საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, 18 ოქტომბერს, ქუთაისში საქართველოსა და ლატვიის ნაკრები გუნდების ლეგენდარული ფეხბურთელების ამხანაგური მატჩი გაიმართება.

შეხვედრას, რომელშიც ქართველი და ლატვიელი ვეტერანი ფეხბურთელები მიიღებენ მონაწილეობას, შენგელია არენა 21:00 საათზე უმასპინძლებს.

საქართველოს ვეტერანთა ნაკრების შემდგენლობა: გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, ირაკლი ზოიძე, გიორგი ნავალოვსკი, კახა ცხადაძე, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, დავით კვირკველია, ზურაბ ხიზანიშვილი, ლევან ცქიტიშვილი, გოჩა ჯამარაული, გიორგი დემეტრაძე, ალექსანდრე კობახიძე, ლევან კობიაშვილი, ვლადიმერ ბურდული, გიორგი ქინქლაძე, ალექსანდრე იაშვილი, დავით სირაძე, ვლადიმერ დვალიშვილი, ლევან მჭედლიძე, ოთარ მარცვალაძე, გელა ინალიშვილი, არჩილ არველაძე, მიხეილ ყაველაშვილი, მურთაზ შელია, გოგა გახოკიძე, ნიკოლოზ ჩხეიძე, მიხეილ აშვეთია, მალხაზ ასათიანი, ლაშა სალუქვაძე, გიორგი ფოფხაძე, ზურაბ იონანიძე, ვასილ გიგიაძე, მამუკა მაჭავარიანი, გიორგი ჩიხრაძე

მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

ლატვიის ვეტერანთა ნაკრების შემადგენლობა: ალეკსანდრს კოლინკი, მიჰაილს ზემლინსკისი, ოლეგს ბლაგონადეჟდინს, ალეკსანდრს ისაკოვსი, იგორს კორაბლოვსი, ანტონს იემელინსი, ედგარს გაურაჩსი, ვიტალის ასტაფიევსი, ალექსანდს ცაუნია, მარის ვერპაკოვსკისი, ანდრეის პროჰორენკოვსი, მიჰაილს მიჰოლაპსი, ალექსანდრს იელისეიევსი.

მთავარი მწვრთნელი: ალეკსანდრს სტარკოვსი

მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ონლაინ რეჟიმში TKT.ge-ს საშუალებით არის შესაძლებელი. ბილეთის ფასი 5 ლარია. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეუძლია.

მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელი იქნება შენგელია არენას სალაროებში.

სამუშაო საათები:

15-17 ოქტომბერი: 10:00 – 19:00 საათი

18 ოქტომბერი: 10:00 – 22:00 საათი

GFF.GE

ОРТ აჩვენებს თამაშს?
რომელი ენდელაძე კაცო? ეგენი ბევრნი იყვნენ: ბუხუტი, ავქსენტი, ტრისტანა, ტარიელა, ჯოყოლა, მგელიკა, ჯუმბერა თუ ალბერტა? ერთი რო გამოეძახათ ეგეთ უმნიშვნელოვანეს და ისტორიულ (გადაუჭარბებლად ვამბობ) მატჩში, დანარჩენებს ეწყინებოდათ. მაგათ ყველას ერთად გუტენტრაკენის ვეტერანებთან თამაშზე დაუძახებენ.
რამდენიმე ფეხბურთელი დაგავიწყდათ
მაინტერესებს, რატომ არაა მოწვეულთა შორის ჯონღუზა დუდუკიშვილი, კლარნეტიკ დავითულიანი და დაჰკადოლ აფერისტოვი. სამივე პირველი ხმები იყვნენ, მარის ვერპაკოვსკისის დროს თამაშობდნენ. ან ჩვენმა ჩონგურა არჩევნებოვმა რა დააშავა, რაც მაგას ბურთები გაჰქონდა ცეესკოში. )) ის ხალხი მანახა ვინც მაგ მატჩს დაესწრება რაა.)) მოხვეტავენ ალბათ საწყალ მეეზოვეებს, გამწვანებლებს, მერიის რვა ათასიან კოლექტივს და შეავსებენ ტრიბუნებს. ამ ჩვენს ვეტერანებს მაინც როგორ არ გიტყდებათ რო ასე დაგცინიან? ლატვიის ლეგენდებიო, ხალხო. ამასაც ხომ მოფიქრება უნდა. ასტრალში არიან გასულები/
ფედერაციას
რომ იცოდეთ როგორ საცოდავად და უმწეოდ გამოიყურებით. სასაცილოც აღარაა თქვენი ფაფხური. ისე, 26-მდე მონღოლეთის ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრების ჩამოყვანასაც მოასწრებთ. მილანის ჩამოყვანაზე 2 თვე დაგცინოდათ ხალხი და თქვენსას მაინც არ იშლით. რაის ლატვიის ვეტერანები? ერთი ფეხბურთელის გვარი მაინც გაგიგიათ ვინმეს როდისმე? თუ გგონიათ მოუყრით თავს ერთად ქართველ ვეტერან ფეხბურთელებს, ვისაც კი ოდესმე ბურთი უგორებია, ჩამოურიგებთ კონვერტებით ფულს და ეგ გიშველით არჩევნებზე? ვაი თქვენს პატრონს უბედურს!
llcl
ლატვიას ლეგენდარული ფეხბურთელი ისტორიის განმავლობაში არ ჰყოლია, ჩვენ კი 30 წელი, ეხლა არ დამიწყოთ ქინქლაძე-არველაძეებიო, ერთმა 1 სეზონი ითამაშა ტოპ-ჩემპიონატში და მეორეს საერთოდ არ უთამაშია, არც კალაძეა ლეგენდარული. დღევანდელი ნაკრებია ლეგენდარული, პირველად გავიდნენ დიდ ფორუნზე და თუნდაც ამიტომ, იმედია ეს მხოლოდ დასაწყისია!
მალხაზ ჯობავა
მაქვს წინადადება, მესამე მატჩი ჩავატაროთ! აღმოსავლეთ საქართველო / დასავლეთ საქართველო, ან თბილისის ნაკრები და დანარჩენი საქართველოს ნაკრები. რავარი იქნებ ჰა?
ბოკინიო
აქ მაინც გამოიძახეთ. ენდელაძე გაუხარდება მასაც და ხალხსაც. ძალიანკარგი წამოწყებაა მადლობა ესეთი მატჩებისთვის.
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა