სირცხვილი უწოდა - უკრაინელები აზერბაიჯანელებთან მოულოდნელი ქულების დაკარგავზე
"ცხოველები შეიძლება გაგვინაწყენდნენ, რომ რუსებს შევადარე" - მიხაილიჩენკო
"სულელური ნაბიჯი იყო..." - იარმოლენკო ოჯახის უკრაინაში გაგზავნაზე საუბრობს
რებროვი: შეაჩერა კონოპლიამ კვარაცხელია? რა ვუთხარი მუდრიკს - მადლობა ქართველებს!
უეფამ ევროპის ლიგის ნახევარფინალური ეტაპის სიმბოლური ნაკრები წარადგინა
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
უკრაინის ნაკრების ვარსკვლავები 2008 წლის ომს იხსენებენ