საქმეს ისეთი პირი უჩანს, ბოლო-ბოლო „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას ურჩობისათვის ძირითად შემადგენლობაში ადგილს დააკარგვინებს და მის ნაცვლად დავიდ ნერესს ათამაშებს, რომლის წინა პლანზე წამოწევას ყველანაირად ცდილობს.

ეს შეიძლება უკვე 26 ოქტომბერს ერთ-ერთ აუტსაიდერ „ლეჩესთან“ საშინაო მატჩში მოხდეს, რომელმაც ზედიზედ ოთხ შეხვედრაში მარცხი განიცადა და ეს ბრაზილიელისთვის თავის წარმოსაჩენად საუკეთესო შესაძლებლობაა.

Areanapoli წერს, რომ მწვრთნელი ანტონიო კონტე ორი ცვლილების განხორციელებას აპირებს - სასტარტოში რომელუ ლუკაკუს ნაცვლად ჯოვანი სიმეონეს დააყენებს, ხოლო მატეო პოლიტანოს ან უფრო ხვიჩა კვარაცხელიას მაგივრად ნერესს. ასე უნდა კლუბის მფლობელმა დასაჯოს ქართველი იმის გამო, რომ კონტრაქტს არ აგრძელებს. ხვიჩას საწინააღმდეგოდ ნეაპოლურ მედიაში უკვე მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს. CalcioNapoli24-მა გულშემატკივრებს შორის გამოკითხვაც კი ჩაატარა, ხელშეკრულების გახანგრძლივების საკითხში კლუბს უჭერენ მხარს თუ ფეხბურთელს. ერთი სიტყვით, სათადარიგოთა სკამზე მისთვის ადგილის მისაჩენად ნიადაგს ამზადებენ.

„კვარას“ შესახებ Bobo TV-ზე იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კონტემ ისაუბრა: “ემპოლისთან“ გადამწყვეტი როლი კვარაცხელიამ ითამაშა, რომელმაც პენალტი ისე შეასრულა, როგორც ნამდვილმა ჩემპიონმა და რთულ დაპირისპირებაში თავის გუნდს გამარჯვება მოაპოვებინა. ჩემი აზრით, ის მსოფლიოში საუკეთესო მარცხენა გარემარბია, კომანზე და გრილიშზე უკეთესია. „ბარსელონას“ ძირითად შემადგენლობაში თავისუფლად ითამაშებდა. ფენომენია და მინდა წარმატებული ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილო. ლეაოს გაცილებით სჯობია, მასზეც მეტად უკეთესია.

„კვარასთან“ კონტრაქტის საკითხით კლუბი დიდი რისკის წინაშეა და სიფრთხილე მართებთ, რამეთუ არაა გამორიცხული, ოსიმენის ტრანსფერის ანალოგი მიიღონ. ეს დე ლაურენტისის სიგიჟეა, მისი გამონათქვამები ნელი მოქმედების ბომბია. ხვიჩამ 4 გოლი გაიტანა, ბოლო მატჩებში ჩავარდნა ჰქონდა, მაგრამ დრიბლინგით წინ წაწევას ცდილობს. პოლიტანოზე არავითარი პენალტი არ ყოფილა“.

სოსო
უახლოეს მომავალში,ნაპოლის უმძიმესი მატჩების სერია ელის და ვფიქრობ ამიტომ ასვენებენ კვარას და ლუკაკუს.ისე კი,რაც ნაკლებს ათამაშებენ,მით მეტად დაეცემა მისი ფასი და სკამზე ჯდომით,ვერც ნაპოლი ნახავს,სატურნირო ხეირს.ცდილობენ ნერეშიც შეაჩვიონ ნაპოლის და სათამაშო სქემებში ჩასვან,სანამ ამის შესაძლებლობა აქვთ.იქნება ტრავმები,იქნება დაღლილობა და ყოველ პოზიციაზე ორი სრულფასოვანი ფეხბურთელის ყოლა,ძალიან სჭირდება კონტეს.
ზაკო
ნაპპლის ნებისმიერი პრობლემაა ლაურენტა ჩათლახი, გაიხსენეთ როგორ გამოწურა და რა უქნა კულიბალის სანამ ჩელსიში გაუშვებდა, იგივე უქნა, ოსიმენს, დრის მერტენს, ჰამშიკს, ინსინიას, იგივეს უკეთებს დი ლორენცოს და კვარასაც, მძორ ლუკაკუს დაუნიშნა 8მილიონი და მართლა ვარსკვლავებს რომლებმაც შედეგი დაუდეს და გააჩემპიონეს კლუბი 33 წლის მერე ესე უპატივცემულოდ ექცევა, ისე ნურც პსჟ-ზე დაგვწყდება გული იქაც ანალოგიური პპლიტილა აქვთ შეიხებს, არანაკლებნახმარი რეზინები არიან, იქაც შეიძლება იმ ვარსკვლავების ჩამოთვლა ვინც ბოლომდე გამოწურეს და კარიერა დაუნგრიეს, ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ვერატია, როცა ბარსაში არ გაუშვეს.
იასონას უდარი
ალბათ,ანახებენ რო შეუცვლელი არ ხარო,სხვა აზრი არ მაქვს,რადგან ნერეში აიაქსშიც და ბენფიკაშიც მარჯვნივ მახსოვს. თუმცა არ იციან იტალიელებმა რას დაეტაკნენ,აგერ ნახავენ ყველაფერს. კვარა არც ზიელნსკია და არც ოსიმენი,უპატივცემულობას არ გამოხატავს გუნდის ან ფანების მიმართ,არ გახდის თემას ჟურნალსტების საჭორაოდ,მოედანზე გასცემს პასუხს ყველას. უბრალოდ,2-3 დღეში თამაში დამღლელია და ვერ აუღო ალღო,თუმცა მოგვარებადია ეს ამბავი. რაც არ უნდა იყოს,ნაპოლი კვარასთან და მის გარეშე ორი სხვადასხვა გუნდია,ამიტომ ვერ ამოაგდებენ სასტარტოდან ხელოვნურად. როტაციას ყველა გუნდი მიმართავს და შეიძლება რაღაც თამაშებში არ იყოს ძირითადში,თუმცა ხვიჩა არის უადაოდ ლიდერი ნაპოლის და ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი. ამას იმიტო არ ვამბობ რო ქართველია,უცხოელებიც აღნიშნავენ ამას. ჭორი დაიწერა,ვითომ კვარა ლივერპულის სამიზნე იყო და უნდა გენახათ გადარეული ლივერპულის ფანები,ყველას სურს კვარა. იმედია რო მამარდა გაიყოლებს ლივერპულში,გაისად ორი ქართველი გვეყოლება ლივერპულში.
თენგო
ხვიჩა შენ შენი უნდა გააკეთო, ითამაშე შეიძლებ ეს სამი წელი მაგ უნამუსო ხელფასზე დარჩე და კონტრაქტი არ გააგრძელო( არც იმსახურებს ნაპოლი) მაგრამ ტემპი არ დააგდო და უფრო უნდა მოუმატო, რადაც არ უნდა დაგიჯდეს ფასი არ დაიკლო
გიორგი
მაგათთვის ხვიჩა 'არსაიდანაა' მოსული და ეგაა პრობლემა--რამდენს ბედავსო. კონტეც მე მგონი ეგრე ფიქრობს. თუ სკამზე დასვავენ 'დასასჯელად' 80-100 მილიონის ნაცვლად ხვიშტს მიიღებენ. ამიტომ ეს ზეწოლის საცდელ ვარიანტად მიმაჩნია. მეც მგონია რომ არ უნდა დათმოს. 2027 წლამდე კონტრაქტის პირობით კიდევ შეიძლება ითქვას რო დრო ხვიჩას სასარგებლოდ მუშაობს, 29 წლამდე გაგრძელება კი აშკარად მის წინააღმდეგ იმუშავებს.
ამატაკი
ხვიჩას დონის გათვალისწინებითაც კი სიტუაცია არაა მარტივი. ერთი მხრივ ისმის მოწოდებები, რომ ხვიჩა უნდა ეცადოს მაქსიმალური გაიღოს, თავის უკეთ გამოსავლენად. აქ გასათვალისწინებელია გარემოება, რომ ფეხბურთი მხოლოდ მოწოდებებით და თუგინდ ძალიან მაგარი მონდომებითაც კი, არ კეთდება. დღესდღეობით ფეხბურთელის ფიზიკურ მდგომარეობასთან ერთად უაღრესად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ასპექტიც. ძალიან რთულია მსგავს სიტუაციაში შეინარჩუნო ფსიქოლოგიური წონასწორობა. ამდენი ხანი გაურკვეველი სიტუაციის გაწელვა, რა და ვისი მიზეზითაც არ უნდა ხდებოდეს, ძალიან სერიოზულ დაღს ასმევს თამაშის მიმართ განწყობას. ამ მდგომარეობაში მიაღწიო ერთერთ წამყვან ლიგაში თვის საუკეთესოს წოდებას, მართლაც წარმოუდგენელ სიმამაცესა და ძალიან მაღალ დონეზე მეტყველებს. აქედან გამომდინარე კვარასთვის რაიმე ჩრდილის მიყენების მცდელობა უკეთეს შემთხვევაში უფრო შავი კატის ძებნას ჰგავს ბნელ ოთახში, ან უფრო უარესი საკუთარ ფეხში ტყვიის სროლაა მორიგ ჯერზე. როგორც ჩანს ოსიმენზე დაკარგულმა მილიონებმა ლაურენტისს ვერაფერი ასწავლა. ამ კაცის ქცევა ბიზნესზე ტრადიციულ წარმოდგენებში ნამდვილად არ ჯდება.ეტყობა ძალიან დიდი ფული ტრადიციული ბიზნესის ლოგიკით აღარ მოქმედებს.ადრე არ მჯეროდა, მაგრამ ეხლა ისეთი პირი უჩანს, ესენი აშკარა სისულელესაც იზამენ,მართლა შეიძლება დასვან სკამზე რაღაც დროით. არ იქნება ეს დიდი განსაცდელი, ამ ბიჭს თავის სათქმელი უკვე ნათქვამი აქვს და თავის გზას აუცილებლად მოძებნის.კიდევ კარგი , რომ ეს სამყარო მხოლოდ დიდი ფულით არ არსებობს, სულით პატარა კაცების დიდ ამბიციებისდა კვალად.
გენა
ბალოტი არა კუხნა. თუ კასტრულა. ჭაობი ქვია მაგას ქართულად
გენა
ხვიჩას საწინააღმდეგო კამპაია არა კვახი. მოეშვით ზღაპრებს. ჯუღელია კვარას პრობლემა და არა ლავრენტი!!!
წესით მარჯვნივ უნდა ათამაშონ
ვერ ვხვდები ნერეშს მარჯვნივ რატომ არ ათამაშებენ. პოლიტანოს ნაღდად აჯობებს. თან ეგ უფროა მაგის პოზიცია
ქომაგი
შენ არ ადგე იქიდან, რაზეც ზიხარ და ხვიჩას სად დასვამენ, არაა შენი საქმე.
ჟორა გაბრიჭიძე
ნაპოლი ხვიჩასთვის ბალოტი გახდა და თუ კონტრაქტს გაახანგრძლივებს ჩაიხჩობა კიდეც, ამიტომ ჯობია ბოლომდე გაატრაკოს. ხვიჩას სკამზე დასმა, ეს აშკარა შურისძიებაა, რომელის უფლებას ნაპოლის გულშემატკივარი არავის მისცემს.
ლადო
სანაია გამოდი გიცანით!
gzp
პენალტი რომ არა ვერცკი გავიგებდით რომ მოედანზე იყო. აქამდეც უნდა დაესვა სკამზე.
იასონას უდარი
არაუშავს,ამას გადავატანინებთ ქართველები და წავა ისეთ კლუბში სადაც დააფასებენ.კონტე იმ ტიპის მწვრთნელი არ არის რო ფეხბურთელი დაჩაგროს კონტრაქტის არ გახანგძლივების გამო,ამას მოსთხოვს და წავა. ის არც მაცარია,არც გარსია და არც თუნდაც სპალეტი,თუ კონტეს გუნდის დაყენების საქმეში ჩაერევი,სილა მოგხვდება და მწვრთნელის გარეშე დარჩები. ხვიჩას იანვარშივე შეუძლია ნებისმიერ კლუბში გადასვლა,თუ ისინი გაიგებენ რო წასასვლელად მზად არის,თუმცა არ მგონია აქამდე მივიდეს საქმე. ლაურენტისი რაც არის ვიცით,თუმცა არც კონტეა საჩუქარი. თუ ობიექტური მიზეზებით ნერეში აჯობებს ხვიჩას,მაშინ დადგება სასტარტოში. თუ ხვიჩა მაგარ ფორმაში იქნება,ფიზიკურად ვერ ამოაგდებენ სასტარტოდან.
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
კასანოს კრიტიკით დაიღალა - ლეაომ იტალიელს პასუხი გასცა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
"ჰგონია რომ ფენომენია, მაგრამ ფეხბურთი საერთოდ არ ესმის" - კასანომ ლეაო კვლავ გააკრიტიკა
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
"რომ არა პსჟ, ლიგა 1 ტუნისის ჩემპიონატის დონის იქნებოდა" - ანტონიო კასანო
დე ლაურენტისს ფულით ვერ მოთაფლავთ - აურელიომ პრინციპულობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"იამალი თუ გიულერი?" - კასანომ არჩევანი გააკეთა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
32 მილიონად ნაყიდს 80 მილიონად გაყიდის - დე ლაურენტისმა შეიძლება მაკტომინეის ტრანსფერით გვარიანად იხეიროს
კასანოს თქმით, ლობოტკას ტრანსფერზე "იუვენტუსი" და "ინტერი" ფიქრობენ - რას გადაწყვეტს სლოვაკი?