რუსებმა მოსკოვში ლიტველებს დამაჯერებლად - 91:76 აჯობეს, უკრაინელები თურქეთში 65:69 დამარცხდნენ
თურქეთში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირზე პირველი მატჩები გაიმართა. გერმანიამ სერბეთს 59:58 მოუგო, თუმც ჩვენ მეორე მატჩი უფრო გვაინტერესებს, რომელშიც მასპინძელ თურქეთს ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე უკრაინა დაუპირისპირდა.

უკრაინელებმა ჩინებულად ითამაშეს და ვარსკვლავებით სავსე თურქეთს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს. თურქების შემადგენლობაში თამაშობდნენ NBA-ს ვარსკვლავი ჰიდაიეთ თურქოღლუ, "მილუოკი ბაქსის" ერთ-ერთი ლიდერი ერსან ელიასოვა, გასულ დრაფტზე მეორე ნომრად არჩეული ენეს კანტერი და სხვა ცნობილი მოთამაშეები: ომერ ონანი, ქერემ თუნჩერი, ენდერ არსლანი...

სწორედ ასეთ თურქეთთან არ წააგეს უკრაინელებმა ძირითად დროში. შეხვედრა ფრედ დასრულდა. ოვერტაიმში მასპინძლებმა საბოლოოდ გატეხეს უკრაინელები და 69:65 გაიმარჯვეს. უკრაინის ნაკრებში ქულები ასე განაწილდა: ბურტი (15), პუსტოზვონოვი (6), პეჩეროვი (20), კრავცოვი (8), ლუკაშოვი (7), კოზლოვი (2), ფესენკო (7). ითამაშეს და უქულოდ დარჩნენ: ზაბირჩენკო, კოლჩენკო, სალტოვეცი, ლიშჩუკი, აგაფონოვი.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ჯგუფში მყოფმა რუსეთმაც ამხანაგურად ითამაშა. ანდრეი კირილენკოსა და ტიმოფეი მოზგოვის დახმარებით რუსებმა მოსკოვში ავტობუსით ჩასული ლიტველები დამაჯერებლად - 91:76 დაამარცხეს.

რუსეთი: კირილენკო (17ქ, 7მ), მოზგოვი (18ქ, 6მ), ფრიდზონი (14ქ), პონკრაშოვი (12ქ), მონია (8ქ), ანტონოვი (8ქ), ბიკოვი (6ქ), ხვოსტოვი (3ქ), ვორონოვი (3ქ), შაბალკინი (2ქ), შვედი, ვორონცევიჩი, ჟუკანენკო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა