La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტმა მიმო მალფიტანომ Radio Marte-სთან ინტერვიუში "ნაპოლის" გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

მალფიტანოს თქმით, ქართველს ჯერჯერობით ჩემპიონის მენტალიტეტი არ აქვს.

"ამბობენ, რომ "კვარას" მეტოქეები ყოველთვის ბევრს ურტყამენ, მარადონას შემთხვევაშიც იგივე ხდებოდა, თუმც არგენტინელი მაშინვე დგებოდა და თამაშს აგრძელებდა, ქართველი კი მოედანზე წევს და ტკივილს ებრძვის. ხვიჩამ ყველას დაგვანახა, რომ შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა ჯერ კიდევ დიდი გზა უნდა გაიაროს, რომ ნამდვილი ჩემპიონი გახდეს, "კვარას" ამის შესაძლებლობა ნამდვილად აქვს.

ახლა კი ვისაუბროთ იმაზე, რაც კვარაცხელიას აწუხებს. ეს ბიჭი უკვე მეორე წელია კლუბისგან გაუმჯობესებულ კონტრაქტს ელოდება. "ნაპოლი" სხვადასხვა წინადადებას უკეთებს, თუმცა ფეხბურთელი პირობებს არ თანხმდება. შედეგად ჩვენ მოედანზე "კვარას" საუკეთესო თვისებებს ხშირად ვეღარ ვხედავთ. არ ვამბობ, რომ ცუდად განზრახ თამაშობს. წარმოიდგინეთ ამ მომენტისთვის მას შეეძლო, რომ პსჟ-ში 10 მილიონი ევრო გამოემუშავებინა, "ნაპოლიში" კი 1.2 მილიონ ევროს იღებს. რა თქმა უნდა, მოთამაშისთვის ეს ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია.

რა ხდებოდა გასულ ზაფხულს? "კვარას" წასვლა სურდა, მაგრამ ამას პირდაპირ არ ამბობდა. ახლა კლუბი აგრძელებს მოლაპარაკებას მოთამაშესთან, რომელსაც წასვლა და ახალი გამოცდილების მიღება სურდა", - განაცხადა მალფიტანომ.

ეუსებიო, ბრავო კალაძეს.
ეგ ხვიჩაა, ხვიჩა, სხვანაირი მენტალიტეტით აღრზდილი. ისა კიდე, კალაა კალა, ყველანაირი სიკეთისთვის,როგორც მიშა ისე ბიძოსაც რო გაცვლის ერთ წამში.
იასონას უდარი
მაგარი კაცია,მარადონას დრო და ხვიჩა დრო შეადარა,მარადონა და ხვიჩა,გაგვიხარდა და კარგია,მარა სად მარადონა და სად ხვიჩა. პირველი იყო პელე,მეორე მარადონა,მესამე კიჭა რონალდო და მეოთხე მესი,ეს ხალხი ამ პლანეტიდან არ იყვნენ. ვიღაც ბარსას ან არგენტინის ფანი და გამლანძღავს,მარა მე რა ვქნა,ასეა ეს. მე შემიძლია დავწერო ვეფხისტყაოსანზე უფრო მაგარი რამე(მეტი არ იქნას,ზოგადად),რადგან მე მყავდა ინსპირაციის წყარო შოთა რუსთაველი,პელეს არავინ ყავდა. მარადონას პელე ყავდა,რონალდოს პელე და მარადონა,ხოლო მესის პელე,მარადონა და რონალდო. ვინ უფრო ტექნიკური იყო და ვინ არა,ეგ უაზრო საუბარია,ისინი არაამქვეყნიური ხალხი იყვნენ და არიან. მიდი აბა,ნაბახუსევზე გაუშვი მესი თუ ითამაშებს საერთოდ და თუ გაიტანს 2-3 გოლს,რონალდოს შეეძლო.მარადონას უბრახუნებდნენ და მგელივით იყო,კარზე დაგეშილი და შეუჩერებელი. იმდენი ერტყათ რონალდოსთვის ან მესისთვის,ფეხზე ვერ ადგებოდნენ. ასევე პელე,ის რაც პელემ შეძლო არის ფასდაუდებელი,ნებისმიერი ფინტი რაც ვიცით,პირველი ქნა პელემ.ხვიჩას თუ უნდა შეედაროს ამ ხალხს,მეტი უნდა იშრომოს,თუმცა ხვიჩა აქაური უბრალო ბიჭია,როგორც კრისტიანო.
c
არ ხარ მართალი და გეტყვი რატომ, შეხედე ნებსმიერ თამაშს, სადაც კვარა არაა მოედანზე და თ მიუკერძოებელი ადამიანი ხარ, ეგრევე მიხვდები თავად, რომ ცდები.
სერგო
ის ერთი პროცენტი რას გვატყუებს და ა.შემდეგში ალბათ ოჯახი იქნებოდა და კიდევ რას გულისხმობდით მასწავლებელო?
ნაპოლი
რა შედარებაა მარადონას დროს ისე და იმდენს ურტყამდენ გამეტებით ვისაც არ გინახავთ ნახეთ.იმის მეათედი რომ ხვიჩას მოხვდეს .... ჩვენი რომ არი მიტომ გვიანდა იდელური იყოს მაგის გარეშე ნაპოლი კიდევ კაი ხანი ვერ გახდებოდა ჩემპიონი .ეხლა სხვა ეტაპზე უნდა გადვიდეს ის განვლილი ისტორიაა
დავით
ძალიან მიყვარს კვარა და მისი ტალანტის თაყვანისმცემელი ვარ ნამდვილად, მაგრამ სამწუხაროდ უნდა დაგეთანხმო - აშკარად ჩააგდო კვარამ ბოლო 2 თამაში. არ გამოვრიცხავ, რომ ეს სერია ა-ში ბოლო თამაშში აკიდებული ტრავმის შედეგიც იყო (მართლა განსაკუთრებით მწარედ ურტყეს და სურათზეც ვნახეთ მისი დასივებული კოჭები), მაგრამ ეს მხოლოდ ახსნაა ცუდი თამაშის მიზეზის, ფაქტი კი ჯიუტია - ეს არ იყო ის კვარა, რომელსაც მიჩვეულები ვართ!
სოსო
10 მილიონიც რომ შესთავაზოს დე ლაურენტისმა,მაინც აღარ დაეთანხმება!მისი დატოვება თუ უნდოდა,პირველივე სეზონის ზამთრის არდადეგებზე,ან თუნდაც საჩემპიონო სეზონის ბოლოს,ცამხრივი წესით უნდა მოემატებინა ხელფასი,თუნდაც სამ მილიონამდე და ხვიჩა მადლიერების ნიშნად გვერდზე აღარ გაიხედავდა.დე ლაურენტისმა კი,არიფები ვნახეო და ახლაც ძალისმიერად ცდილობს კონტრაქტის გაგრძელებას.სადაც პატივს არ გცემენ,იქ არ უნდა დარჩე!არც დარჩება და სეზონის ბოლოს წავა,გუნდიდან.არც ნაპოლის გულშემატკივრებს ამოეღებათ ხმა,რადგან არც ისინი დაუდგნენ გვერდით,როცა ასე დამამცირებლად სჩაგრავდა,გუნდის პრეზიდენტი.აგერ,კონტეს ხელშიც თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა,სერია აში და ამით დაადასტურა,რომ არც კლასი დაუკარგავს და სხვადასხვა მწვრთნელთან კარგად მუშაობაც შეუძლია.უკეთეს კლუბში,ისიც უკეთესი იქნება.
მერაბი
ტყუილად ცდილობთ კვარაცხელიას თამაშის შელამაზებას. ზედმეტი ქება ყოველთვის ცუდად მოქმედებს. ჯანსაღი კრიტიკაც საჭიროა. თითქოს კვარას გაკრიტიკება არ შეიძლებოდეს, რატომ? ვინმემ დათვალა რამდენჯერ დაკარგა ბურთი ალბანეთთან და ჩაშალა შეტევა? სამწუხაროდ დღესდღეობით კვარა არ არის გუნდის ლიდერი. სხვები ბევრად უკეთესად თამაშობენ, მაგრამ რატომღაც ამას არავინ ამბობს.
ძველი გულშემატკივარი
სთავაზობდა ის კაცი 6,5 მილიონს, მაგრამ ხვიჩას აგენტმა 8 მინდაო. თუ ეს საკითხი დროზე არ მოგვარდა (მაქსიმუმ 2 თვეში), მერე რა მოხდება ღმერთმა უწყის. მე მომხრე ვარ რომ ხვიჩა დარჩეს ნაპოლში, ვინაიდან რეალი, ბარსა და სხვა გრანდები შორიდან ჩანს მიმზიდველი და ამ მიმზიდველობას ბევრი ფეხბურთელისათვის გაუწევია ცუდი სამსახური.
"ბრავო" კალაძე !
რა ვიცი, კალაძე კი ახერხებდა დაახლოებით იმავე პირობებში თავიც შეენახა და ოჯახიც ერჩინა. დამატებით, პოდიუმზეც გამოდიოდა, დეფილეებშიც იღებდა მონაწილეობას და ბიკინითაც (ხომ ასე ეძახიან იმ პატარა ტრუსს ?) პოზირებდა და იღებდა სარეკლამო ფოტოსურათებს... ჰოდა, ხვიჩასაც შეუძლია იგივე გააკეთოს. ამასობაში ცოტა ფულსაც დააგროვებს და მოგვიანებით, დიდ ფეხბურთს რომ დაასრულებს, ქართულ პოლიტიკაში წავიდეს და გაათმაგოს ქონებაც და დანაზოგიც, როგორც კახამ გააკეთა. ხვიჩა, როგორც ფეხბურთელი, ბევრად ძლიერი და ნიჭიერია, ვიდრე კალაძე და თუ მოინდომებს პოლიტიკაშიც შეძლებს. საქართველოში, ქართველ სპორსმენებში, პოლიტიკოსობა ყველაზე პოპულარული და შემოსავლიანი პროფესიაა სპორტსმენებში ... ------------- პ.ს. ამბობენ კვარა სუფთა კაცია და ბინძური პოლიტიკა და ფული არ აინტერესებსო. :))) ჰოდა, გაუმარჯოს ხვიჩა კვარაცხელიას, დიდ ფეხბურთელს ! წარმატებები ყველა ქართველ ფეხბურთელს და ქართულ ფეხბურთს!
სია
ბრიტვა, საპონი, შამპუნი
ვაჟა მასწავლებელი
99% სიმართლეს ამბობს ეს კაცი. ყველამ წარმოიდგინეთ, რომ მუშაობთ მაგრამ ხელფასს პრაქტიკულად არ გაძლევენ. 1.2 მილიონიდან დაუთვლია ვინმეს რამდენი უჯდება ოჯახს ნეაპოლში ცხოვრება? (ბინა, ბენზინი, კვება, სტუმრები და ა.შ).
მამარდაშვილი "რეალში" კურტუას შესაძლო შემცვლელად - ესპანური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
"იმსახურებს თუ არა კვარაცხელია "ოქროს ბურთს"? - საფონოვმა ამ კითხვაზე უპასუხა
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] "არსენალმა" სტუმრად "ნაპოლის" მოუგო - "სპორტინგმა" "გალათასარაის" თამაში შემოუტრიალა
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
კვერნაძით, რომლის ფასი გაორმაგდა, "რომა", "ნაპოლი" და პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
შვილის ფეხზე დასაყენებლად დედა "ბეტისში" დამლაგებლად მუშაობდა - ფაბიან რუისმა დედის როლზე ისაუბრა