ნეაპოლური მედია ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გაგრძელების საკითხს ისევ ფართოდ განიხილავს. Areanapoli-ს მტკიცებით, ფეხბურთელის აგენტი მამუკა ჯუღელი თავისი კლიენტისთვის შეთავაზებული წლიური გასამრჯელოს, 5-6 მილიონზე გაცილებით მეტს, დაახლოებით 8 მილიონს მოითხოვს, მოლაპარაკებები განახლების მოლოდინში შეჩერებულია და მხარეები შეთანხმებასთან შორს არიან. აღნიშნულია, რომ „ნაპოლი“ თანახმაა ხელშეკრულებაში ოსიმენის მსგავსად 120-მილიონიანი გამოსყიდვის პუნქტი შეიტანოს, აგენტი კი, როგორც ჩანს, თანხის 80 მილიონამდე შემცირების სურვილს გამოთქვამს, რათა პოტენციური მყიდველები არ დააფრთხონ და მომავალში ტრანსფერის გაჩარხვა გახდეს შესაძლებელი.

რადიო Kiss Kiss-ის დირექტორმა ვალტერ დე მაჯომ განაცხადა, რომ კლუბმა შეცდომა დაუშვა, როდესაც მოპოვებული სკუდეტოს შემდეგ კვარაცხელიას ხელფასი არ მოუმატა, ახლა 5.4+0.6 მილიონის გადახდაზეა თანახმა და თუ ფეხბურთელს ვერ დაიყოლიებს, მისი მსურველი კლუბებისგან კარგ წინადადებას დაელოდება.

ამ საკითხზე Sportitalia-ს საიტზე წერილი სატრანსფერო ექსპერტმა ალფრედო პედულამ გამოაქვეყნა: „ხვიჩას პრობლემა უეცრად როდი წარმოიშვა, ეს ისტორია უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. მას კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისს ეწურება, რაც ყველამ იცის. საჩემპიონო სეზონში „კვარა“ მთავარი გმირი იყო, ერთადერთი არა - სამ მთავარ გმირს შორის. ქართველისთვის ანაზღაურების დამსახურებულად და კანონიერად გაზრდის მოლოდინში აგენტი რამდენიმე თვე ქალაქში იმყოფებოდა. ამან შედეგი ვერ გამოიღო და კვარაცხელიას 1.5-მილიონიანი გასამრჯელო დაუტოვეს, რაც ბევრად ნაკლებია იმასთან შედარებით, რამდენიც ეკუთვნის.

ახლა შეიძლება ნებისმიერი არჩევანი გააკეთოს და ამას პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ. კლუბმა ჩინებული პირობების შექმნით ფოკუსირება ოსიმენზე არჩია, ხოლო ფენომენალური ქართველი უყურადღებოდ დატოვა და როგორც უკვე ადრე გითხარით, მოთხოვნა მინიმუმ 8 მილიონს შეადგენს. ეს წყენა ან ხელების გადაგრეხვა არაა. ეს არის ლოგიკური, მკაფიო და თანმიმდევრული ხაზი, ვინც თვლის, რომ ის უგულებელყოფილი იყო, როდესაც ამის დრო იყო. შეუძლია თუ არა ფეხბურთელს კომპრომისზე წასვლა? არ ვიცი, ეს, რა თქმა უნდა, პრინციპის საკითხია.

დე ლაურენტისი ამბობს, რომ თუ ხვიჩა წავა, მის გარეშეც გავლენ ფონს. ცხადია, ორმხრივ თამაშთან გვაქვს საქმე. აქ ლოგიურია მსჯელობა: როდესაც სეზონში 1.5 მილიონს გამოიმუშავებთ, ხელფასს არ გიმატებენ და ვიღაცა ხუთჯერ ან ექვსჯერ მეტს გთავაზობს, ლოდინის რეჯიმში ყოფნა ნორმალურია. შეიძლება ბანალურია, მაგრამ ჩემი აზრით, რაც არ უნდა მოხდეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, დაპირისპირება არ გაღრმავდეს“.

სოსო
პირველივე სეზონის ზამთარში,ან თუნდაც უკვე გაჩემპიონების შემდეგ,ნაპოლის კეთილი ნების ჟესტით,ხვიჩასთვის ხელფასი ცალმხრივად,3-3,5 მილიონამდე რომ გაეზარდა,ხვიჩა დღეს ხმის ამომღები არ იქნებოდა.უსამართლობის და უპატივცემილობის განცდა აიძულებს,არც ერთ პირობას არ დათანხმდეს და დე ლაურენტისისაგან წავიდეს.რა თქმა უნდა,უკვევ მაშინვე მეტსაც იმსახურებდა,მაგრამ დე ლაურენტისის მხრიდან საკუთარი კეთილი ნებით ამის გაკეთებას დაუფასებდა.დღეს აღარაფერზე აღარ არის სალაპარაკო და არც საყვედურის მორალური უფლება აქვს ვინმეს.
კისისხეველი
ვიღაცეები ამბობენ ,,ძმაო ბიზნესია, იყიდა იაფად და ხელფასიც დაუნიშნა დაბალი და პატივი უნდა სცეს ამ გარიგებას". გასაგებია რომ ბიზნესია, მაგრამ ხვიჩას მიერ ნაჩვენები შედეგების მიხედვით, ხომ არ არის შესაფერისი ხელფასი, თანაც ამ მხრივ თანაგუნდელების ხელფასებთან შედარებითაც ხომ დაჩაგრულია. შესაბამისად, ვინც გინდა იყოს, ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდება,რბილად რომ ვთქვათ,იმის აზრი რომ დაუფასებელია. ხვიჩაც ადამიანია და ეს ყველაფერი მაგაზე და მის თამაშზეც მოქმედებს. ჰოდა ძალიან მნიშვნელოვანია მორალურად რამდენად მზად არის ხვიჩა შევიდეს ამ დაპირისპირებაში და რამდენად მაგრად იმოქმედებს მისი გარემოცვა. მე მინდა რომ გამოიჩინოს მტკიცე ხასიათი და გაუძლოს ნებისმიერ წინააღმდეგობას და მიაღწიოს სასურველ შედეგს.ამ ბიჭს ამ მოკლე დროში ქართული ფეხბურთისთვის და ზოგადად ფეხბურთისთვის ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული. ყველაფერი საუკეთესო ეკუთვნის ხვიჩას.
რეალისტი
ოპტიმალური შეთანხმება იქნება ორივე მხარისთვის - 7 მილიონი ხელფასი და 100 მილიონი გამოსასყიდი ამ ეტაპზე. ორივე მხარემ უნდა დათმოს ჩემი აზრით. კონფლიქტის გაღრმავება ორივეს დააზიანებს.
მათე-ს
აცადე პერეგავორები
რომან ბეჟანიძე
ჩემი პირადი აზრია რომ ხვიჩა არ უნდა დათანხმდეს ლაურენტას არცერთ წინადადებას. ლავრენტას შანსი ქონდა მისი წინადადებები შეეთავაზებინა საჩემპიონო წელს და ხვიჩაც დათანხმდებოდა. ახლა ლავრენტას მხოლოდ თანხმობა ხვიჩას პირობებზე სხვა არცერთი ვარიანტი არ უნდა მიიღოს ხვიჩამ. მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის ხვიჩას რა უნდა, მთავარია მას რაც უნდა ის მიიღოს. წელს თუ ხვიჩა არ გაახანგრძლივებს კონტრაქტს და ჩემპიონს გახდის ნაპოლის, ლავრენტა თავში ხელს ჩაირტყამს რომ 8 მილიონი ხელფასი და 80 მილიონი გამოსასყიდი არ ჩაუწერა იმ ადამიანს ვინც 10 მილიონად იყიდა და 3 წელიწადში 2 ჯერ ჩემპიონი გახადა უფასოდ დაკარგავს და ზუსტად ვიცი პსჟ 15 მილიონს გადაუხდის ხელფასს თუ ხვიჩა 2025 წლის ზაფხულში მოინდომებს პსჟ ფორმა მოირგოს 6 თვე ფიფას სასჯელი მოიხადოს და იანვარში ექნება თამაშის უფლება ითამაშოს პსჟ-ში არც ფრანგები იქნებიან წინააღმდეგი. ასე რომ ხვიჩამ არცერთი ნაბიჯი უკან არ გადადგას. ღმერთი შენსკენ ჩვენო ვაჟკაცო. გახსოვდეს არასდროს არ დაიხიო უკან ისე როგორც შენ იცი და გშვენის. რის გამოც ხალხს ასე უყვარხარ შენი წინსწრაფვაა.
მათე
რითი ვერ მიხვდა ხვიჩა რომ ამ კაცს დაანების თავი, დაღუპავს რა ეს ჯუღელი, ძალათ აგენტი..
დდდ
ძალიან ობიექტური სტატიაა და ალფრედო პედულაც სრულიად სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სანდო და ავტორიტეტულ ექსპერტად. ზუსტად აღწერს მოვლენებს და კონფლიქტის წარმოშობის მიზეზებს. განმარტავს, რომ ხვიჩას მხრიდან ეს არაა წყენა და ხელის გადაგრეხვის მცდელობა, რითაც მიანიშნებს, რომ წყენების და ბოღმების დიდოსტატი მეორე მხარეა, და იქვე განმარტავს, რომ ხვიჩას მხრიდან კომპრომისი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ეს პრინციპის საკითხად მიაჩნია, რითაც კიდევ ერთ მინიშნებას აკეთებს იმის თაობაზე, რომ თუ ფეხბურთის თამაშს არ ჩავთვლით, ხვიჩა კომპრომისების მეტს არც არაფერს აკეთებდა ნეაპოლში ჩასვლის დღიდან... ეს კი პირდაპირ მოწოდებად უნდა ჩაითვალოს, რომ კომპრომისი ახლა მეორე მხარემ უნდა გააკეთოს... რავი, მე ეს აზრი გამოვიტანე და ამ ჟურნალისტს ვერ დავემდურები..
David
30 წლის შემდეგ პირველად მოიპოვეს სკუდეტო და ამაში ხვიჩას დიდი წილი დევს. ლაურენტისი კი უმადური და ინამუსო არაკაცი გამოდგა. გამოიყენა ჯუღელის გამოუცდელობა, ბიჭი კაპიკებში იყიდა და ცენტიც კი არ მოუმატა სკუდეტოს აღების შემდეგ. ეხლაც მაგრა უსინდისოდ ექცევა. ჩემი აზრით ხვიჩამ ნაპოლი უნდა დატოვოს. ის ყოველთვის იპოვის გაცილებით უკეთეს გუნდს!
გიორგი
წუწურაქო ლავრენტა, გაუშვი კვარა, თორემ ოსიმენივით ესეც უფასოდ გაგექცევა.
G.LA
თქვენც მაგარი უმადურები ყოფილხართ ნეაპოლელი ჟურნანისტებ გულშემატკივრიანად. არავინ ხმა არ ამოიღეთ კვარას სამადლობელოდ გასამჯელოს მომატებაზე, ისე კი მთელი საჩემპიონო წელი კცარაჯიო კვარადონას ძახილში იყავით და კვარას გუნდში ყველაზე დაუფასებელი გასამჯელო რომ ქონდა ყველას გეკიდათ, ახლაც გკიდიათ ვატყობ.
მამარდაშვილი "რეალში" კურტუას შესაძლო შემცვლელად - ესპანური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
"იმსახურებს თუ არა კვარაცხელია "ოქროს ბურთს"? - საფონოვმა ამ კითხვაზე უპასუხა
[VIDEO] "მე ასე გეუბნები!" - დე ლაურენტისისა და კონტეს გიჟური პრესკონფერენცია
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] "არსენალმა" სტუმრად "ნაპოლის" მოუგო - "სპორტინგმა" "გალათასარაის" თამაში შემოუტრიალა
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
კვერნაძით, რომლის ფასი გაორმაგდა, "რომა", "ნაპოლი" და პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
"ეს რა დაბრკოლება იქნება?!" - დე ლაურენტისმა დე ბრუინისა და ლუკაკუს მომავალზე საინტერესო განცხადება გააკეთა
რა შარში გაყო თავი - "ნაპოლის" ალეგრი ჩაიბარებს
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
შვილის ფეხზე დასაყენებლად დედა "ბეტისში" დამლაგებლად მუშაობდა - ფაბიან რუისმა დედის როლზე ისაუბრა
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
"ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა გვჭირდება. ვნახოთ, რამდენად შეასრულებს ჩემს მოთხოვნას" - დე ლაურენტისმა ალეგრიზე ისაუბრა