იტალიური და რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ნეაპოლური მედია შეშფოთებულია ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ მეტოქეთა უხეშობით და ყველაფერ ამაზე მსაჯების დამოკიდებულებით, რომლებიც შესაბამისად არ რეაგირებენ.

ultime calcio napoli წერს, რომ კვარაცხელიას ტრავმა აღელვებს „ნაპოლის“ გულშემატკივრებს, შეიძლება მას ერთი კვირა გაუცდეს, ერთა ლიგაზე უკრაინასთან მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღოს, თუმცა ალბანეთთან და მით უმეტეს 20 ოქტომბერს „ემპოლისთან“ ითამაშებს.

ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტთან, აურელიო დე ლაურენტისთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა კარლო ალვინომ „ინსტაგრამზე“ პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ქართულ „სპორტალზე“ ნანახმა ფეხბურთელის ფეხების მდგომარეობამ, რომელიც სოციალურ ქსელებში ვირუსული გახდა, მასზე დამთრგუნველად იმოქმედა: „ეს „კომოსთან“ ნამატჩევს „კვარას“ ფოტოა, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რაზეც კარგა ხანია ვლაპარაკობთ. სამწუხაროდ, ჩენი მოწოდება არავინ შეისმინა.

მსაჯების კვარაცხელიასადმი დამოკიდებულება აღმაშფოთებელია. ის სერია A-ში ყველაზე მეტ დაზიანებას იღებს - მასზე ერთი შეხვედრისას საშუალოდ ოცდახუთჯერ არღვევენ თამაშის წესებს, არბიტრები კი რეაგირების ნაცვლად ლექციას უკითხავენ, ხანდახან არდანიშნული პენალტის გაპროტესტებისთვის ყვითელ ბარათსაც უჩვენებენ. თერთმეტმეტრიანს იმ შემთხვევაშიც არ დადებენ, რომ მოკლან. ქართველის კოჭ-წვივებზე მთელი მატჩის განმავლობაში გამიზნულად საჯარიმოდან შორსაც ნადირობენ. იმ დღეს, როდესაც ფეხს მოსტეხენ, ტირილს დავიწყებთ, რომ იტალიური ფეხბურთი საშინელია“.

„გაძეტა დელო სპორტის“ საფეხბურთო მიმომხილველი მიმო მალფიტანო ხვიჩას დაზიანებას გამოეხმაურა: „ვნახე სურათი, რომელიც სოციალურ ქსელებში განუწყვეტლივ ვრცელდება. ვნახე „კვარას“ წარმოუდგენლად შეშუპებული მარჯვენა ფეხი. ეს „კომოსთან“ დაპირისპირებისას მოხდა. იტალიურ ფეხბურთში ეს საკითხი გადასახედია და არა მხოლოდ „ნაპოლისთან“ მიმართებაში, იმის ამსახველია, რაც მუდამ ჩვენთან ხდება. არბიტრები ყოველთვის შეცდომებს უშვებენ და ეს პრობლემაა. მსაჯმა ერმანო ფელიციანიმ ჩათვალა, რომ „კვარას“ წაქცევისთვის პენალტის დანიშვნა საჭირო არ იყო და საქმეში VAR-იც არ ჩაერია“.

Il Mattino ფანებს ამშვიდებს, რომ ხვიჩა საქართველოს ნაკრებში კარგ ხასიათზე გამოცხადდა და სავარაუდოდ, საგანგაშო არაფერია.

ტარიელი
,,ვახ , ვახ , სწორედაც რომ გვაკვირვებთ თქვენის გამოცდილებით"
გიორგი
ჯერ ერთი თუ მართლა პროფესიონალი ხარ სხვა პროფესიონალს აგდებით ესე ადვილად რატომ მოიხსენიებ, მით უფრო რომ მარტო ალვინო არ არის ამ აზრზე? საფუხბურთო ექსპერტებს იტალიაში აქედან ასწავლი ჭკუას 'ტრამატოლოგი'კაცი დიდი გამოცდილებით რა ხდება იტალიურ ფეხბურთში? რავი, შეიძლება ვცდები მაგრამ ეგრე მგონია რომ მართლაც ტრამატოლოგიაში დიდი გამოცდილება გაქვს მიღებული.
ავთო მანჯგალაძე
თუ საგანგაშო არაფერია, ორი დღის თავზე ჩვეულებრივად ივარჯიშებს და ხუთ დღეში ითამაშებს, ე.ი დაზიანებაც არ ყოფილა და მსაჯიც მართალი გამოდის-სწორედ ეს იკითხება ამ სტატიაში. ეს ალვინო მართლა ალოოთ არის რაა!! ვითომც გული შესტკივა კვარაზე და ფაქტიურად ხვიჩა სიმულიანტი გამოჰყავს, ხოლო იმ სურათზე, რომ მართლა კვარას ფეხია ასეთი შეშუპებით ვინ დაადასტურა.... და კიდევ მე როგორც ექიმ ტრამატოლოგი 24 წლიანი გამოცდილებით გეუბნებით რომ ასეთი შეშუპება წვივ- ძვალის დაზიანების გარეშე არ არსებობს და გამორიცხულია ფეხბურთელი 2-3 დღეში სათამაშოდ მზად იყოს.
სვანსკი
კიდევ ერთი ფაქტი,რატომ უნდა იყოს კვარა მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი,რაც უფრო მეტს გიხდიან მსაჯებიც უფრო გაქცევენ ყურადღებას და მეტოქე გუნდის მოთამაშეებს უხვად ურიგებენ ბარათებს პენალტებსაც ადვილად ნიშნავენ,არც ბატონი ვარი დაჭირდებათ,სამწუხაროდ ასეა დღევანდელ ფეხბურთში.
ვოოტ
გამოსავალი ძალიან მარტივია - მწვრთნელს ან გუნდის კაპიტანს უფლება უნდა ჰქონდეს, თუნდაც მიზერული რაოდენობის ჩელენჯი ( გადამოწმება) აიღოს მატჩის განმავლობაში... თუ მართლა გაწუხებთ, დაიწყეთ იტალიელებმა და მოგბაძავენ დანარჩენებიც...
ძველი გულშემატკივარი
გაიხარე კვარა! წარმატებები!!!! შენ იმ ხალხსაც კი შეაყვარე ფეხბურთი, სტადიონი სად იყო, არ იცოდნენ.
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება