აეკ-სა და თბილისის "დინამოს" შორის უეფას ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველ შეხვედრას ათენში, უელსელი საიმონ ლი ევანსი განსჯის
ცნობილი გახდა, ვინ განსჯის უეფას ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველ შეხვედრას ათენში, აეკ-ისა და თბილისის "დინამოს" შორის - ის უელსელი საიმონ ლი ევანსია.

35 წლის ევანსი 2007 წლიდან ფიფას არბიტრია, უეფამ მთავარი მსაჯობა ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის რამდენიმე მატჩშიც ანდო. ბოლო საერთაშორისო გამოცდილება უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღო ყაზახეთში, სადაც "აქტობემ" განმეორებით მატჩში ვლადიკავკაზის "ალანია" მიიღო.

"დინამოს" ვებგვერდი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საიმონ ლი ევანსი საკამოდ მკაცრი არბიტრია, რაზეც აქტიუბინსკში მის მიერ ნაჩვენები ბარათების სიმრავლე მიუთითებს - უელსელმა არბიტრმა ფეხბურთელებს 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი აჩვენა. ვფიქრობთ, ამას დინამოელები გაითვალისწინებენ და

ძველებური დარდიმანდობით არ მოიქცევიან მოედანზე, თორემ უაზრო გაფრთხილებებით გუნდს მძიმე მდგომარეობაში აგდებენ.

როგორც ცნობილია, პირველ შეხვედრას ათენის ოლიმპიური სტადიონი უმასპინძლებს, მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს კი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი გეგმავს.

"დინამოს" ფანკლუბ "გლადიატორების" ვებგვერდი იუწყება, რომ რეპორტაჟიდან გამომდინარე გაჩნდა იდეა, რომ "გლადიატორებმა" ერთად იხილონ საყვარელი გუნდის თამაში. თუ ამ იდეას განავრცობენ და რომელიმე სტადიონზე შეიკრიბებიან, ვფიქრობთ, ურიგო არ იქნება - ასეთი მატჩის ერთად ყურებას სხვა ეფექტი აქვს.

გაირკვა ის მსაჯებიც, რომლებიც ევროპის "დინამოს" განმეორებით და "ზესტაფონის" ორივე მატჩს მოემსახურებიან. 18 ივლისს "ზესტაფონი"-"ბრიუგეს" შეხვედრის არბიტრი ავსტრიელი ჰარალდ ლეხნერი იქნება, ბელგიაში "ზესტაფონის" საპასუხო მატჩის არბიტრად კი ფინელი ტონი ასუმაა დანიშნეს.

25 ივლისს "დინამოსა" და აეკ-ის განმეორებით შეხვედრას სლოვენიელი დარკო სეფერინი გაუძღვება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა