..."და, რაც კი ქვეყნად ამ ჩემს თვალს უეცრად მოეჩვენების, მარტოდენ ანარეკლია მაგ ღვთაებრივი შვენების..." - გალაკტიონი სათქმელს მარტივად და ყოვლისჩამწვდენად არა, მაგრამ ზუსტად და მოხდენილად ამბობს. ის, რისი შემოთავაზებას ხვიჩა კვარაცხელიას მოედანზე შეუძლია, მართლაც რაღაც ზებუნებრივია, ჩვენთან ჯერარნახულად შემოჭრილი და ჟანგბადით გაჯერებული.

არსებობს მატჩები, რომელთა წინაც მკითხველიც შეამჩნევს, რომ კვარაცხელიას გოლის განსაკუთრებით გვწამს. ესაა, როცა თითქოს მის კრიზისსა და ცუდ ფორმაზე საუბრობენ და მაშინ, როცა რაღაც ცუდი სერია უნდა დასრულდეს და ახალი დაიწყოს.

ხშირად ჩვენი წინათგრძნობა მართლდება, ხვიჩა კი ჟესტით ვითარებას ეხმაურება. ახლა გვჯეროდა ასე, "ნაპოლის" "მილანთან" მოუგებელი სერია უნდა დაესრულებინა და "კვარასაც" უნდა გაეტანა მეკარე მენიოსთვის, ერთ დროს ვინც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პენალტის ბადეში გახვევა არ დაანება, რაც შემდეგ ცოტა ხნით ქართველის ხასიაზეც აისახა.

ნეაპოლელთა მაისურით "კვარადონას" უკეთესი მატჩები გვინახავს, თუმცა ეს იყო შემთხვევა, როცა ფეხბურთელი კლასის დემონატრირებას ახდენს და ასე იშვიათად ჩავარდნილ საგოლე შანსს მაღალოსტატურად იყენებს. საერთოდაც, 77-ე ნომრისთვის ეს იდეალური ვითარებაა, როცა ბურთს მარცხენა ფლანგზე იღებს, ცენტრში შედის და ურტყამს. თანაც, გავიხსენოთ ამ დროს მინდორზე არსებული ვითარება - კონტეს გუნდს ერთბურთიანი უპირატესობა ჰქონდა, ტრადიციულად, ინიციატივას მოწინააღმდეგეს უთმობდა და საგოლე ეპიზოდი თუ ექნებოდა, მილანელები იქეთ უნდა დაესაჯა. ყველაფერი ასეც მოხდა და ხვიჩამ საბოლოო შედეგის კონტურები პირველივე ტაიმში მოხაზა.

მნიშვნელოვანია, ფეხბურთელის თამაში გუნდის ტაქტიკაში განვიხილოთ. კვარაცხელიას დაცვაში საკმაო დროის გატარება უწევს და თუკი მისი გუნდი კონტრშეტევას ახორციელებს, ჩვენებურს დიდი მანძილის, საკუთარი ნახევრიდან, დაფარვა სჭირდება. ამ დროს შესაძლოა, ბევრი იყოს ბურთის დაკარგვა, თანაც "კვარა" ხომ ის სტილის ფეხბურთელი არაა, დრიბლინგზე, თუნდაც რამდენიმე მეურვის გარემოცვაში, არ იფიქროს და ზედმეტი რისკის ასარიდებლად, სიტუაცია დაამშვიდოს. გასაგებია, გულშემატკივრები მისგან რამდენჯერმე ითხოვენ იმას ან არანაკლებს, რაც ერთხელ გააკეთა, მაგრამ ანტონიოს ფეხბურთში ცოტა სხვაგვარადაა, სპალეტის გუნდთან პირდაპირ შედარებას ვერ გავაკეთებთ. რასაც დღეს ვხედავთ, წინა სეზონთან შედარებით გაცილებით ორგანიზებული, ზონებს შორის დაბალანსებული და "მოწყურებული" გუნდია. ყველაფერს თავისი ღირებულება გააჩნია.

რამ შეიძლება შეუქმნას საფრთხე "ნაპოლის" დღევანდელობას? გუნდი გადაეჩვია გაშვებას და შესაბამისად, თუკი თამაშის გადარჩენის საჭიროება დაუდგება, მასთან ცოტა გაუცხოება ექნება. მეორე - შეუძლებელია, მსგავსი ტაქტიკის დროს თავი ყოველთვის ისე დაიცვა, როგორც ეს "მილანთან" მოხდა. იქ მცირე თამაშგარის გამო გოლის გაუქმება და სხვა ფაქტორები იყო, რომლებიც ყოველთვის ვერ იმიშავებენ. "ნაპოლის" ამბიციების შესახებ უფრო მეტს ნოემბრის შემდეგ ვიტყვით, როცა გუნდი დატვირთულ კალენდარსა და ძლიერ მეტოქეებს გადააბიჯებს!..

რობი
მოხდა ისე როგორც ვივარაუდე ამ მატჩის დაწყებამდე :) _"მოკლედ არ უმართლებს ხვიჩას მისი ფლანგის ფეხბურთელებში, სპინაცოლა, მაკტომენე ოლივერა, საერთოდა ვერ იძლევიან შეტევის გამამწვავებელ პასებს, განსაკუთერებით ჩლუნგია მაკტომენე ამ კომპონენტში. დღეს თუ გაიტანა გოლი ხვიჩუნეეზემ ეს იქნება თავიდან ბოლომდე მისი შექმნილი საგოლე მოქმედება რობი 21:04 29-10-2024"
ირმა კვარაცხელია
კვარამ ,წალენჯიხიდან გაუტანა გოლი მილანს
ზვიადი
ყველაფერი გვაქვს ქართველებს სერია "ა"-ში - გოგლიჩიძე გააძევეს
Anjelo Antei
კვარამ მაგარი ხია გუშინ არაფრიდან სოლოზე, აი ეს არის განსხვავება მასა და ნერეშისნაირ გაპიარებულ ფეხბურთელებს შორის. მოუკლო დრიბლინგებს მიტომ რო კონტე სწრაფად ითხოვს პასის გაცემას ყველასგან მეტოქის მესამედში სწრაფად გადასასვლელად და მათშორის კვარასგანაც ეს კი დრიბლინგის შესაძლებლობას ერთიორად ამცირებს. მაკტომინეი ეგოისტი ფეხბურთელია არც ათიანის სქილები აქვს მაგრამ მაინც ამიდან იწყება შეტევები ერთი პლუსი კი აქვს ის რომ ბევრს დარბის, გადაწყვეტილების მიღებისას კვარა იმითაც ხელმძღვანელობს თუ რა ანგარიშია და უკვე გატანილი აქვს თუ არა გოლი. როცა გოლი ჯერ არ აქვს გატანილი, მაშინ თვითონ უფრო აქტიურად უტევს, დამოუკიდებლად. თუ გოლი უკვე გატანილი აქვს, მაშინ 80% შემთხვევებში ეგეთ სიტუაციებში პასს აკეთებს. 2-3 პასი თუ გაუფუჭეს, მერე იკიდებს პასებს და ისევ თვითონ მიდის კარზე. ასეთი ფილოსოფია აქვს.
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე