ზემძიმე წონაში ერთ-ერთი ძირითადი პროფესიული საკრივო ასოციაციის, WBA-ს ვერსიით მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ბრიტანელმა დევიდ ჰეიმ ძმები კლიჩკოების ბიზნეს-მეთოდებზე თავისი არცთუ დადებითი აზრი საჯაროდ დააფიქსირა.

ზემძიმე წონაში ერთ-ერთი ძირითადი პროფესიული საკრივო ასოციაციის, WBA-ს ვერსიით მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ბრიტანელმა დევიდ ჰეიმ ძმები კლიჩკოების ბიზნეს-მეთოდებზე თავისი არცთუ დადებითი აზრი საჯაროდ დააფიქსირა.

მოგეხსენებათ, უკრაინელი ძმებიდან უფროსი, ვიტალი კლიჩკო მსოფლიოს ჩემპიონი WBC-ს ვერსიითაა, ხოლო ორი დანარჩენი ძირითადი ასოციაციის – IBF-ისა და WBO-ს ჩემპიონი ვლადიმირია.

ჰეის აზრით, კლიჩკოებთან ბრძოლის შესახებ შეთანხმების მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია და მათი ასეთი მიდგომა პროფესიული კრივის ზემძიმე დივიზიონს დიდ ზიანს აყენებს.

"ჩემი აზრით, მათი მეთოდები ჩვენს წონით კატეგორიას აზარალებენ. კლიჩკოების გამო სხვა მოკრივეებიც იჩაგრებიან და მთლიანად პროფესიული კრივიც. ეს იმიტომ ხდება, რომ უკრაინელები თავის სავარაუდო მეტოქეებს სთავაზობენ აბსოლუტურად მიუღებელ კონტრაქტებს, რომლებშიც მხოლოდ მათი პირადი ინტერესებია დაცული. თანაც, კლიჩკოები მასმედიითაც კარგად მანიპულირებენ – პრესა მათ გმირებად აცხადებს და ნებისმიერ სადავო სიტუაციაში მათ მხარესაა.

ძმებს, როგორც სპორტსმენებს პატივს ვცემ, მაგრამ მათი ბიზნესმენობა ასეთივე პატივისცემას როდი იმსახურებს. გავა დრო, ხალხი კლიჩკოების ბიზნეს-მეთოდებზე მეტს შეიტყობს და ძმების ავტორიტეტიც საგრძნობლად დაეცემა" – აცხადებს ჰეი.

ვიტალი კლიჩკოს მართლაც გაუჭირდა მომავალი ბრძოლისთვის მეტოქის მოძიება. უკრაინელის თქმით, მასთან შერკინებაზე პოლონელმა ტომაშ ადამეკმა უარი განაცხადა, ხოლო ბრიტანელმა ჰეიმ საერთოდ არაფერი მიპასუხაო.

"დიდი სურვილი კი მქონდა, დევიდ ჰეისთან მეჩხუბა, მაგრამ ბრიტანელმა პასუხი არა და არ მაღირსა. მას ეშინია, იმიტომ რომ იცის – კლიჩკოს დამარცხების მინიმალური შანსი აქვს. ტომაშ ადამეკს ანალოგიური წინადადებით მივმართეთ, მაგრამ პოლონელმა ჩემთან შეხვედრა არ ისურვა. შესაძლოა, შენონ ბრიგსს შევერკინები. მასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ გადაწყვეტილი ჯერჯერობით არაფერია", - აღნიშნა ჩემპიონ ძმათაგან უფროსმა, ვიტალი კლიჩკომ.

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა