იტალიური Sky Sport-ის ინფორმაციით, ანტონიო კონტემ სერია A-ს მე-8 ტურის შეხვედრისთვის, სადაც "ნაპოლი" გასვლაზე "ემპოლის" დაუპირისპირდება, შემადგენლობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

იტალიელმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დავიდ ნერეშის სათადარიგოთა სკამზე დასმა უჭირს, რის გამოც მასსა და კვარაცხელიას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევდა.

იტალიელმა საბოლოოდ, მაინც ქართველი ამჯობინა და ძირითად შემადგენლობაში საბა გოგლიჩიძის გუნდის წინააღმდეგ სწორედ ის იქნება.

"პარტენოპეის" რიგებში ორ ცვლილებას ვიხილავთ. მატიას ოლივეირა სანაკრებო პაუზის შემდეგ გადაღლილია და მის ადგილს ლეონარდო სპინაცოლა დაიკავებს, სტანისლავ ლობოტკას კი ბილი გილმური ჩაანაცვლებს.

შეხსენებისთვის, "ემპოლისა" და "ნაპოლის" შეხვედრა 20 ოქტომბერს თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.

gel-100
თუ არ გინდა რო ვინმემ წაიკითხოს შენი ნაწერი რაღატო წერ?? გადაავლე მიდი აბა თვალი შენ თვითონ თუ გამოიტან აზრს რა დაწერე?? აზრობრივად უაზრო კომენტარს ისიც დაუმატე რო გარკვევით არ დაწერე რისი თქმა გინდა და შენთვის ხო ისედაც იცოდი რა უნდა გეთქვა და რაღას წერდი
ბ.ღ
ქვარაცხელიას პატივს ვცემ და მიხარია, რომ ქართველი და წარმატებულია, მაგრამ მისი თამაში დღითიდღე უარესდება და ეს ძალიან მწყინს. უფრო მეტი უნდა გააკეთოს, როგორც ეროვნულ გუნდში, ასევე საკლუბო დონეზე, რადგან სხვაგვარად არაფერი გამოვა. დღეს მსოფლიოში უამრავი კარგი ფეხბურთელია და ის კაშკაშა ვარსკვლავი, რომელიც მისი სახით იყო, არ უნდა ჩაქრეს.
შენი ლოგიკა ...
ბოლო წლებში გამოვლენილი და როგორც ჩანს უკვე დაკმაოდ დამკვიდრებული რუსული შლეიფი ... აქაც პოლიტიკა და ანტიევროპული სენტენციური წიაღსვლები...
მ.ზ.
რას უკეთებს?დე ლაურენტისი,ქართველ ფეხბურთელს,ეგ ვერანა.ნერეშსაც კი მეტი ანაზღაურება აქვს ხვიჩაზე,პოლიტზნოსაც და თვით კონტესაც კი ჯერადად მეტი,და სულ კაბალური ,ფეხბურთელისთვის ხელისშემშლელი და დროით ხანგრძლივი კონტრაქტის გამო,შესყიდვის დაბალი ფასით დაწყებული,ბრაზილიელი ბენფიკას ოცდააყ მილიონ დალარად მიეყიდა ნაპოლის,ძლიერი კონტრაქტით ფეხბურთელისთვის,ჩვენები კი "ჩაისვარენ"ოცდაშვიდ წლამდე,ხვიჩასთვის გამოუსწორებელი,ზარალით,იმ დროს როცა კვარაცხელია ლუკაკუსავით,თუ არა მეტად ,გამოსადეგია ნაპოლის წინსვლისთვის,ასაკითაც კი,დატვირთვების მხრივ "სჯობს" ბელგიელ "ფერადს"
დდდ
ფაქტია, რომ მიუხედავად ლაურას მხრიდან სავარაუდო ზეწოლისა, ამ ეტაპზე კონტე კვარას უფრო ენდობა... უფრო სწორედ, კვარა უფრო სჭირდება, რადგან ლობოტკასა და ოლივეირას არყოფნა უფრო მეტ პრობლემას ნაპოლის მარცხენა ფლანგს შეუქმნის და რაც უფრო თვალსაჩინო იქნება ეს პრობლემები, მით უფრო უკანდახეულ ხვიჩას ვიხილავთ... სამაგიეროდ, შემდეგ თამაშში, აუტსაიდერ ლეჩესთან, ძალიან დიდი ალბათობით, უკვე ნერეშს ვიხილავთ სასტარტოში, რადგან თუ კვარას ჩანაცვლებაზეა საუბარი, ამაზე კარგ დროს ვერ შეარჩევენ...
Pele
Politano magari xistaviania.martali xar megobaro
გიო
ბიჭი თვის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს...ამ მასხარებს კიდევ ძირითადში არ უნდათ დაყენება. WTF
დავითი
100%,ძალიან არაჯანსაღი სიტუაციაა ამ გუნდში,აშკარად იგრძნობა, ეს რა თქმა უნდა ლაურენტესის დამსახურებაა,მისი მართვის სტილი ასეთია,ხვიჩა აუცილებლად უნდა გადავიდეს სხვა გუნდში,სადაც ფრთებს გაშლის.
სოსო
დე ლაურენტისსს რა,ვაკლებთ?!
geo
არ შეიძლება, რომ ნერეში პოლიტანოს ნაცვლად დააყენოს. . ბრაზილიელი მარჯვენა ფლანგზეც მაგარია
ბესო
ეგ საკენკი კონტემ ლუკაკუს დაუყაროს...ყველაფერი ბებერი თაღლითის ლაურენტესის დაგეგმილია, რომელიც ვერ ეგუება, რომ მონათმფლობელობა აღარ არის...საკმარისია რომელიმე ფეხბურთელმა უკმაყოფილება გამოთქვას, ან უკეთესი პირობების გამო გუნდიდან წასვლა მოინდომოს და "ნერეშებს " რა გამოლევს...ასე იყო ზიელენსკის შემთხვევაში, როდესაც მთელი სეზონი არ ათამაშეს, ასე იყო რუის შემთხვევაში და ასე იყო ოსიმენის შემთხვევაში...ეს დასჯის ნორმად აქვს დაკანონებული ბებერ გაიძვერას...რასაც მოიგებს ნაპოლი ხციჩასადმი აგდებული დამოკიდებულებით. არავის გაუყოს. ადრე კიდევ შეიძლებოდა წასვლა-დარჩენის ვარიანტის არჩევა, ახლა გადაწყვეტილად უნდა წავიდეს. იურიდიულად ეს გაისად, სეზონის დამთავრების შემდეგ შესაძლებელია და კვარამ არ უნდა გამაზოს...
რატი
რას უკეთებენ არა ჩვენი ევროპელი ძმები ....ეს რომ რუსეთში ხდებოდეს ...
ბრაზი
ხვიჩას დარი საფეხბურთო ინტელექტისა და უნივერსალურობის მქონე ფეხბურთელი თითზე ჩამოსათვლელი თუ იქნება თანამედროვე ფეხბურთში,ნერეშისნაირები კი რამდენიც გინდა.ფაქტია ეს და მისი ხვიჩასთან შედარება აბსურდი მგონია პირადად მე ...
SOS!!!
ალბათ გოგლიჩიძეს არ ათამაშებენ, რატომღაც ასე მგონია.
ზზზზზ
აურელიოს არავის აზრი არ აინტერესებს მისთვის მთავარი ფული იყო და იქნება ეს ყველაფერი ხვიჩას კონტრაქტის გამო ხდება ზეწოლა ყველამხრიდან მათშორის მედიიდანაც თუ მალე არ გაახანგრძლივებს რამოდენიმე თამაშში აუცილებლად დასვამენ ხვიჩას სკამზე რაც დრო გავა ზეწოლაც მეტი იქნება
მწვრთნელი
ეს 4-3-3 ტაქტიკა დროთაგანმავლობაში დაღუპავს კონტეს! ისევე როგორც პოლიტანოს ძირითადში დაყენება! თავის ტაქტიკურ სქემას უნდა დაუბრუნდეს და პოლიტანო დასვას სათადარიგოში! სპალეტიც არ იძახებს ნაკრებში ამ ფეხბურთელს!
თინა
ქართველების დაპირისპირებას ფიქრობს კონტე
ლშა
იცი რას ვერ ვიგებ ? რა კვარას ამოაგდეეებს ? რა პლოტანოოოოო , რა პოლიტანოოოოო ? მაგიიიიიის ეგოისტიიიიი , დააყენოს მაგის მაგივრად .
გიორგი
ეს არ იყო რომ ყველა ინტერვიუში გაიძახოდა კვარას გარშემო მისი ლიდერობით უნდა ავაწყო გუნდიო ეხლა კი უჭირს თუმე არჩევანის გაკეთება ბიჭს მომავლის პრესპექტივა ნათელია მაქ თუ დარჩა არ ექნება თქვენ აზრზე არ ხართ რა შეუძლია სათამაშო ბიზნეს მაფიას.
მალხაზ ჯობავა
კვარა ჩემო უმცროსო ძმაო, შენ ხვალ თუ გოლი და ასისტი არ დადე, ვეჭვობ რომ მომავალ მატჩებში აგდილები შეცვალოთ. ასე რომ შენს თავს უნდა გადაახტე და ყველა თავის ადგილას მიაჩოჩო. დაე იცოდნენ, ვინაა გუნდში პირველი ვიოლინო.

არ ინერვიულოთ, ეს კონტეს სტილია, ამით არ აძლევს ფეხბურთელებს მოდუნების საშუალებას. არ ამოაგდებს რათქმაუნდა!
A
გაბედავს, ლავრენტა გააბედინებს, ეს გაფრთხილება იყო
ქ. გ.
ვერ გაბედავს ხვიჩას ამოგდებას სასტარტო შემადგენლობიდან. ნაპოლიმ რომ წააგოს ხვიჩას გარეშე, გულშემატკივრები კონტესაც და აურელიოსაც ხმამაღლა გალანძღავენ.
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლის" კონტე აღარ გაწვრთნის" - კევინ დე ბრუინი
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
[VIDEO] ათამაშეს და თავიც გამოიჩინა - გოგლიჩიძემ "მონცაში" პირველივე მატჩში გაიტანა
უკვე არაიტალიური ვარიანტი - გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
Repubblica: ასეთ შემთხვევაში, კვარაცხელია 29 დეკემბერს "ვენეციასთან" სათადარიგოთა სკამზე დარჩება
ვინ შეცვლის ალეგრის "მილანში" - 2 კანდიდატი უკვე დასახელდა
ოფიციალურად - საბა გოგლიჩიძე "უდინეზეს" ფეხბურთელია
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
"ნაპოლის" ნერეში კვლავ დაუშავდა და შესაძლოა, ამ სეზონში ვეღარ ითამაშოს
არც კვარაცხელია ჰყავს და აღარც ნერეში - კონტეს "ნაპოლიში" პრობლემები არ ელევა
გოგლიჩიძე ისევ ყოჩაღობს - "მონცამ" "კალიარი" გაანადგურა
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა ჩრდ.ირლანდიასთან
ნერეში თუ "კვარა"? - კონტემ "ჯენოასთან" მატჩის წინ გადაწყვეტილება მიიღო
კვერნაძის 82 წუთი და "ფროზინონეს" ფრე "ემპოლისთან"
იურიჩი: გოგლიჩიძე მაგარი ბიჭია - ნაკრებში გამგზავრება წაადგა
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
კონტე მზადაა - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანახმაა
[VIDEO] რა დაემართა კვარაცხელიას შემცვლელ ნერეშს საჩემპიონო აღლუმზე - ვიდეო სოციალურ ქსელს იპყრობს
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
თუ ლეონი წავა - გოგლიჩიძე სერია A-ს კლუბისთვის პრიორიტეტული იქნება
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
კვარაცხელიას გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს - იტალიელები მის შესაძლო სათადარიგოეობაზე წერენ, გრანდებში შესაძლო ტრანსფერზე კი ახალი ამბები ვრცელდება
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
გადაწყდა - გოგლიჩიძე კარიერას "უდინეზეში" გააგრძელებს
გოგლიჩიძის ტრანსფერის დეტალები - რა თანხას გამოიმუშავებს და რამდენ წლიან კონტრაქტს გააფორმებს ქართველი მცველი "უდინეზესთან"
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა