უკრაინის ნკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანდრეი ვორობეიმ Sport.ua-სთან იმაზე ისაუბრა, რის ხარჯზე შეუძლიათ საქართველოს ეროვნული გუნდის დამარცხება.

"თუ უკრაინა ღრმად უკან ჩაჯდება, ბურთს მოედნის საკუთარ ნახევარზე დაიჭერს და ქართველების გახსნას დაელოდება, არაფერი არ გამოვა. "შახტარმა" და "დინამომ" ამ სქემით თამაშს თავი უნდა დაანებონ, როდესაც ბურთს მხოლოდ პასის გამო ფლობენ. ეს საჭირო არ არის. აგრესიულობაა აუცილებელი, განსაკუთრებით შეტევაში. რაც უფრო მაღლა აწეულები ვიქნებით, მეტოქის კართან ახლოს, უფრო მეტი შანსი გვექნება, რათა რამე გამოგვივიდეს. მაშინ მომენტებს შევქმნით.

მგონია, მათ კართან ახლოს ჩვენი პირობები უნდა ვუკარნახოთ. დაუშვებელია მათ ფლანგის ფეხბურთელებს გაქცევის საშუალება მივცეთ, რადგან ძალიან სწრაფი გარემარბები ჰყავთ. ვფიქრობ, დაზღვევა ორმაგი ან სამმაგი უნდა გვქონდეს, თუმცა ამისათვის ძალა და ფიზიკური კონდიციები დაგვჭირდება. აუცილებელია ფეხბურთელები ორივე ტაიმის ჩასატარებლად იყვნენ მზად. მარტივად, ტექნიკის და ვიღაცების სახელებით ახლა ვერ მოიგებ. ეს დრო წარსულს ჩაბარდა.

ამჟამად ამ მაჩვენებლებით ყველა ნაკრები პრაქტიკულად გათანაბრდა. არავის არ აქვს ინდივიდუალური უპირატესობა. არის ტაქტიკა, არის გუნდის მომზადება. აი, ამაზე გვმართებს ყურადღების გამახვილება".

ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩი უკრაინისა და საქართველოს ნაკრებებს შორის 11 ოქტომბერს პოზნანში ჩატარდება.

დავით 67
100%
სოსო
ხალხო,რა არის ხალხის ამდენი გინება?!ხალხი ხალხია,მთავრობა კი მთავრობა!ამდენს ვერ ხვდებით?ნორმალური,არაპოლიტიკური უკრაინელი,ამ პოსტებს თუ წაიკითხავს,იმას რა რეაქცია უნდა ჰქონდეს?მგონი ზუსტად ისეთივე რეაქცია ექნება,როგორიც თქვენ გაქვთ,იქითა მხრიდან მსგავს შეურაცხყოფებზე.ჰოდა ვიღაცების სისულელის თუ ბოროტების გამო,ყველამ ერთმანეთს უნდა დავცხოთ?ეს ხომ სისულელეა!კარგი და ცუდი,ჭკვიანი და სულელი,ყველგან არის.მათ შორის საქართველოშიც და უკრაინაშიც.სულელის გაფუჭებული,ჭკვიანმა უნდა გამოასწოროს და ჩვენ, პირიქით ვიქცევით?ცოტათი დაფიქრდით,რაა!
ზორო
რეალურად ერთადერთი შეიძლება ამ ეტაპზე ფიზ.მომზადებით გვჯობდეთ,გაიგეთ ჰკიდიხართ მსოფლიოს და თქვენი ფეხბურთიც მორჩენილია,გეყოთ რაც გათრიეს პოლიტიკურად სპორტულ ასპარაზზე,პრო..ზე რო გაიხიოთ მაინც უნდა მოგიგოთ,მერე ეგ ელჩი უნდა გაგიხვიოთ და გასთხარეთ რიჟიკას ალაგას...გაპიარებული მუდრაკებით,მეორე ხარისხოვანი შახტიორის და კიევის დინამოს ფეხბურთელებით არავის გადაუღუნოთ...
Gomako
კი ძაან პატივსაცემი ერია ღორი ღორია,გინდ რუსი იყოს გინდ უკრაინელი...
ალექს
არაა პრობლემა, სიამოვნებით, თქვენივე პირობებით მოგიგებთ.
გენა
ძირითადი შემადგენლობა უკრაინასთან: ლორია, გველესიანი, კაშია, კაკაბაძე, ლოჩოშვილი, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ამისულაშვილი, ჩაკვეტაძე, იაპ სტამი, ვან ბასტენი
საქართველო
უკრაინას რა გასაჭირიც აქვს ეგ სხვა თემაა და წარმატებები მათ ფრონტის ხაზზე. რაც შეეხება ფეხბურთს და ჩვენს მომავალ მატჩს მათთან ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და აუცილებლად მოვიგოთ. ესეთი კარგი შანსი ნავსის გასატეხად და უკრაინის დასამარცხებლად ჯერ არ გვქონია. წარმატებები ბიჭებო. დიდება საქართველოს
ბაკარია
მიუხედავად პატიცისცემისა, ფორით უნდა მოგიგოთ უკრაინელებო და ამას წინ არაფერი დაუდგება, არც სინდისმოკლე და გავასქელი "ქართველის" დაანონსებული თქვენდამი ქომაგობა
ასევე
სამმაგი ზღუდე რომ გაამაგრო აბა წინ ვიღა შეუტევს::D:D:D:ან რეცეპტი ალბანეთს რატომ ვერ გამოუწერეთ?..DD ვორობიევ მოდი დააყენე რაა...
AVTO MANJGALA
ამ ვორებეის პოზიცია გასაგებია, კომენტარი სთხოვეს და თქვა ის რაც უნდა ეთქვა, აბა იმას ხომ არ იტყოდა- სუსტები ვართ და აუცილებლად წავაგებთო, კვარას და ჩაკვეს შიშით სათამაშოდ არ უნდა გავიდეთო და ა.შ. მე უფრო ეს პოლიტიკის პათოსით გაჟღენთილი ბაქი-ბუქი არ მესმის, ვითომც ჩვენი ნაკრები ათი თავით მაღლა იდგეს მათზე. არადა, მათი პრობლემების გათვალისწინებითა და პლიუს ნეიტრალურ მინდორზე თამაშისა, შანსები მაინც 50/50-ზეა და ის ნებისმიერი შედეგით შეიძლება დასრულდეს....ისე ვინც უკრაინას და უკრაინელებს ასე კნინობით მოიხსენიებთ, ხვთის პირიდან გავარდნილი რუსისტები ხართ და მალე ჩაირეცხებით, თანაც არც ისე ბევრნი ხართ....
Levani
ამან მაგარი მოხია.მივაპრესინგოთ,არ გავაქციოთ,იქვე გადავაზღვიოთ იმათსაჯარიმოში..ამას მართლა კერავს რასაც ლაპარაკობს თუ დათვრა და მისი ოცნების თამაში მოყვა?
ვოოტ
ზუსტად ეგრეა - ჩვენთან თუ წააგეს, რებროვი კი არა, შეიძლება ზელენსკიც გადააყენონ... შედარებისთვის, ალბანელები ხომ ჰიმნის დროს უსაზიზღრესად მოიქცნენ, კაშიას ხელიც კი არ ჩამოართვა მათმა კაპიტანმა, რასაც ჩვენი მხრიდან კოსოვოს არაღიარებით ხსნიან, მაგრამ იმდენი ნამუსი მაინც შერჩათ, რომ მატჩის შემდეგ ეთქვათ - შენზე ძლიერთან წაგება სირცხვილი არ არისო... ისევ შედარებისთვის, რუსებს რომ მოვუგეთ, რაღათქმაუნდა, ძალიან ეტკინათ, მაგრამ ეროვნულ ტრაგედიად მაინც არ აღუქვიათ... აი, ეს ჩვენი მოძმე უკრაინელები კი, რატომღაც სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობას ანიჭებენ ჩვენთან თამაშებს და ვგონებ, მთლად სატურნირო მდგომარეობაში არ უნდა იყოს საქმე...
მწვრთნელი
კვარაცხელიას და ჩაკვეტაძისნაირი მოაზროვნე ფეხბურთელები თქვენ არა გყავთ და რას ბაქიბუქობთ არ ვიცი! ფრე თუ გამოადნეთ, მადლობა გვითხარით!
აი ეგრე
ნუ აჩქარდებით ხლოპცი, პირობების კარნახი და კაჩაობა ვისთან გჭირდებათ, იმისთვის შეინახეთ და ჩვენ კი ორ თამაშში მინიმუმ სამ ქულას გამოგიღებთ და შემდეგ ერთა ლიგაზე კი ჩვენს შორის უკვე ორი დივიზიონი იქნება დაშორება.
დდდ
რომ ეთქვა, მხოლოდ დოღის ცხენებივით სირბილით დღეს თამაშს ვერ მოიგებო, ამას ნამდვილად გავიგებდი, მაგრამ დახეთ - მხოლოდ ტექნიკითა და ვიღაცეების სახელით ვერ მოიგებო... ანუ, უპირობოდ თვლიან, რომ ტექნიკურადაც გვჯობიან და სახელებიც უფრო ჟღერადი აქვთ... აბა, რაღა დარჩა, ძმებო ხახოლებო, ტაქტიკოსები იმდენი გყავთ, ჩვენებური პრესა სულ თქვენებური ფეოლების რჩევებით არის აჭრელებული და ისღა დაგრჩენიათ, ისეთი დიდი ანგარიშით დაგვადუღოთ, რომ სანანებლად გაგვიხდეს - რატომ ტექნიკური 0:3 არ ავირჩიეთო... მთავარია, ისე და იმ რაკურსით არ მოინდომოთ ზედმეტად, რომ თბილისში ჩამოსასვლელი პირი არ გქონდეთ...
ჰაჰა
ესენი მგონი ძალიან სერიოზულად ემზადებიან ჩვენთან სათამაშოდ. რატო რა, ჩეხებთან და ალბანელებთან წაგება მოსულა და ჩვენთან არა?
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
გამოირიცხა - მუდრიკი საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"თუ საქართველოსთან არ წააგებენ, ძალიან კარგი იქნება" - უკრაინელი მწვრთნელი თანამემამულე ფეხბურთელების მდგომარეობით შეშფოთებულია
ითამაშებს მუდრიკი უნგრეთთან და საქართველოსთან? - უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა სიტუაცია განმარტა
საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან
[VIDEO] კინაღამ ტრაგედია დატრილდა - ერიკსენი ისევ დაეცა მოედანზე
კარგი ამბავი - ჩაკვეტაძე ბრუნდება
[PHOTO] უკრაინის ნაკრების ახალი მწვრთნელი მეუღლესთან ერთად ლვოვში იცხოვრებს
უკრაინის ნაკრების მწვრთნელს წინამორბედებზე ნაკლებ ხელფასს გადაუხდიან