სამტრედიაში კახა კალაძის სახელობის სფფ-ის საფეხბურთო ცენტრის გახნასთან დაკავშირებით, ფიფას ოფიციალური ვებგვერდზე სტატია გამოქვეყნდა: „ფიფა ფორვარდის“ მხარდაჭერით საქართველოში ახალი საფეხბურთო ცენტრი აშენდა

. სამტრედიის საფეხბურთო ცენტრი ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშის, ახლა კი თბილისის მერის, კახა კალაძის სახელს ატარებს

. ბავშთა გუნდები უფასოდ შეძლებენ ობიექტით სარგებლობას

. გახსნის ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი

სამტრედიაში ახალი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა, რომელიც ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშის, კახა კალაძის სახელს ატარებს და პროგრამა „ფიფა ფორვარდის“ ფინანსური მხარდაჭერით აშენდა. ობიექტი მოიცავს 200 ადამიანზე გათვლილ ტრიბუნას და სტანდარტული ზომის ორ სათამაშო მოედანს, რომლის გამოყენებასაც ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები და გოგონათა გუნდები უფასოდ შეძლებენ.

გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრზიდენტი ლევან კობიაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე. ირაკლი კობახიძის თქმით, ობიექტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, რომელიც ადგილობრივ ბავშვებს განვითარების და სპორტულ მიღწევებზე ზრუნვის საშუალებას მისცემს.

ღონისძიებას ასევე დაესწრო ფიფას ევროპული ასოციაციების განყოფილების დირექტორი ელჰან მამადოვი. „ჩვენთვის დიდი პატივია ამ გამორჩეული საფეხბურთო ცენტრის გახსნაზე ყოფნა, რომელიც პროგრამა „ფიფა ფორვარდის“ მხარდაჭერით აშენდა და ლეგენდარული კახა კალაძის სახელს ატარებს. ეს ობიექტი არა მხოლოდ კალაძის მემკვიდრეობაზე იზრუნებს, არამედ ადგილობრივი ნიჭიერი მოთამაშეების განვითარებაში, ქართული ფეხბურთის წინსვლაში და მომავალი ჩემპიონების აღზრდაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განაგრძობს ინფრასტრუქტურაში ინვესტიციის ჩადებას, და ჩვენ ამას მივესალმებით“, აღნიშნა ფიფას წარმომადგენელმა. კახა კალაძეს 1996-2011 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 80 მატჩი აქვს ჩატარებული. მისი საკლუბო კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო, შემდეგ კი კიევის „დინამოში“, „მილანსა“ და „ჯენოაში“ გაგრძელდა. „მილანთან“ ერთად კალაძე ორჯერ გახდა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

GFF.GE

zaza
არ ვიცი რამდენად შეეძლო კალაძეს თავისი რესურსით ასეთი ცენტრის გაკეთება , სხვის ჯიბეებში არასოდეს მიჩხრეკია , მაგრამ ვინც გამოჩნდა და უამრავი რამ აკეთა და მილიარდები ახარჯა თავის რაიონს და მთლიანად ქვეყანას , იმას ხო ძალიან უფასებს ბევრი რა .
სოსო
არა მხოლოდ და არა მარტო სამტრედიაში.ფოთში აშენდა და თბილისში,ხუთი მსგავსი პროექტი.ყველა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანადაფინანსებით და მის მოვლაზე შემდგომი პასუხისმგებლობით.კახა კალაძე სამტრედიელია,საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი და ბუნებრივია,მისი სახელი რომ მიანიჭეს,ბაზას.რა თქმა უნდა პიარიცაა,მაგრამ რატომაც არა?გააკეთეს,ხომ არ გააფუჭეს და მთავრობის სურვილის გარეშე ეგ აქმე ვერ გაკეთდებოდა.წინა მთავრობამ,ბათუმის მშვენიერ მდგომარეობაში მყოფი სტადიონი,პრეზიდენტის ერთპიროვნული სურვილით დაანგრია და ახლის სამ წელიწადში აშენების პირობა დადო.პირობა როგორც ყოველთვის,ახლაც დაარღვიეს და უსტადიონოდ დარჩენილი ბათუმის გუნდი,კინაღამ საერთოდ დაიშალა.მხოლოდ ამ მთავრობამ ააშენა ახალი სტადიონი,მაგრამ რამდენი ზიანი მიადგა ქართულ ფეხბურთს,ვინმე დაითვლის?ახლა ამის გამკეთებელი,ახლის ამშენებელს რომ დაუწყებს გინებას,პიარის გულისათვის გააკეთესო,მაგას ხომ ჰქვია,არასწორობა?თვითონ ერთ ობიექტს,ორჯერ,ზოგჯერ სამჯერაც ხსნიდნენ და სულ არ რცხვენოდათ.მგონი ბევრს ემახსოვრენა სააკაშვილი, რამის ტრიბუნით იღლიაში რომ დარბოდა მთელ საქართველოში და ხსნიდა,სულ უმნიშვნელო,ან ჯერაც დაუმთავრებელ ობიექტებს,რა არის,ქვეყანაში სამშენებლო ბუმის შთაბეჭდილება დაეტოვებინა,ხალხისათვის.ოღონდ ააშენონ და შექება და ტაშის დაკვრა,არავისთვის დამენანება.მგონი არავინ შემედავება,რომ ამ ბაზის აშენებით,ძალიან კარგი საქმე გაკეთდა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად,ფიფასაც დიდი მადლობა,ამ პროექტების თანადაფინანსების გამო.
კი, ეგრეა და უდავოდ აუცილებელიცაა !
ერთი ლამაზი ბიუსტი, ან სულაც ძეგლი მაგრა დაამშვენებდა. მარა ფულს ვინ გამოყოფს? ფიფა-უეფა ამასაც დააფინანსებს ?
სირცხვილია !
ოსიმართლე და ობიექტურობა არ გევალებთ და არც მოგეთხოვებათ, მარა მთლად ასეც არ ვარგა ?! ნამეტანი პარტიული კომენტარია... :)))
პოზიტივი
მოხარული ვარ სიახლით, კარგი იქნება ყველა რეგიონში იყოს მსგავსი. ერთი რამ მაინტერესებს, მიუხედავად იმისა რომ დარწმუნებული ვარ კახას ჩართულობით მოხდა ეს პროექტი და მადლობა მას, აქამდე რა ფინანსურ რესურსებან იყო დაკავშირებული ისეთთან, რომ მას არ შეეძლო პირადი ხარჯებით მსგავსის გაკეთება. ან სხვა ქალაქებში ნუთუ ერთი ადამიანი არ გამოინახება რომ მსგავსი აჩუქოს თავის ქალაქს, როდესაც მომავალი თაობების მომავალზე დაუბრობთ. გულდასაწყვეტია.
ფესი
სამტრედიამ არ შეიძლება ე ლიგის თამაშები რომ ჩაატაროს მანდ ? განათება მაინცაა
G.LA
სტადიონები როცა ვინმეს სახელს ატარებენ, იმ პიროვნებების ძეგლს ან ბიუსტს დგამენ ხოლმე შესასვლელთან და ამ შემთხვევაში როგორ იქნება?
alexandre
ვინმე იტყვის პიარიაო. ალბათ კი! მაგრამ რეალურად ხომ აშენდა! და რამდენი ამ 12 წელიწადში. წინა 9 წელიწადში მხოლოდ სტადიონების დანგრევა ხდებოდა. ან ტყუილზე აგებული პიარი (თუნდაც 70 საავადმყოფოს აშენება და აპარატურით აღჭურვა)
ანუ ?
"ფიფა ფორვარდმა", ანუ ფიფამ დააფინანსა ?
ქომაგი
კარგია ძალიან. ნეტავ ყველა ქალაქში იქნებოდეს მასეთი 1 სავარჯიშო მოედანი მაინც ბავშვებისათვის. წარმატებები
მიჩინიო
კორუმპირებულები ერთმანეთს ეხიდებიან პროპაგანდით და პოპულიზმით, ჩვეულებრივი ამბავია.
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს