მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ BSMT-ის პოდკასტში "ალ ნასრის" ფორვარდის კრიშტიანო რონალდოს შესახებ ისაუბრა.

ვეტერანი იტალიელის თქმით, რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ საფეხბურთო შოუში მან პორტუგალიელი ყველა დროის 10 საუკეთესო ფეხბურთელს შორის არ დაასახელა, ამის შემდეგ კი კრიშტიანომ მას შეტყობინება გაუგზავნა.

"ერთ-ერთ საფეხბურთო შოუში კრიშტიანოს შესახებ ვსაუბრობდი და ის ყველა დროის 10 საუკეთესო ფეხბურთელს შორის არ დაავასახელე. ეს ჩემი პირადი აზრი იყო. ასევე ვთქვი, რომ მხოლოდ ერთი რონალდო არსებობდა და ეს "ფენომენო" იყო.

შოუს შემდეგ მობილური შევამოწმე და სმს-ი ესპანური ნომრიდან იყო გამოგზავნილი. დიახ, ეს კრიშტიანო რონალდო გახლდათ.

რონალდომ მითხრა, რომ მას შეურაცხყოფა მივაყენე და მისი გოლების, საგოლე პასების რეკორდებისა და თასების სია გამომიგზავნა.

მიუხედავად ამისა, მე დღესაც ჩემს აზრზე ვრჩები", - განაცხადა კასანომ.

იხვი
მჯერა, რონალდუ კი იზამდა მასე, მოსიარულე კომპლექსებია ეგ კაცი. მაგრამ რა ხასიათისაც არ უნდა იყოს, ათეულში არ შედისო რომ თქვა რონალდუზე, ჰეითერი უნდა იყო ანგაჟირებული, ათეულში კი არა ალბათ სამეულშიც შედის.
ასეა ეს
შოთას ციტატას მოვიყვან "ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა,გულსა".ანდა "ექიმს ავადმყოფისგან არაფერი არ უნდა ეწყინოს"
მამუკა
რონალდუ 20 წელია ფეხბურთის მწვერვალზეა და ამით არის პოპულარული და ალბათ კარიერის დასრულების შემდეგაც იქნება პოპულარული, კასანო კიდევ ცდილობს პოპულარული გახდეს და თავის არსებობა ხალხს შეახსენოს რონალდუზე ნეგატივის თქმით
las
ათეულშია თუ 12 ეულში ეს გემოვნების საკიტხია ფაქტია რო არა ეს კაცი თავად მესისაც არ ექნებოდა ის მაგიაა რაც აქვს. მესი-რონალდოს დუელი არის ფეხბურთის მწვერვალი და რომანტიკა. რო არა ამათი დაპირისპირება დღეს ფეხბურთი ვერ იქნებოდა ის რაც დღესაა. მაგის გარდა არის ყველა დროის საუკეთესო კლუბის რეალი ყველა დროსი საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთსო მოთამაშე და ბემბარდირი. რავიცი ესპანეთის. ინგლისის. იტალიის საუკეთესო მოთამაშედ დასაცელებული არაერთხელ და ბომბარდირი ევროპის ცემპიონი მეტი რა უნდა ქნას ამ ერთმა კაცმა :)
ბს
კ.რონალდო არის უდავოდ უდიდესი სპორტსმენი, ფეხბურთის ისტორიაში მოვლენა და ამ ისტორიის ერთ-ერთი შემქმნელი და მთავარი გმირი. მაგრამ, რა მაგრამ? ის მაგრამ რომ რონალდო მიუხედავად ჩემი პირადად უდიდესი პატივისცემისა და მიუხედავად მის მიერ დამყარებული უდიდესი რეკორდეჰისა, რომელთა უმრავლესობის გამეორება წარმოუდგენელია, როგორც ფეხბურთელი იგი მაინც შეედრება ფეხბურთის იმ კორიფეებს რომელთა თამაშის საყურებლად დადიოდა ხალხი სტადიონზე, რომელთა თამაში ესთეტიური სიამოვნება იყო და რომელთა თამაშსაც შექმნა ამ სპორტის მიმართ გულშემატკივრების სიყვარული. ყველა სხვას რომ თავი დავანებოთ როგორ უნდა დავაყენო რონალდო, ბაჯოზე, რონალდინიოზე, გარინჩაზე ან თუნდაც პაიჭაძეზე (რომელზეც მხოლოდ ჩვენ ვიცით სამწუხაროდ) წინ როგორც ფეხბურთელი, რომლებიც ახლოსაც კი ვერ მივლენ მის მიღწევებთან, მაგრამ ფეხბურთი ხომ მხოლოდ რეკორდები არ არის. რონალდო უდავოდ დიდია, ის არის იდეალური განსახიერება ისეთი ფეხბურთისა ,,ბეი-ბეგის" რომ ეძახდნენ ადრე. რონალდო მართლა მაგარია, მართლა პატივს ვცემ, მარა ფეხბურთი სულ სხვა რამის გამო მიყვარს
ირაკლი
ძალიან მაგარი რამე გაუკეთებია. მაგარია რონალდო. ლანძღვა გინება და რამე ბლატავი და მუქარები კიარ დაუწყო გაუგზავნა ფაქტები და რიცხვები. მე კიდევ უფრო მომეწონა რონალდო - ახლა როგორც ინტელიგენტი
გიო
ვფიქრობ ეს უმცირესობის აზრია ..
aburjga
კარგი, ძალიან მაგარი ფეხბურთელია რონალდუ, მაგრამ იოჰან კრუიფთან (კროიფთან) შედარება და მითუმეტეს წინ დაყენება მეტის-მეტია! კრუიფმა ახალი ფეხბურთი შექმნა! კრუიფი გენიოსი იყო!
გიგა
ისე სხვათაშორის ბევრი ფიქრობს ასე.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
"იამალი თუ გიულერი?" - კასანომ არჩევანი გააკეთა
კრიშტიანო რონალდო: ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ვარ
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
"შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი!" - კრიშტიანო რონალდომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
"რონალდო მწვრთნელად ვერ წარმომიდგენია" - შერინგემმა კრიშტიანოს მომავალზე ისაუბრა
"ჰგონია რომ ფენომენია, მაგრამ ფეხბურთი საერთოდ არ ესმის" - კასანომ ლეაო კვლავ გააკრიტიკა
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
კასანოს თქმით, ლობოტკას ტრანსფერზე "იუვენტუსი" და "ინტერი" ფიქრობენ - რას გადაწყვეტს სლოვაკი?
"რომ არა პსჟ, ლიგა 1 ტუნისის ჩემპიონატის დონის იქნებოდა" - ანტონიო კასანო