"ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ "ფიფას" ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში მამობაზე, ევრო 2024-ზე მონაწილეობასა და სხვა თემებზე ისაუბრა.

- ხვიჩა, თქვენ ახლახანს მამა გახდით, პირველი შვილი შეგეძინათ, როგორი ემოციაა?

- "ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. უცბად დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა დამეუფლა. იცით, ახლა ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ, ყოველი დღე უფრო ბედნიერია. იმედი მაქვს, ამ გრძნობის განცდის საშუალება საკუთარ ცხოვრებაში ყველა ადამიანს ექნება".

- "ბოლონიასთან" გატანილი გოლი თქვენს ვაჟს მიუძღვენით, მამობამ როგორც ფეხბურთელი შეგცვალათ?

- "უფრო მეტად მოტივირებულად ვგრძნობ თავს. უფრო მეტ მუშაობას იწყებ, რადგან იცის, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებ, შენი შვილისთვისაა. ვიცი, როცა გაიზრდება, ამ ყველაფერს ნახავს და ეს მაბედნიერებს, ამ ემოციის სიტყვებით გადმოცემა რთულია. ეს ემოციები უფრო ძლიერს მხდის. ვცდილობ, მათ თავი მოედანზე მოვუყარო და ამიტომაც ვუძღვნი გატანილ გოლებს ჩემს შვილს, რომ როცა გაიზრდება, ნახოს. იმედი მაქვს, რომ ისიც ფეხბურთელი იქნება…"

- რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ეცდებით, რომ თქვენს შვილს ასწავლოთ?

- "უპირველეს ყოვლისა, მინდა ვასწავლო, რომ იყოს ძლიერი. ცხოვრება სავსეა გაჭირვებით და სირთულეებით, თუმცა ყოველთვის უნდა იპოვო გზა, მათ გადასალახად და როდესაც დაეცემით, წამოდგეთ. მსურს, რომ ჩემმა ვაჟმა ყველა დაბრკოლება გადალახოს და არცერთ გამოწვევას არ შეუშინდეს. კონკრეტული რჩევა მისთვის ჯერჯერობით არ მაქვს. სანამ ამ ყველაფერს მივაღწევდი, ურთულესი გზა გავიარე, მაგრამ თითოეულ გამოწვევას გავუმკლავდი და დღეს ბედნიერი ვარ".

- როგორი იყავით ბავშვობაში? რას გვეტყვით პატარა ხვიჩა კვარაცხელიას ოცნებებზე?

- "ყოველთვის ვოცნებობდი, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი. როდესაც საქართველოს ნაკრების თამაშის საყურებლად წავედი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ რომ ერთ დღეს მოედანზე ჩემი ქვეყნის სახელით გავიდოდი. ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი ოცნება აიხდინა, იგი დღეს პროფესიონალი ფეხბურთელია და საქართველოს ნაკრებში თამაშობს".

- რას ნიშნავს წარმოადგენდე საქართველოს ნაკრებს?

- "მინდა, რაღაც განსაკუთრებული გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის. მჯერა, რომ რასაც ახლა ვაკეთებ ეს საქართველოს ეხმარება და პირიქით, საქართველო მეხმარება მე. უზომოდ ვამაყობ, რომ ქართველი ვარ. მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში დავიბადე და ამ ისტორიული ქვეყნის შვილი ვარ. მე ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემმა ქვეყანამ ჩემით იამაყოს".

- ევრო 2024-ზე კრიშტიანო რონალდოს პორტუგალიის ნაკრების კარში გოლის გატანა მოახერხე. რამდენად გასაოცარი იყო მის წინააღმდეგ თამაში?

- "ევროზე პორტუგალიასთან მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში იყო. მე ვთამაშობდი იმ მოთამაშის წინააღმდეგ, რომელსაც ბავშვობიდან გავყევი და კერპად ვაფასებდი. თამაშის დაწყებამდე საკუთარ თავს ვუთხარი "ეს ჩემი მომენტია" და ვიცოდი, რომ ეს მოედანზე უნდა მეჩვენებინა. შენი კერპის წინააღმდეგ თამაში დიდი მოტივაციაა. წარმოუდგენელი იყო. ჩემთან მოვიდა და წარმატებები მისურვა. მთვარეზე ვიყავი და კიდევ უფრო დარწმუნებული ვიყავი, რომ საქართველო გაიმარჯვებდა. იმ საღამოს ყველაფერი გავეცი და ჩემს გუნდს ისტორიული შედეგის მიღწევაში დავეხმარე".

- გოლის გატანის, საგოლე გადაცემების, დრიბლინგისა და დაცვაში თამაშის გარდა, რომელი სათამაშო ასპექტის გაუმჯობესება გსურს?

- "ასეთი სურვილი ყველა ფეხბურთელს აქვს და გამონაკლისი არც მე ვარ. ამის მიღწევა ვარჯიშითა და საქმისადმი ერთგულებით არის შესაძლებელი. მსურს ყველა სათამაშო ასპექტი გავაუმჯობესო.

- რა გიბიძგებთ, რომ ყოველთვის ყველაფერი გასცეთ მოედანზე ყოფნისას?

- "ფეხბურთისადმი სიყვარული, მან მე ყველაფერი მომცა. როდესაც მოედანზე გავდივარ, თავს თავისუფლად და ბედნიერად ვგრძნობ. ბედნიერი ვარ, რადგან ვაკეთებ იმ საქმეს, რაც ყველაზე მეტად მიყვარს.

- ანტონიო კონტეს ძალიან სურდა, რომ "ნაპოლიში" დარჩენილიყავი, მწვრთნელის ნდობა რამდენად გეხმარება?

- "ბედნიერი ვარ, რომ ანტონიო კონტესთან მუშაობის შესაძლებლობა მომეცა. ერთმა ადამიანმა მითხრა, რომ ბედნიერი ვარ, რომ ამაში პირადად დავრწმუნდი. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ვცდილობ, მისგან რაც შეიძლება ბევრი ვისწავლო და განვვითარდე როგორც ტაქტიკურად, ისე ფიზიკურადაც.

- ნეაპოლშიც და საქართველოშიც ხალხი ფეხბურთით სუნთქავს, აქვთ თუ არა იტალიელებსა და ქართველებს საერთო თვისებები?

- "მთავარი, რაც ჩვენ და იტალიელებს გვაერთიანებს, ფეხბურთის სიყვარულია. ამიტომ ნეაპოლში დამკვიდრება არ გამკვირვებია.

- კვარაცხელია, ჰოლანი, მბაპე, ბელინგემი, იამალი, ვინისიუსი... მომავალში ფეხბურთი ისეთი საინტერესო იქნება როგორიც ახლო წარსულში?

- "ეს გვარები ცხადყოფს, რომ ფეხბურთი საიმედო ხელშია, თუმცა სპორტის ამ სახეობის ლეგენდებს, ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს პატივი უნდა ვცეთ. ისინი კვლავ უმაღლეს დონეზე თამაშობენ. გამიმართლა, რომ მეც მათ ერაში დავიბადე და მქონდა საშუალება მათი თამაშებისთვის მეყურებინა.

- და ბოლოს, რაზე ოცნებობთ სამომავლოდ?

- "ყველაზე მეტად საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა და ჩემს გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება მსურს. იმედი მაქვს, რომ ეს ოცნებები რეალობად იქცევა. საკლუბო ტიტულის მოგება ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა კი ყველა ქართველის ნატვრაა. გვსურს ჩვენი ქვეყნის ლეგენდარული ფეხბურთელების კვალს გავყვეთ, მიზანს მივაღწიოთ და მთელმა ერმა იამაყოს", - განაცხადა კვარაცხელიამ ფიფა-ს ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში.

ვახო
კვარა ყოჩაღ,რომ ასეთი კარგი ქართული ოჯახი შექმენი,წარმატებები!!!
100%
რა მაგარი ინფორმაცია მოგვაწოდე, არ ვიცოდი და ვნერვიულობდი. განავრცე, თუ შეიძლება, რომ უკეთესად გავიგო.
roma bejanidze
გენაცვალე ხვიჩა. შენი თავმდაბლობა და ხასიათი გაქცევს იმ ადამიანად რაც ხარ. ქვეყანას იმიტომ უყვარხარ რომ შენ ძალიან გიყვარს. ჩემი 96 წლის ბებო როგორც იტყოდა "სოჭის ძირში სოჭი ამოვა, როდის გინახავთ ნაძვი ამოსულიყოო" ასე რომ როგორი ადამიანიც ხარ ზუსტად ისეთ შვილს გაზრდი ზუსტად ვიცი.
ემიგრანტი
მომავალ.წელს კვარა წავა ნაპოლიდან იმედია გამოიყენებს ფიფას. 17 მუხლს 28 წლამდე ფეხბურთელს შეუძლია წავიდეს გუნდიდან 3 წლის მერე 15 დღით ადრე უნდა გააფრთხილოს კლუბი ...
იასონას უდარი
ძმა ხარ
ნბა
მდაბიური ხუმრობა გაქვს.
ჟორა
ბევრი ასეთი შვილი ჭირდება საქართველოს. წარმატებები ქვეყნის იმედს.
მამუკა
სიყვარულს აფრქვევს ეს ბიჭი ყოველ სიტყვაში და ამიტომაც უყვარს ხალხს. შენ გაგიმარჯოს ხვიჩა მაგ ქართულ გულში.
ვახო...
უდიდესი წარმატებები ჩვენს მარგალიტს!
კუშანიშვილის მომხრეებს
ხვიჩა,ნიცა ყოჩაღ,რომ გაუძელით ბოღმას,ღვარძლს,ბულინგს და შექმენით მყარი,ქართული ოჯახი!!!გამრავლდით და გაახარეთ საქართველო!!!
Spain
მისი ნათქვამი არაფერია ყალბი, არც სიტყვა და არც საქმე. ასე რომ ყველანაირი იდეოლოგიის ადამიანები ვერთიანებით ამ ბიჭის სიყვარულში. როგორი გულწრფელი და სუფთაც არის თვითონ, ისეთივე სიყვარულს იღებს.
ზაკო
გენაცვალე!!! ჯიგრიანი კომენტარისა და სახალისო შედარებებისთვის, კარგი კაცი ხარ.

თავად ხვიჩაა კარგი მშობლების კარგად გაზრდილი შვილი . ეჭვიც არ მეპარება რომ თავი შვილებსაც შესაბამისად გაზრდის.
მერაბი ბებია
ხვიჩა გენაცვალეთ ყველა ბიჭებს ფეხბურთი იქნება ის რით დაიწყება საქართველოს აღორძინება გამარჯვებას გისურვებთ წინ საქართველო
llcl
ღმერთმა დაგლოცოს კვარა შენს ლამაზ ოჯახთან ერთად! ეს ბიჭი არის მთავარი შემოქმედი საფეხბურთო ბუმის საქართველოში, თავისი ნიჭით, თავდაბლობით, სამშობლოს სიყვარულით, გასაოცარი ტექნიკით კვლავ მოხვდა ქვეყანა საფეხბურთო ყურადღების ცენტრში, მართალია მრავალი ვატუტი სანაიები გამოჩნდნენ, მაგრამ სად ერეკლე და სად ჩემი ბერძენიშვილიო ხომ გაგიგიათ, ხვიჩა ისევ ისეთი შემართებით აგრძელებს. წარმატებები ჩვენს ლომების ნაკრებს!
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება