გუშინ, 29 ოქტომბერს, "ნიუკასლმა" თბილისის "დინამოდან" ვახტანგ სალიას ტრანსფერი ოფიციალურა დაადასტურა. 17 წლის ქართველი ფეხბურთელი "კაჭკაჭებს" 2025 წლის აგვისტოში შეუერთდება, იქამდე კი იჯარით კვლავ თბილისურ კლუბში ითამაშებს.

სალიას ტრანსფერს "ნიუკასლის" ყოფილი ქართველი ფეხბურთელი თემურ ქეცბაია საკუთარ "ინსტაგრამ" გვერდზე გამოეხმაურა.

"ვახო სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერით აღფრთოვანებული ვარ. ეს ის კლუბია, სადაც კარიერის საუკეთესო წლები გავატარე და იმ წლებს ვერაფერს შევადარებ. ვახოს კი ვუსურვებ წარმატებულ და ხანგრძლივ კარიერას იმ კლუბში, რომელსაც ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და პრემიერლიგის ერთ-ერთი მოწინავე კლუბია.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტრანსფერის შემდეგ კიდევ უფრო მეტს იმუშავებს, რათა რაც შეიძლება მალე მიაღწიოს მიზანს და ყველას დაუმტკიცოს, რომ "ნიუკასლმა" მისი შეძენით სწორი არჩევანი გააკეთა.

ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან საქართველოს ნაკრების წარმატებული პერიოდი კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდეს და გაძლიერდეს. წარმატებები ვახოს, წარმატებები საქართველოს!", - წერს ქეცბაია "ინსტაგრამზე".

შეგახსენებთ, თემურ ქეცბაია "ნიუკასლის" ღირსებას 1997/2000 წლებში იცავდა, "კაჭკაჭების" რიგებში მან 108 მატჩი ჩაატარა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და 12 საგოლე პასით გამოიჩინა.

ფულზე საიდან მოგდით თავში ამდენი შეკითხვები? რაის ფეხბურთი რა უნდა ეშველოს ფეხბურთს საქართველოში გადაგვარებული გაქვთ ყველაფერი. მე მხოლოდ სპორტული კუთხე მაინტერესებს არასდროს არ მომდის თავში ეგეთი Fულის შეკითხვები. ვინ რამდენ პროცენტს მიიღებს კიდე მერე იმის შემდეგი ტრანსფერიდან ა.შ. მაგის გულზე შეუძლიათ ჩაშალონ ტრანსფერი. იმენა წილში ჩაჯდომაზე არიან სუყველა დიდი და პატარა, ეხლა კიდე სამხრეთ ამერიკის ბაზარი ამოქექა ვახ ბიჭო საიდან მოსდით თავში ეს ყველაფერი. არა რა ამ ქვეყანას არ ეშველება არაფერი, თუ არ მოვიდა ვიღავა დიქტატორი
გიორგი
გააჩნია რას იკითხავ. სადღეისოდ დინამო თბლისის ფეხბურთელია თითქმის ერთი წელიწადი და რამდენად აზრიანია შეკითხვა ერთ წელიწადში სხვა გუნდის ძირითადის წევრი იქნება თუ არა? ერთ წელიდაში ბევრი რამე შეიძლება მოხდეს რაც განაპირობებს იქნება ის ძირითადის წევრი თუ არა, გინდაც კონტრაქტში ყოფილიყო ასეთი შეთანხმება, რაც როგორც წესი არ არის ხოლმე. მე არ დამიწერია 'ანლაიქი' მაგრამ მესმის რატომაც ვინმეს შეეძლო დაეწერა.
ნაპოლეონი
ფაქტი თავისთავად კარგია მაგრამ,არის ერთი მაგრამ. . . მე ეს ბიჭი მაინტერესებს მხოლოდ იმის გამო რომ საქართველოს ნაკრებს გამოადგეს. . .ჩემი არც ნათესავია არც მეზობელი და არც ძმაკაცის შვილი...როგორც წესი ამ ასაკის ფეხბურთელებს ბრაზილიაში არფენტინაში ურუგვაიში თუ კოლუმბიაში როცა ყიდულობენ ჩემოდნებით ფულსაც იხდიან. . .მაინტერესებს ტრანსფერის დეტალები. . .თუ მუქთად წავიდა ყველაფერი ნათელი იქნება ჩემთვის და ეს ბიჭიც იმ კოჰორტას შეუერთდება სუპერპერსპექტიულები რომ იყვნენ და . . .
Walkabout
ვაახ რანაირი ხალხია, ქვემოთ ვიკითხე ძირითად გუნდში თუ იქნებაო და იმის მაგივრად ეპასუხათ ანლაიქები დამიწერეს ))))), შეკითხვაც კი არასწორად ჩამითვალეს ))))))))), ანუ არ შეიძლება ეგ მაინტერესებდეს თუ როგორაა?))))
სოსო
გენაცვალე ქეცბა! სულ ვამბობ, რომ მეტი ქეცბა ქართულ ფეხბურთს და მეტი ქეცბა საქართველოს და ყველაფერი ბევრად უკეთ იქნება. წარმატებები ვახოს და ყველა ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს!
Walkabout
ძირითად გუნდში იქნება?
ქეცბას
წარმატებები შენ, ნაღდო ქართველო კაცო. აი, შენნაირები თუ ბევრი გვეყოლება ქართველებს, ნაღდად მაგარი ქვეყანა ვიქნებით.
[VIDEO] "ხვიჩაზე ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ..." - კალაძემ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
[VIDEO] "მხითარიანი კვარაცხელიაზე უკეთესი ფეხბურთელია" - რა რეაქცია ჰქონდა კალაძეს სომხური წარმოშობის რუსი ჟურნალისტის ამ ნათქვამზე
"სპორტინგი" ქოჩორაშვილის "სევილიაში" გადასვლას აფერხებს - რა ხდება ტრანსფერთან დაკავშირებით?
18 წ. | როტაციით სამხრეთ აფრიკასთან
ლოზანას გრანდ-სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს U16 ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება
"მეცს" წიტაიშვილის დაბრუნება სურს
65 მილიონი ფერანის სანაცვლოდ - ფეხბურთელს პსჟ-ში სურს, "ბარსა" კი სოლიდური თანხის მიღებას გეგმავს
როგორ ზრდიდა ფეხბურთელების თანხას - ნეიმარის ყოფილმა აგენტმა სქემა გაამხილა
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
"ლეო, უბრალოდ წადი სახლში..." - დი მარიას ემოციური წერილი მესის
"შევჩენკოს დამატება არასდროს მინდოდა" - მოურინიომ უკრაინელის ტრანსფერი გაიხსენა
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
"ლივერპულის" მწვრთნელმა ბოლო ორ შეხვედრაში მარცხის მიზეზი დაასახელა
"ხანდახან ცოლს ვეუბნები, ეცადე, ზოგჯერ სახე საჯაროდ გამოაჩინო, ის კი ამას მპასუხობს..." - დემბელემ მეუღლის შესახებ ისაუბრა
U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
ლუკა დინი პსჟ-ში დაბრუნდა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-2 დინამო თბ. 73 წუთი იწვალა და ორ წუთში დაამთავრა...
"ტრაპზონსპორი" "ლივერპულის" კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს
ოფიციალურად: მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის პიოტრ იანს დაუპირისპირდება
"მეკარეები უშანსოდ იყვნენ" - ალისონის და მამარდაშვილის თამაში შეაფასეს
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"სალია იჯარით ალბათ ამ ქვეყანაში წავა... გეტყვით, რატომ შეუძლიათ ეროვნულ ნაკრებში მასსა და კვარაცხელიას ერთად თამაში" - ქართველი სკაუტი ახალგაზრდა ტალანტზე
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
დღეს ზურიკოც არ იქნება, "კვარა" გამოტოვებს, "ჟორჟი" დაასრულებს - "ჩაკვესა" და საბას მატჩები...
გარიგება შედგა - ტონალი "ტოტენჰემს" 100 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდება
ბრუნო გიმარაეში "არსენალის" მთავარი სატრანსფერო სამიზნეა - "მეთოფეები" მეორე წინადადებას ამზადებენ
"ნიუკასლმა" 17 წლის ქართველ თავდამსხმელს კონტრაქტი გაუფორმა
ვახტანგ სალია კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს
"სალიასთვის ბრძოლაში ტოპ კლუბები დავამარცხეთ" - "ნიუკასლის" სპორტულმა დირექტორმა ქართველ ახალწვეულზე ისაუბრა
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ედი ჰაუმ "ნიუკასლი" დატოვა - "კაჭკაჭებმა" მისი შემცვლელი შეარჩიეს
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
[VIDEO] სალიამ "ნიუკასლში" ოფიციალურ მატჩში სადებიუტო გოლი გაიტანა
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
გიმარაეშმა "ნიუკასლს" აცნობა, რომ კარიერის "არსენალში" გაგრძელება სურს
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
"ნიუკასლის" კაპიტანი კარიერას ლონდონის "არსენალში" გააგრძელებს