ქართველმა ჩოგბურთელმა სტამბოლის 10-ათასიანი ტურნირის ერთულთა თანრიგში წარუმატებლობის შემდეგ, თავი წყვილებში გამოიჩინა
გერმანიაში ჩოგბურთელ ქალთა ვერსმოლდის 25-ათასიან საერთაშორისო ტურნირში ძალებს ცდიდა ეკატერინე გორგოძე. როგორც გაუწყეთ, პირველ წრეში მან დანიელა ჰარმსენს (ჰოლანდია) აჯობა - 7:6, 6:2, მეორეში თავად დანებდა კატალინა კასტანოს (კოლუმბია) - 2:6, 2:6 და ერთეულთა თანრიგში შეჯიბრებას გამოეთიშა.

ჩვენებურმა ვერც წყვილთა პაექრობაში იყოჩაღა. მართალია, პირველი რაუნდი იქაც მოიგო ჰოლანდიელ ვან დერ მიიტთან ერთად (რუმინელი ზატმარი და იაპონელი ტაკაიამა დაამარცხეს 6:0, 6:4), მაგრამ მერვედფინალში ელიზავეტა იანჩუკისა (უკრაინა)-იულია მაირის (იტალია) დუეტთან ვერას გახდა (6:7, 4:6) და კვარცხლბეკისკენ მიმავალ გზას ჩამოშორდა.

სტამბოლის 10-ათასიანი ტურნირის ერთეულთა თანრიგში სოფიო ქვაცაბაიამაც ვერ გაგვახარა. მართალია, პირველი წრე მანაც წარმატებით გადალახა (სლოვენიელ ანია პრისლანს სძლია - 6:4, 6:2), მაგრამ მეორეში ირინა რამიალისონმა (საფრანგეთი) მოუგო - 7:5, 0:6, 6:1.

სამაგიეროდ, სოფიომ წყვილებში გამოიჩინა თავი. ბულგარელ იზაბელა შინიკოვასთან ერთად მან ზედიზედ სძლია იდილ ჰაკირაიოღლუსა (თურქეთი) და რუსეთის სახელით მოასპარეზე ეკატერინა წიკლაურს (6:0, 6:2), ბასაკ ერაიდინსა (თურქეთი) და ერთეულთა თანრიგში სტამბოლის წინა ტურნირის გამარჯვებულ ქრისტინა შაკოვეცს (გერმანია), ნახევარფინალში ელიქს ლეჩემია (საფრანგეთი)-ირინა რამიალისონის (საფრანგეთი) წყვილი დაჯაბნა - 7:5, 6:4 და ფინალში მაგალი დე ლატრესა (პორტუგალია) და ლიზა ვაიბურნის დუეტს დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ