16 ოქტომბერს გამორჩეული დღეა ფიბა-ს ერთადერთი ქართველი კომისრის, მერაბ რატიშვილის პროფესიულ კარიერაში. გამოცდილი საკალათბურთო სპეციალისტი ფიბა-ს ეგიდით გამართულ მე-400 მატჩს მოემსახურება. ეს მოხდება ხვალ, ბაქოში, ფიბა ევროპის თასის მატჩზე, რომელშიც აზერბაიჯანული "საბაჰი" ბერძნულ "მარუსის" უმასპინძლებს.

რატიშვილი საქართველოდან მარტო არ იქნება ამ მატჩის მომსახურე ბრიგადაში. მოედანზე მყოფი 3 მსაჯიდან ერთ-ერთი კირილე თვაური იქნება, რომელიც არა ქართველი კომისრის დარად, მაგრამ ასევე სტაჟიანი ფიბა-ს მსაჯია. რაც შეეხება ფიბა-ს ეგიდით ჩატარებული მატჩების მომსახურებას, რატიშვილმა 400 მატჩი სხვადასხვა საკლუბო და სანაკრებო ტუნირებისას დააგროვა. ციფრებში რომ გამოვსახოთ, ისინი მოიცავს ქალთა 2 ევრობასკეტს, მსოფლიოს 2 ახალგაზრდულ ჩემპიონატს, ევროპის 11 ასაკობრივ ჩემპიონატს, ევროპის საკლუბო ტურნირებს და ქალთა და კაცთა შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ მატჩებს.

ზემოთაღნიშნული ტურნირების მატჩებს რატიშვილი ან კომისრის, ანაც მატჩის დელეგატის სტატუსით მოემსახურა. რაც შეეხება შიდა ჩემპიონატს, საქართველოს სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების მატჩები სათვალავში არ არის, თორემ ვინძლო, ბატონი მერაბის საკარიერო მატჩების სია ათასსაც გადასცდეს.

ვულოცავთ მერაბ რატიშვილს ამ მნიშვნელოვან კარიერულ მიღწევას და წარმატებებს ვუსურვებთ როგორც ევროასპარეზზე, ისე შიდა სარბიელსა და კალათბურთსმიღმა საქმიანობაში.

GBF.GE

ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
რატიშვილი ბაქოში გაასამებს
თვაურის 3 ევრომატჩი | კირილე მე-3 ქართველია, რომელიც ევროტურნირის ნახევარფინალს მოემსახურება
რატიშვილი რიგაში იკომისრებს
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
შალამბერიძე, ვართანოვი, თვაური, რატიშვილი – ქართველი მსაჯები და კომისარი ასაკობრივ ევროჩემპიონატებზე
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
ქართველი დელეგატი რიგაში - მერაბ რატიშვილი ისრაელისა და გერმანიის მატჩს მოემსახურება
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე