მანჩესტერ "სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ტელეკომპანია Nove-სთან საუბრისას, მისი აზრით ყველს დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა და ასეთად ლიონელ მესი მიიჩნია.

"შესაძლოა, პელესა და მარადონას მისამართით უპატივცემულოდ ვიქცევი, მაგრამ მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია.

15 წლის განმავლობაში ყოველდღიურად იმას ვუყურებდი თუ რას აკეთებდა ის ვარჯიშებზე და ყოველ 3 დღეში გამართულ მატჩებში. მსგავსი არაფერი მინახავს და გავვიმართლა, რომ ამ ეპოქაში ვცხოვრობთ.

ასეთი სპორტსმენების ნახვა, როგორებიც მესი, ტაიგერ ვუდსი და მაიკლ ჯორდანი არიან, ცხოვრებისეული გამოცდილება და დიდი სიამოვნებაა", - თქვა გვარდიოლამ.

ქართველი
მაგარი რამეა ფეხბურთი და ეს პელეს, მარადონას, მესის, რონალდუს, რონალდინიოს, ყიფიანის, მესხის დარასელიას, ქინქის, კვარას და ა.შ.და ა.შ. დამსახურებაა. უბრალოდ მადლობა მათ რომ მილიონობით ადამიანების გულებს ახარებდნენ და ახარებენ. ვინ იყო უკეთესი ამის რა გითხრათ მაგრამ მთავარია რომ ჩვენში ისინი აღფართოვნებას იწვევენ თუნდაც მოწინააღმდეგე გუნდში თამაშობდნენ. პ.ს. არა რააა მესი მაინც მაგარია )))
მერაბი
პელეს თამაში მახსოვს, განსაკუთრებით კარგად 1970 წლის ფინალში, ფანტასტიკური გუნდი ყავდა ბრაზილიას. თავისთავად ბეკენბაუერი, გერდ მიულერი, კრუიფი, ბესტი კარგად მახსოვს, არაფერს ვამბობ პლატინიზე, ნისტელროიზე... მაგრამ მესი მაინც გამორჩეულია!
ქართველი
ვინმე კაცად რო აღიარო თავად უნდა იყო კაცი. საერთოდ შენთვის კაცობა რას ნიშნავს ეგეც საინტერესოა ))) ან რა შუაშია აქ კომუნიმი და ნარკომანი? რა გამოგდის შენთვის ლჭპტ ლიბერასტია კაცი?
ამაშიას!
რა ვიცი, ვინც ნიჭიერი ბავშვი გამოჩნდება, ყველას მომავალი მესი ხარო!
კომენტარებს არ კითხულობს-ო
ჰოდა, დარეკვა აჯობებდა! )))))
მეგობრებოს ნაცვლად "ამხანაგებო" ხომ არ უნდა დაგეწერა?
პელეს თამაში როდის და სად ნახეთ, ამხანაგო ბებია ? როცა პელეს თამაშის შეგნებულად და გააზრებულად სრულად ნახვა მართლა იყო შესაძლებელი, ანუ "კომუნიზმის მშენებლობის ეპოქაში", სიტყვა "ამხანაგი" იყო "მოდაში"... ჰა-ჰა, 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გენახათ ტელევიზორში , იმჟამინდელი ჩვენების ხარისხით ... ჰოდა, თქვენ რა ხნის ხართ, ამხანაგო ?
რა ხნის ხარ, რო ?
პელეს თამაში სად ნახე ? :))) --------- პ ს. ამ (შე)კითხვაზე დამაჯერებელი(!) პასუხის შემთხვევაში და მისგან გამოდინარე, "ყველა საფეხბურთო კომპონენტში უფრო ძლიერია"-სთან დაკავშირებით კითხვასაც გაახლებთ. :))) -------- პ.პ.ს. საქართველოში, ისეთი ადამიანი პელეს თუნდაც ერთი(!) თამაში რომ ენახოს, თუ არსებობს, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე!
Lizi
ირანსაც
ამაშია საქმე
დღემდე როდესაც კაცის შექება უნდათ ეუბნებიან პელე ხარო,რაც ნიშნავს ყველაზე საუკეთესოს.
Sake
მესი ისტორიაში საუკეთესოა,ის ნებისმიერ საფეხბურთო კომპონენტში უფრო ძლიერია ვიდრე პელე ან მარადონა,მახსოვს ადრე ამბობდნენ მას ქარიზმა არ აქვს ისეთი როგორიც მარადონას ქონდაო,დღეს ეს უბრალოდ ღიმილის მომგვრელია.
სოსო
სპორის ნაცვლად,ქართული სიტყვა დავა რომ დაგეწერა,უკეთესი იქნებოდა.მიუხედავად ამისა,ერთი მოწონება ჩემიცაა.
Sake
მესი ისტორიაში საუკეთესოა,ის ნებისმიერ საფეხბურთო კომპონენტში უფრო ძლიერია ვიდრე პელე ან მარადონა,მახსოვს ადრე ამბობდნენ მას ქარიზმა არ აქვს ისეთი როგორიც მარადონას ქონდაო,დღეს ეს უბრალოდ ღიმილის მომგვრელია.
სოსო
რაც დავწერე,ჩემი მოგონილი არ არის,მის თანამედროვეთა ანალიზია და არც არასოდეს ყოფილა,საჯარიმოს ფეხბურთელი.პირიქით,ხაზს უსვამენ,რომ იბრძვის პირველიდან ბოლო წუთამდე,მოედნის ყველა წერტილში და გუნდის ნამდვილი ბელადიაო.ჯერ კიდევ ბავშვს,მისი თამაში მახსოვს 1970 წლის ჩემპიონატზე,დანარჩენი კი,ფრაგმენტები მაქვს ნანახი.თუ მის ჯარიმებს,დრიბლინგებს და შორი დისტანციიდან გატანილ გოლებს გავიხსენებთ,ნამდვილად ვერ დავწამებთ,საჯარიმოს ფეხბურთელობას.ძალიან სწრაფი იყო,ტექნიკური,ფიზიკურად ძლიერი და ზუსტი,უძლიერესი დარტყმები ჰქონდა.უძლიერესობის კანდიდატებს უფასებდნენ მარჯვენა ფეხით,მარცხენა ფეხით,თავით თამაშის ხარისხს,მოედნის ხედვას,პასს,დრიბლინგს...ერთი სიტყვით,ობიექტური ანალიზით,საუკეთესოს შერჩევის მცდელობა იყო,სადაც ყოველი ელემენტი,ბალებით ფასდებოდა,10 ბალიანი შკალით.რა თქმა უნდა არც იმ წიგნში იყო მოყვანილი ყველა და ყველას შეფასებები,მაგრამ ძალიან მაღალი ქულები კი ჰქონდა.ზუსტად არ მახსოვს,მგონი გურამ ფანჯიკიძის წიგნიდან უნდა იყოს,რასაც აქ ვწერ.ალბათ სხვებსაც,უფროსი თაობის გულშემატკივრებს ექნებათ წაკითხული და თუ გაახსენდათ,იქნებ ჩემი ნაამბობი,უფრო შეავსონ კიდეც.
კიეზა
ნუ თავისო აზრი თქვა ამ გენიოსმა მწვრთნელმა და ბევრი ფიქრობს ასე..ამ ორ გენიასთან მესიმდე ვერავინ მივიდა..თვით კროიფი..პლატინი..ბეკენბაუერი და რამდენი კიდევ..და მესი დგას მათთან..ერთადერთს ვისაც შეეძლო რომელიმე ამოეგდო რონალდინიოა..და დანარჩენები შემდეგ..
ზაკო-12
ვინ ვის კაცობაზე სვამს ?ნიშანს საინტერესოა? წაიკითხე ავტობიოგრაფიული წიგნები მარადონაზე, მისი დამოკიდებულება გაჭირვებულ და ღატაკ ხალხზე, თუ კითხვა არ იცი ფილმებს მაინც უყურე და მერე გააკეთე დასკვნები და კომენტარები.
gel-100
მოედნის 90-პროცენტზე როგორ ქონდა გავლენა პელეს როცა ფორვარდი იყო თანაც უფრო მეტად საჯარიმოს ფორვარდი ვიდრე მოძრავი ყველგანმყოფი თავდამსხმელი?? პელეს სიდიადეს არ განვიხილავ,რა თქმა უნდა პელე თავისი ეპოქის მეგავარსკვლავი იყო თუმცა მოედნის დაფარვის და მოედანზე მოძრაობის პროცენტულობაში მესის ან მარადონას როგორ ადრით პელეს და მით უმეტეს ამჯობინებთ არ ვიცი,,ან რამე შეგეშალა შეილება და საჯარიმოს 90-% აქვს გავლენაო ეწერა თორე პელეს საჯარიმოს ფორვარდს რანაირად ქონდა უფრო მეტი გავლენა მთლიან მოედანზე ვიდრე მესის ან მარადონას?? მესის დაჟე თანაგუნდელების 90-პროცენტზე ქონდა გავლენა მარტო მოედნის 90-პროცენტზე კიარა
გიო
რაკი მარადონა ახსენე, გაგახსენებ, რომ ,თავად მარადონას ააქვს ნათქვამი,რომ მესი მასზე უკეთესია!
სოსო
პელეს და რონალდოს რომ შეხედავ,ტვინთან ერთად ისეთი სხეული ჰქონდათ,უკვე ეს იყო და არის კოზირი.მარადონა ნამდვილი ლიდერი იყო,რომელიც გამარჯვებისათვის ყველაფერს აკეთებდა,მათ შორის უკადრებელსაც.მესის არაფერი აქვს,რაც მას დაეხმარებოდა,დიდ ფეხბურთელობაში.მხოლოდ ტვინი,რომელიც მთელ სხეულს,იდეალურ გადაწყვეტილებებს აკეთებინებს და კიდევ,ის,ცხოვრების სტილითაც სხვებზე მაღლა დგას.თავმდაბალი,ქველმოქმედი,წყნარი ცხოვრების წესით მცხოვრები მეოჯახე ადამიანი.ნებისმიერი მწვრთნელისათვის ის იდეალური შენაძენია.ამ კუთხით თუ შევაფასებთ,რა თქმა უნდა მესია,ყველა დროის საუკეთესო,თუმცა პელე პელეა და 60 წლის წინ თამაშობდა თითქმის იმ ფეხბურთს,დღეს რომ თამაშობენ,დღევანდელი ვარსკვლავები,თანაც 12 წელი საუკეთესოდ ითვლებოდა.დღეს მედიცინა და მეცნიერება გეხმარება,მაშინ კი,ამდენი ხანი ზენიტში ყოფნა,ფანტასტიკის სფერო იყო.წაკითხული მაქვს,გასული საუკუნის 80-იან წლებამდე ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელების შედარებითი დახასიათებები და იქ ერთერთ მთავარ კომპონენტად,მითითებული იყო ფეხბურთელის გავლენა,მოედანზე.პელეს 90% პროცენტზე ჰქონდაო გავლენა და ამით სჯობდა,დღეს მივიწყებულ,გენიალურ ალფრედო დი სტეფანოს.მინდვრის 90%-ზე გავლენას,ვფიქრობ მესიც ვერ ახდენს.ყველას თავის გემოვნება აქვს,მე უბრალოდ ჩემი აზრი და ძველი თვალსაზრისები გაგაცანით,რომელმაც შესაძლოა თქვენც ცოტა განსხვავებული კუთხით შეგახედოთ ამა თუ იმ ვარსკვლავის შეფასებაზე.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
მარადონა უფრო ფრენბურთელი იყო ვიდრე ფეხბურთელი. ნუ ნარკომანიც იყო და კომუნისტიც ანუ კაცათ რო ახიარო მაგი ხო წარმოგიდგენია თავად რა უნდა იყო.
დავით 67
ეს კაცი მაგრად გამოშტერებულა. რას აკეთებდა ასეთს მესი ვარჯიშებზე, რაც მარადონას არ გაუკეთებია?? მარადონას ვარჯიშებზე ხალხი იმდენი დადიოდა როგორც მატჩზე. იუთუბზე მაინც არ შესულა არასოდეს? თუმცა ტყუილი რომ თქვა თვითონაც მიხვდა, რადგან ბოდიში მოუხადა მარადონას და პელეს. მე მესი უფრო მომწონსო, რომ ეთქვა უფრო გასაგები იქნებოდა. გემოვნებაზე არ დავობენ
ზურა
მაინც რონალდუ ჩააკვეხეს.გავგიჟდი
მერაბი ბებია
მინახავს ედსონ არანტეს დუნასიმენტო მეტსახელად პელეს თამაში მეგობრებო ვთვლი მას მეოცე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად ოცდამეერთე საუკუნეში კი ვნახოთ ბოდიში მადლობა ყველას
G.LA
მე უბრალოდ არ შევადარებდი არც სხვა ეპოქის ფეხბურთელებს პელეს ან მარადონას და არც კრისტიანოს, რათა სპორი არ გამოიწვიოს. ვიტყვი რომ მართლაც ძალიან გაგვიმართლა ფეხბურთის მოყცარულებს ამ ეპოქაში რომ დავიბადეთ და მესის ფეხბურთით გვესიამოვნა. მადლობა მესის.
მოქალაქე
კრიშტიან რონალდო არის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი
თენგო
ვეთანხმები გვარდიოლას ვერავინ ვერ ასწავლის
მდაა
აქ ფეხბეურთელობაზეა ლაპარაკი და თან რამდენ ხანს როგორ დონეზე ითამაშე …თორემ ლიდერობაში სტალინს ვინღა შეედრებაა)))
ეჰ, პეპე
შენ ჩემი თენგოს თამაში არ გინახია 80-იან წლებში.)))))))))))))
გია
სრულიად ვეთანხმები გვარდიოლას. ჩვენ ეპოქალური მნიშვნელობის ფეხბურთელთან გვაქვს საქმე.

მარადონა ჩემთვის მაინც წინ არის, თუნდაც ლიდერობის უნარით.
ასეა ეს
მერე რატომ იქცევი პელესა და მარადონას მიმართ უპატივცემულოდ.მოიქეცი კაცურად და აღიარე მესი მათთან ახლოსაც ვერ მივა.
Nsns
დიდება ალაჰს
ასეა!
მართალი ხარ პეპ! ლეო მესი ფეხბურთის შემომქმედი და საუკეთესო ფეხბურთელია, როგორ შეიძლება შენს ნათქვამს არ დავეთანხმოთ? მე პირადად ამაყი ვარ, რო ლეო მესის გულშემატკივარი ვარ!
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
ყველაფერი შეთანხმდა - მარესკა "სიტის" ახალი მწვრთნელი გახდება
"ჩემი ყოფილი ცოლია, წარმოუდგენლად მიყვარს, მაგრამ ვნება დავკარგეთ..." - როგორ მიმართა ლეგენდარულმა გვარდიოლამ ფეხბურთელებს
"ის, რაც მბაპესა და ვინისიუსის თავს ხდება, მესის ბრალია" - ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა "ლა პულგა" გააკრიტიკა
გვარდიოლამ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
რონალდო: ლეო, შენი მემკვიდრეობა საუკუნეების მანძილზე დარჩება - გეხვევი
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
გვარდიოლას პასუხი იტალიელებს - შეთავაზებულზე ორჯერ მეტი გასამრჯელო
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია