"ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, "ბაიერნს" კი არაფერი? გააფრინეთ?
ბუნდესლიგის პირველი ტურის შემდეგ დორტმუნდის "ბორუსია" ყველამ აქო, მიუნხენის "ბაიერნი" კი, ვისაც არ დაეზარა, ყველამ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. ეს კი გერმანიის მოქმედი ჩემპიონის თავკაც იურგენ კლოპს არ მოსწონს.

იურგენის აზრით "ბორუსიას" აბსოლუტურ ტოპ-ფავორიტად შერაცხვა არასწორია. საქმე იმაშია, რომ ასეთი საუბრებით დორტმუნდელები მძიმე წნეხის ქვეშ ექცევიან, რაც არცერთ მწვრთნელს არ ესიამოვნებოდა და ამ მხრივ არც კლოპია გამონაკლისი. მიუხედავად იმისა, რომ დორტმუნდელებმა "ჰამბურგთან" მართლა ბრწყინვალედ ითამაშეს, იურგენის ეიფორიის ჩაცხრობას ცდილობს.

"ბაიერნს" არაფერი შეუძლია, ჩვენ კი ყველაფერი? ეს დიდი სისულელეა! "ჰამბურგთან" ისე კარგადაც არ გვითამაშია, როგორც ეს ჟურნალისტებმა შეაფასეს. მეორე ტაიმში იყო მთელი რიგი მომენტები, როცა "ჰამბურგმა" გვაჯობა," - აცხადებს იურგენი "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

დღეს "ბორუსია" "ჰოფენჰაიმს" ხვდება - გუნდს, რომელსაც კლოპი უდიდეს პატივს სცემს. არც ესაა გასაკვირი, რადგან "ჰოფე" ერთადერთი გუნდია გასული სეზონიდან, რომელმაც "ბორუსიასთან" არცერთი თამაში არ წააგო.

თუ გახსოვთ, დორტმუნდში გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა და იმ მატჩში მომავალმა ჩემპიონმა ანგარიში მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე გაათანაბრა, სტუმრად კი, დორტმუნდელებმა ჰოფენჰაიმელებთან 0:1 წააგეს. "დორტმუნდს" "ჰოფენჰაიმთან" საერთო ჯამშიც არცერთხელ არ მოუგია: სამი ფრე, ორი მარცხი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს