11 ოქტომბერს, ერთა ლიგის მესამე ტურში უკრაინის ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდს პოზნანში უმასპინძლებს. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჩვენი მეტოქის მწვრთნელმა სერგეი რებროვმა ისაუბრა:

"ჩვენთვის ყველა პოზიციაზე კონკურენცია მნიშვნელოვანია. თუ ვინმემ ტრავმა მიიღო, ვცდილობთ სარეზერვო შემადგენლობის ფეხბურთელით შევცვალოთ. ვთვლი, რომ ვინც გამოვიძახე, შანსის მიცემას იმსახურებს. საწვრთნელი პროცესისას ვერ ვხედავ, რომ ისინი "დაიკარგნენ" ან რამეს სათანადოდ არ აკეთებენ. თუმცა, მთავარია თამაშისას თავს როგორ წარმოაჩენენ.

იქნება თუ არა საქართველოსთან დაპირისპირება უკანასკნელი შანსი? რა თქმა უნდა, პირველ ორ შეხვედრაში მარცხი განვიცადეთ, ფეხბურთელებს ესმით, რომ სხვა დონის ჩვენება და შედეგისთვის ბრძოლა სჭირდებათ. ვიდრე ერთა ლიგა შეიქმნებოდა, ამხანაგურ მატჩებს ვატარებდით და მწვრთნელისთვის კანდიდატების გასინჯვა ადვილი იყო. ახლა ოფიციალური შეხვედრებია, ფეხბურთელებს ეს ესმით, რომ ეს ქვეყნისთვის დიდი მოვლენაა. დიახ, პირველი ორი დაპირესპირება წავაგეთ, ახლა საქმე მხოლოდ შედეგში კი არაა, საჭიროა ვაჩვენოთ, რომ უკრაინისთვის ვთამაშობთ. პირადად ჩემთვის ერთა ლიგა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებელი ტურნირია, თუმცა პლეი-ოფის შანსს გვაძლევს.

ვერ ვიტყვი, რომ პირველი ორი მატჩის მოგებას არ ვცდილობდით, განსაკუთრებით ჩეხეთთან. კარში ოცჯერ დავარტყით. ვიღაც ამბობს, რომ უკრაინა მხოლოდ ბურთს აკონტროლებს. ყველაფერს ვაანალიზებთ. მეტოქეები ერთ თამაშში კარისკენ დაახლოებით 15-17-ჯერ ურტყამენ. მოუთმენლად ველით შემდეგ დაპირისპირებას.

ლაშა დვალი "ფერენცვაროშში" ჩემი ფეხბურთელი იყო, ძალიან მომწონს, პატიოსანი და კარგი ადამიანია, ნამდვილი პროფესიონალია. დვალის ნახვა გამიხარდება. მისი ნაკრებში მატჩები ვნახე, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ კვიპროსის ჩემპიონატზე მის თამაშებს ვაკვირდები. მან მოუმატა. მას და საქართველოს ნაკრებს პატივს ვცემ".

buba
ყოჩაღ G.LA ასე არ ჯობია?!... მშვენიერი სტატუსის წერა გცოდნია... ასე გააგრძელე.
კუკური ჯიჭონაია
ოქროს სიტყვებია. წარმატებები დიდ ომში უკრაინას! სლავა უკრაინი, სლავა გრუზიი, ჰეროიამ სლავა!
მწვრთნელი
რა, ფრე არ გვაწყობს! ნეტა ფრე დამთავრდეს და აქ ალბანეთს როგორმე მოვუვლით!
დიახ
შენ ისეთი მზე ხარ, ჩვენი წაგება გაგახარებს, სლავა უკრაინელო უ-- ნალო.........
მწვრთნელი-ს
რა ძაან მზე ხარ
ნაპოლეონი
ნეტა შეისმინა შენი ხვეწნა-მუდარა ბატონმა სერგომ?!
რრრ
სტილისტურად ჩერნთვის იდეალური თამაში უნდა იყოს, უკრაინა ბურთს გააკონტროლებს ჩვენ სწრაფ კონტრშეტევებზე, ყველაფერი დამოკდებული იქნება ვინ შეასრულებს დავალებას
G.LA
ბატონო სერგეი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხვალ მოგება ან მინიმუმ არ წაგება. ჩვენი ქვეყანა ბედნიერდება ნაკრების პროგრესით და წინსვლით. ჩვენ საფეხბურთო ჭაობიდან ამოვედით და ოცნებების გზაზე ვართ მთელი ქვეყანა განურჩევლად სქესისა და ასაკისა. უკრაინას რეგრესი კი აქვს ახლა მაგრამ ისეთი არა რომ მსოფლიოზე მიმავალ გზაზე შესარჩევიდან ხელი შეგეშალოთ. მთელ ქვეყანა და უკრაინელ ხალხს კი რაც გააბედნიერებს ომის მოგებაა, რასაც გულწფელად ვუსურვებ უკრაინას. ხვალ კი ჩვენი ოცნებების გაგრძელების დღე უნდა იყოს ჩვენ ამას დიდი ხანი ველოდით, რომ ჩვენი ნაკტები ფეხზე დამდგარიუო და ეს, ამ თაობის ნიჭიერმა ბიჭებმა ითავეს. წარმატებას გისურვებთ ომში და ზოგადათ ცხოვრებაში უკრაინელ ხალხს. სლავა უკრაინე. საქართველოს გაუმარჯოს.
დდდ
იმედია, ამ თამაშის მერე დვალის გარდა კიდევ რამოდენიმე ისეთ ქართველს დაიხსომებ, ღამით რომ მოგელანდება...
მწვრთნელი
სანიოლმა უნდა მოუჯოკროს ამას! მე მაინც ფრეს ვფიქრობ!
უკრაინა - საქართველო | წლის დასკვნითი მატჩი
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
ოფიციალურად: რებროვი უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
ძალიან სარფიან წინადადებაზე უარი არ თქვა - უკრაინელები რებროვის წასვლაზე წერენ და მის შემცვლელს ასახელებენ
უკრაინა - საქართველო | წლის დასკვნითი მატჩი
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
ua-football: უკრაინის ნაკრების მწვრთნელის ხელფასი გამაოგნებელია - ბევრს არც დაესიზმრება
უნგრეთი - საქართველო. რთული მატჩის მოლოდინი და მეტოქის მწვრთნელი გადაყენების საშიშროების წინაშე