საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ბრაზილიური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავ ნეიმარს ინგლისის ჩემპიონი "ჩელსი" შეიძენს.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ბრაზილიური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავ ნეიმარს ინგლისის ჩემპიონი "ჩელსი" შეიძენს.

ლონდოდნური კლუბის სასელექციო სამსახურის ხელმძღვანელი მაიკლ ემენალო ოთხშაბათს ნიუ ჯერსიში აშშ-ისა და ბრაზილიის ნაკრებთა ამხანაგურ მატჩს დაესწრო და ამ ვიზიტის მთავარი მიზანი "სანტოსის" 18 წლის ფორვარდზე დაკვირვება იყო. ემენალოსთან ერთად ტრიბუნაზე ცნობილი საფეხბურთო აგენტი პინი ზაჰავიც იჯდა, რომელიც "სანტოსთან" ნეიმარის ტრანსფერზე მუშაობდა. ბრაზილიელმა ჭაბუკმა თავი არ შეირცხვინა და ამერიკელებს ეფექტური გოლიც გაუტანა.

აქვე გეტყვით, რომ ბრაზილიურმა კლუბმა "ჩელსის" თავდაპირველი წინადადება შორს დაიჭირა, აქაოდა თქვენს მიერ შემოთავაზებული 17 მილიონი გირვანქა არარეალური თანხაა და ნეიმარს 29,6 მილიონ გირვანქა სტერლინგად თუ შეველევითო. "არისტოკრატთა" მომდევნო ახლანდელი შეთავაზება 25 მილიონია, დანარჩენი კი სანტოსელებზეა.

ნეიმარის პერსონით სხვა ლონდონური კლუბი, "ვესტ ჰემიც" იყო დაინტერესებული, მაგრამ "სანტოსს~ "ჩაქუჩთა" 12 მილიონი გირვანქა სასაცილოდაც არ ეყო, ხოლო შემდგომში "ვესტ ჰემმა" განზრახვაზე ხელი თავადაც ჩაიქნია – საქმეში ხომ ყოვლისშემძლე "ჩელსი" ჩაერთო...

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო