შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასზე ისაუბრა
ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს ინვერქარგილში 14 სექტემბერს შოტლანდიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს. სკოტების ინგლისელი მწვრთნელი, ენდი რობინსონი იმედიანადაა განწყობილი, თუმცა ცდილობს ეს ზედმეტ თავდაჯერებულობაში არ გადაიზარდოს, რაც მისი გუნდისთვის დამღუპველი იქნება.

რობინსონი "ნარშავებს" ორი წლის წინათ ჩაუდგა სათავაეში. მის აქტივში შარშან გამართული ივნსის ტესტებია, რომლის დროსაც "სკოტებმა" არგენტინის ნეკრებს ბუენოს აირესში ორჯერ ზედიზედ სძლიეს. სამაგიეროდ ძალზედ უარყოფითი მაჩვენებელი აქვს რობინსონსა და კომპანიას ევროპის ექვსი ერის გათამაშებაში.

შოტლანდიელებმა ათი შეხვედრიდან მხოლოდ ორი მოიგეს და სულ ათი ლელო გაიტანეს, ანუ საშუალოდ ერთი ლელო თამაშში.

"ოპტიმისტი ვარ. ახალ ზელანდიაში იმისთვის მივდივართ, რომ ყველა თამშში გავიმარჯვოთ. დარწმუნებული ვარ შოტლანდიის ნაკრებს ნებისმიერ გუნდთან შეუძლია წარმატების მიღწევა. მაგრამ არსებობს ისეთი რაღაცეებიც, რაც მთლიანად ჩვენზე დამოკიდებული არ არის.

როგორც მწვრთნელები, ისე მოთამაშეები მუხლჩაუხრელად ვშრომობთ, ვცდილობთ თამაში გავაუმჯობესოთ. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ მორაგბეები, რუმინეთთან და საქართველოსთან მატჩისთვის, ფორმის პიკზე მივიყვანოთ. სწორედ აქეთკენაა ჩვენი ძირითადი ძალისხმევა მიმართული. ამ ორო მატჩის შედეგს გუნდის განწყობასა და მომავალ სატურნირო ბედზე დიდი მნიშვნელობა ექნება.

ერთი სიტყვით, ჩვენი სტრატეგია ასეთია. მაქსიმალურად ვემზადებით და ვფიქრობთ კონკრეტულ მატჩზე, მიუხედავად იმისა, ფავორიტია მეტოქე თუ არა.

მსოფლიოს თასის გათამაშება შესანიშნავი ტურნირია. რაც უნდა ძლიერი იყო, ბოლოს ის იმარჯვებს, ვისაც უკეთესი ნერვები და მოთმენის უნარი გააჩნია. ასე იყო 2003 წელს, როცა ავსტრალიაში ინგლისის ნაკრებმა გაიმარჯვა. ასე იყო მაშინაც, როცა ყველას აზრით, საუკეთესო ახალი ზელანდიის ნაკრები საფრანგეთის ეროვნულმა გუნდმა დაამარცხა.

ახალ ზელანდიაში, ვფიქრობ, ბევრი სიურპრიზი გველის. იმედი მაქვს, რამდენიმე მათგანს ჩვენ შემოგთავაზებთ და, ვეცდებით, სენსაციის მსხვერპლები არ შევიქნათ, რუმინეთთან ან საქართველოსთან მატჩებში", - თქვა შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ენდი რობინსონმა.

აღსანიშნავია, რომ რობინსონმა წლის დასაწყისში შოტლანდიის რაგბის ფედერაციასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა 2015 წლის ბოლომდე, ანუ მსოფლიოს თასის კიდევ ერთი ციკლის განმავლობაში "ნარშავებს" სწორედ ის უხელმძღვანელებს.

შოტლანდიელები ახალ ზელანდიაში პირველ შეხვედრას 10 სექტემბერს რუმინეთის ეროვნულ გუნდთან გამართავენ. 14 სექტემბერს კი იქვე "ბორჯღალოსნებს" დაუპირისპირდებიან.

"სკოტებს" მოკლე დროში ორი არცთუ იოლი ბრძოლა ელის და იძულებული იქნება ძალები თანაბრად გადაანაწილოს. როგორ მოახერხებს ამას რობინსონი, მოედანზე გამოჩნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა