საფრანგეთში შეკრებაზე მყოფი საქართველოს ნაკრები საერთაშორისო ტურნირში, "ჩელენჯ ისუარის" გათამაშებაში იასპარეზებს
საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასისთვის მზადებას განაგრძობს. "ბორჯღალოსნებმა" მზადების მეორე ეტაპი, საფრანგეთში, საკურორტო ქალაქ კანთან ახლოს სარაგბო კომპლექსში გაიარეს და 5 აგვისტოს, კლერმონის მახლობლად ქალაქ ისუარში გადაბარგდნენ, სადაც საერთაშორისო ტურნირში, "ჩელენჯ ისუარის" გათამაშებაში იასპარეზებენ.

ეს ტურნირი ტრადიციულად აგვისტოში იმართება და ფესტივალის ხასიათს ატარებს. საქართველოს ნაკრების მეტოქე დღეს, 13 აგვისტოს საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში მოასპარეზე "ორიაკი" იქნება, სადაც ქართველი მორაგბეები ლევან დათუნაშვილი, კარლენ ასეიშვილი და გიორგი ნაცარაშვილი ირიცხებიან.

მეორე მატჩს "ბორჯღალოსნები" 19 აგვისტოს ასევე მეორედივიზიონელ "ბურგუენთან" გამართავს. ჩვენი გუნდის შოტლანდიელმა თავკაცმა, რიჩი დიქსონმა ერთი საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება მიიღო. ფულბეკის პოზიციაზე შუამარბი რევაზ გიგაური გაამწესა. ასევე საინტერესო იქნება მგეზავი ლაშა მალაღურაძის პირველ შუამარბად თამაში. ის გასულ სეზონში "ბეზიეს" შემადგენლობაში ძირითადად სწორედ ამ პოზიციაზე თამაშობდა. მგეზავად "ორიაკთან" ლელოელი ლაშა ხმალაძე ითამაშებს.

თითქმის ექსპერიმენტულია შერკინებაც, თუმცა თითოეულ მათგანს ნაკრებში თამაშის საკმაო გამოცდილება აქვს.

საქართველოს ნაკრები: 15. რეზო გიაგუარი, 14. ირაკლი ჩხიკავაძე, 13. ალექსანდრე თოდუა, 12. ლაშა მალაღურაძე, 11. ლექსო გუგავა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ბიძინა სამხარაძე

1. ვასილ კაკოვინი, 2. აქვსენტი გიორგაძე, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. გიორგი ჩხაიძე, 8. ზვიად მაისურაძე.

მსოფლიოს თასი

14 სექტემბერი

საქართველო-შოტლანდია

18 სექტემებრი

საქართველო-ინგლისი

28 სექტემბერი

საქართველო-რუმინეთი

2 ოქტომბერი

საქართველო-არგენტინა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

lasha
ძალიან გამიხარდა რომ "ლელომ" ეურობასკეტისთვის გააკეთა სპეციალური კრებული! მადლობა მაგრამ მაინტერესებს რაგბის მსოფლიო თასზეც ხომ გეგმავთ ანალოგიურს?
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო