"მანჩესტერ სიტის" ახალწვეულმა დავიდ სილვამ ესპანეთის ნაკრები, რომელიც პირველად ასპარეზობდა მსოფლიოს ჩემპიონის რანგში, მექსიკური მარცხისგან იხსნა.

იუნაიტედი იქით, სიტი აქეთ

"მანჩესტერ სიტის" ახალწვეულმა დავიდ სილვამ ესპანეთის ნაკრები, რომელიც პირველად ასპარეზობდა მსოფლიოს ჩემპიონის რანგში, მექსიკური მარცხისგან იხსნა. გადაჭედილ "აცტეკაზე" სილვამ უკვე მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე გაათანაბრა - 1:1.

მასპინძლები უკეთ და სწრაფად თამაშობდნენ, ამიტომაც სავსებით დამსახურებულად დაწინაურდნენ, თუმცა ხავიერ ერნანდესის გოლი საჭოჭმანო სიტუაციაში გავიდა: მე-12 წუთზე დეპორტივოელმა ანდრეს გუარდადომ ესპანელ მცველთა ზურგსუკან მახვილგონივრული პასი გააკეთა, მაგრამ კარლოს ველა აშკარად თამაშგარე მდგომარეობაში იყო, ველა მიხვდა და ბურთს არ შეეხო და "მანჩესტერ იუნაიტედის"

ახალწვეულ ხავიერ "ჩიკარიტო" ერნანდესს კომბინაციის დასრულების საშუალება მისცა.

თავიდან მართლაც დიდი იყო მექსიკელთა უპირატესობა, კარლოს მარჩენას ორჯერ რომ არ ეყოჩაღა, ჯოვანი დოს სანტოსი და "ჩიკარიტო" გოლებს მიითვლიდნენ, მაგრამ, რაც დრო გავიდა, ევროპელებმა ბურთის კონტროლს უმატეს და თამაშიც გაათანაბრეს. ფერნანდო ლორენტეს გატანაც მართებდა, მაგრამ ბურთს ფეხი ხეირიანად ვერ მოუქნია, ხოლო სანტი კასორლას დარტყმული ხარიხას მოხვდა. მოედნის მეორე მხარეს კაპიტანთა დუელში იკერ კასილიასმა აჯობა რაფა მარკესს.

პირველ ტაიმში მატჩი ამხანაგურ შეხვედრას ნაკლებად ჰგავდა, ტემპიც მაღალი იყო და დაძაბულობაც მოედანზე, მაგრამ შესვენებზე განხორციელებულმა ცვლილებებმა თამაშის ხარისხზე უარყოფითად იმოქმედა. თამაშის ბოლოსკენ "როხამ" მთავარი რეზერვი აამოქმედა - მოედანზე გამოვიდნენ მუნდიალის გმირები რათა მატჩი გადაერჩინათ და ეს მათ შეძლეს კიდეც. 91-ე წუთზე სილვამ ჩავის პასით მეკარე კორონას აჯობა და მარცხენა კუთხეში გაიტანა - 1:1. "ფურია როხამ" იდეალურისგან ძალიან შორი თამაში გვაჩვენა, მაგრამ 105 ათასი მაყურებლის თვალწინ არ წააგო.

ვისენტე დელ ბოსკე: "ფრე ნაღდად სამართლიანი შედეგი იყო, იმის გათვალისწინებით თუ რა ფორმაში არიან ჩემი ფეხბურთელები. მატჩის დიდ ნაწილს ჩვენ ვაკონტროლებდით, მაგრამ წინ თამამად ვერ მივდიოდით. ბიჭებმა დღეს გაიღეს ყველაფერი რაც შეეძლოთ, მათ მონდომებას 10-ბალიანი სისტემით 10-იანს დავუწერდი".

საიტი "გოლი" მექსიკელთა გუნდიდან ხავიერ ერნანდესს გამოყოფს, რომელსაც 8 ბალი დაუწერეს (მატჩის საუკეთესო შეფასება): "უყურეთ მას პრემიერლიგაში! "ჩიკარიტო" იყო ფანტასტიკური, მან გოლი გაიტანა და პირველ ნახევარში (როცა ითამაშა) საერთოდ დაჩაგრა მსოფლიო ჩემპიონი კარლეს პუიოლი". ესპანელთაგან კი საუკეთესო შეფასება ნაკრებში დაბრუნებულმა სანტი კასორლამ მიიღო - 7,5.

აწ უკვე "ვილიარეალის" მცველი კარლოს მარჩენა კი "ლა როხას" თილისმანად ჩამოყალიბდა - სილვას გოლმა მარჩენას უნიკალური რეკორდი იხსნა, 2003 წლის 7 ივნისის (საბერძნეთის ნაკრებთან) შემდეგ ესპანეთის ნაკრებს არ წაუგია კარლოს მარჩენასთან ერთად, ეს კი არც მეტი და არც ნაკლები 56 თამაშია! ამ თამაშებიდან 46-ში ესპანეთის ნაკრებმა გაიმარჯვა, 10 კი ფრედ ითამაშა. "ჩვენ ვიხსენით ჩემი რეკორდი, სილვას გოლის შემდეგ ყველა მე მილოცავდა და არა გოლის ავტორს", - ხუმრობის ხასიათზე იყო თამაშის შემდეგ ყოფილი ვალენსიელი.

"ვილიარეალის" ნახევარმცველი ბრუნო სორიანო მე-16 ფეხბურთელია, რომელმაც ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში პირველად ითამაშა ვისენტე დელ ბოსკეს მეთაურობით.

ცოტა რამ მატჩის სტატისტიკიდან: ესპანეთის ნაკრები თამაშის 63% აკონტროლებდა, მეტოქეებმა კარში სულ 2-2-ჯერ დაარტყეს ზუსტად, ესპანელები მხოლოდ 9-ჯერ დაჯარიმდნენ მატჩის განმავლობაში, მექსიკელები კი - 15-ჯერ.

მექსიკა-ესპანეთი 1:1

მექსიკა (4-2-3-1): ოჩოა (55. კორონა) - ხუარესი, როდრიგესი, მორენო (65. ლოპესი), სალსიდო - მარკესი (56. აგილარი), ტორადო - ჯოვ. დოს სანტოსი (64. ე. ერნანდესი), ველა (55. ესკედა), გუარდადო (69. პინტო) - ხ. ერნანდესი (46. ბარერა).

ესპანეთი (4-2-3-1): კასილიასი (46. ვალდესი) - არბელოა, პუიოლი (46. ნავასი), მარჩენა (65. პიკე), მონრეალი - ბრუნო (71. პედრო), ბუსკეტსი (61. ჩავი) - კასორლა, ფაბრეგასი (46. ჩაბი ალონსო), მატა (46. სილვა) - ლორენტე (46. ს. რამოსი).

გოლები: 1:0 ხ. ერნანდესი (12), 1:1 სილვა (91)

მაყურებელი: 105 000

ლელო

[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა