პროფესიული ლიგის პრეზიდენტ ხოსე ლუის ასტიასარანს ფეხბურთელებმა დიდი თავსატეხი გაუჩინეს
ესპანეთის პრიმერა და სეგუნდა დივიზიონების ფეხბურთელთა მიერ გამოცხადებული გაფიცვა, ჩემპიონატის პირველი ორი ტურის ჩაშლა ნელ-ნელა რეალური ხდება, - იუწყებიან ესპანური გაზეთები.

ბუნებრივია, ევროპის ჩემპიონატის გამო დაგეგმილზე გვიან ტურნირის დამთავრებას და ტურების მაისის ბოლოსთვის გადატანას არავინ დათანხმდება. შესაბამისად, პროფესიული ფეხბურთის პრეზიდენტმა ხოსე ლუის ასტიასარანმა ლიგას შესთავაზა, თუკი საწყისი ტურები მართლა ჩაიშალა, ეს თამაშები 24 და 28 დეკემბერს ჩაატარონ. შესაბამისად, ფეხბურთელები საშობაო და საახალწლო დასვენებით ვეღარ ისარგებლებენ.

წესით ესპანურმა საკლუბო ფეხბურთმა პაუზა 18 დეკემბერს, მე-17 ტურის შემდეგ უნდა აიღოს. მე-18 ტური 8 იანვარსაა დაგეგმილი. ამასთან, ფეხბურთელები უარს არ ამბობენ ესპანეთის სუპერთასსა და ევროპულ ტურნირებში მონაწილეობაზე. ეს ბუნებრივიცაა, რადგან მათ პრეტენზიები სწორედ პროფესიულ ლიგასთან აქვთ. ისინი ითხოვენ, შეიქმნას ე.წ. საგარანტიო ფონდი, სადაც წელიწადში 10 მილიონი ევრო გადაირიცხება. ამ ფულს კი მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში გამოიყენებენ - თუკი რომელიმე კლუბი გაკოტრდება და ფეხბურთელები ანაზღაურების გარეშე დარჩებიან, ასევე იმ დროს, თუკი რომელიმე კლუბის სახელფასო დავალიანება ფეხბურთელის მიმართ სამ თვეს გადასცდება.

ლიგის ხელმძღვანელობა თავდაპირველად დათანხმდა ამ წინადადებას, ეს 3 აგვისტოს მოხდა, მაგრამ საბოლოოდ უარი თქვა. უარის მიზეზი დასახელდა: თუკი ეს პროექტი მართლა განხორციელდება, 2015 წლისთვის, ანუ იმ დროისთვის, როცა პროფესიულ ლიგასა და პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციას შორის კოლექტიურ ხელშეკრულებას ვადა ამოეწურება, ამ ორგანიზაციის დავალიანებამ შეიძლება 70 მილიონ ევროს მიაღწიოს.

ფეხბურთელთა ასოციაცია აპროტესტებს ასევე იმასაც, რომ ლიგა აპირებს მიიღოს კანონი, რომლის ძალითაც კლუბის გაკოტრებულად გამოცხადების შემთხვევაში ის ფეხბურთელთა მიმართ ფინანსური ვალდებულებებისგან ავტომატურად თავისუფლდება. ასოციაცია სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის ითხოვს ~სტაბილურობის ფონდის" დაარსებას. ამას გარდა ლიგა აპირებს კლუბებს გადასცეს უფლება, მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგონ ფეხბურთელთა ფოტო და ვიდეოგადაღებებიდან მიღებული შემოსავალი, დღემდე ამ თანხებიდან წილს თავად ფეხბურთელებიც ფლობენ.

დამოუკიდებელ აუდიტორთა დათვლით, ამჟამად პრიმერა და სეგუნდა დივიზიონებში კლუბების მხოლოდ სახელფასო დავალიანება ფეხბურთელთა მიმართ 50 მილიონ ევროს აჭარბებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს