19 ოქტომბერს, ლიგა 1-ის მერვე ტურში „სენტ-ეტიენი“ „ლანსს“ მიიღებს. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა უპასუხა:

„აქ გადმოსვლამდე, რა თქმა უნდა, სხვა ვარიანტები მქონდა, მაგრამ „სენტ-ეტიენი“ ჩემი არჩევანი იყო, ვიცოდი სად მოვდიოდი, როგორი კლუბია, როგორი გარემოა. მახსოვს „ბორდოსთან“ ერთად აქ წაგებული მატჩი. ევროპის ჩემპიონატზე ვილი სანიოლს და ადელ შედლის ვესაუბრე, რაც გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმარა.

ვამაყობ, რომ ვარ ქართველი, ეს ბედნიერებაა. მთელი ბავშვობა ოცნება მქონდა ჩემი ქვეყნის მაისურით მეთამაშა. მე და ჩემმა მამამ ფეხბურთს დიდი დრო დავუთმეთ, ჩემს აღზრაში მან ყველაფერი ჩადო, მისი დიდი დამსახურებაა, რომ პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოვყალიბდი. მამის დახმარებით ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი, ის მიხსნიდა რა და როგორ უნდა გამეკეთებინა.

სტატისტიკის მიხედვით „სენტ-ეტიენში“ კარგი სტარტი გამომივიდა, სეზონის დაწყების წინ რომ ეთქვათ, ასეთი დებიუტი გექნებაო, თანახმა ვიქნებოდი. ახლა გუნდის დასახმარებლად უფრო მეტი მინდა გავაკეთო, მსურს სტატისტიკაც გავიუმჯობესო. იმედია, ასე გავაგრძელებ და ისევე ვითამაშებ, როგორც ბოლო მატჩში. თუ არ დამარცხდი, გამარჯვების გემოს იმდენად ვერ გაიგებ. „ნიცასთან“ 0:8 მწარე წაგება იყო, ამას ვერაფრით გაამართლებ, მაგრამ შეცდომებზე უნდა ისწავლო და ამან უფრო გაგვაძლიერა. „ოსერთან“ შესრულებული ჰეთ-თრიკი დიდი სიხარული გახლდათ, სწორედ ამისთვის თამაშობ, რათა დაგიფასდეს. რაც შეეხება მილოცვებს, ნაკრების შეკრებაზე წავედი და მხოლოდ გუშინ ვნახე ბიჭები და მწვრთნელები. დარწმუნებული ვარ, ჩემს გამო ყველანი გახარებულები იყვნენ.

„ლანსთან“ კარგი შეხვედრა გვექნება, მით უმეტეს სახლში გვაქვს, სადაც თამაში გამოგვდის და მაქსიმალურად შევეცდებით, ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდეს. ნაკრებში ბოლო დაპირისპირებისას ბოლოსკენ კუნთის პრობლემა მქონდა, თუმცა არაფერი არ მაწუხებს, 100%-ით მზად ვარ. ხშირად თამაში პირიქით, ფორმის შენარჩუნებაში მეხმარება".

dima
წარმატებები ზურიკო ნაკრებში და კლუბში
გიზოგ
წარამტებები ზურიკო!
ჯიმა
ქუგორლუაფუდა ა თაობა ა ჩვენი ლომები, უმაგრესი ბიჭები გვყავს რომლებსაც თავისი სამშობლო გულში ყავთ, წარმატებები ჩვენი ქვეყნის სადიდებლად. ჩვენ კიდე ვიხაროთ მათი და ჩვენი ნაკრების წარმატებით!!!!!
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
დავითაშვილის "სენტ-ეტიენი" 100%-იანი შედეგით მიიწევს წინ
"სენტ-ეტიენმა" "როდეზს" დავითაშვილის გარეშე მოუგო
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
დავითაშვილი დაბრუნდა - "სენტ-ეტიენმა" "რედ სტარს" მნიშვნელოვან მატჩში სძლია
[VIDEO] დავითაშვილის საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" წაგება ხუთი მოგების შემდეგ
ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...
აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა