ეს ამბავი ჯერ კიდევ იმდროინდელია, ფეხბურთს რომ სამკუთხედად დაშვებული ბადეებით თამაშობდნენ და გამარჯვებისთვის გუნდი სამის მაგიერ, ორ ქულას იღებდა.

ტრიბუნებზე ინდივიდუალური სკამების ნაცვლად, ფიცარნაგები იყო დაგებული, და სტადიონი ბევრად მეტ მაყურებელს იტევდა. მოგვიანებით, კომფორტმა დაჩაგრა რაოდენობა.

გინახავთ დადუმებული ორასი ათასი ადამიანი, გაყინული პირისახითა და არაფრისმთქმელი მზერით?!

ბრაზილიური საფეხბურთო წრეები ყველაფერს მუასირ ბარბოსას აბრალებდნენ. ახლა ვინღა გამოარკვევს, იქნებ მართლებიც იყვნენ.

განსხვავებით სხვა ტურნირებისაგან, რომელთა ფინალი ერთმატჩიანია, 1950 წლის საფეხბურთო ჩემპიონატს ოთხი ფინალისტი ჰყავდა, რომლებსაც ერთმანეთში წრიული სისტემით უნდა ეთამაშათ. მასპინძელმა ბრაზილიამ იოლად მოახერხა ჯერ შვედეთის (7:1), შემდეგ კი ესპანეთის (6:1) დამარცხება და ურუგვაისთან მესამე მატჩში ფრეც აწყობდა. ამ უკანასკნელთ კი, მხოლოდ შვედეთს დამარცხება მოახერხეს(3:2) , ესპანეთთან კი ფრეს გამორჩნენ(2:2), ამიტომ ბოლო მატჩში ერთადერთი მიზანი ჰქონდათ - გამარჯვება.

ბრაზილიის დამარცხება მარაკანას სტადიონზე? ალბათ მხოლოდ ყველაზე მეოცნებე ურუგვაელები თუ გაივლებდნენ, გულის ყველაზე მიყრუებულ კუნჭულში. მარაკანაზე, სადაც მატჩს ოფიციალური მონაცემებით 173.000 ადამიანი დაესწრო, ზოგიერთი არაოფიციალური ცნობით კი 200.000-სსაც გადასცდა.

როგორ უნდა დაამარცხო აშკარა ფავორიტი მასპინძელი, რომელმაც ფინალამდე 21 გოლი გაიტანა? ამასთან დაკავშირებით ურუგვაელთა კაპიტანს თავისი გეგმები ჰქონდა.

ობდულიო ვარელამ, მატჩის დილას, ადგილობრივი პრესის უამრავი ეგზემპლარი იყიდა, სადაც ბრაზილიის ნაკრები მატჩამდე გამოაცხადეს გამარჯვებულად, სააბაზანოში დააფინა და თანაგუნდელებს მოუწოდა, შეურაცხყოფა მიეყენებინათ ჟურნალ-გაზეთებისთვის.

მოტივაცია საკმარისი არააო და მწვრთნელის ტაქტიკაშიც ჩაერია კაპიტანი. ხუანიტო კი გადასარევი კაცია, მაგრამ ცდება, დღეს თუ დაცვაში ჩავდექით, ესპანეთის და შვედეთის ბედს გავიზიარებთო, გუნდელებს უთხრა.

მატჩი დაიწყო, ყოჩაღად იგერიებდნენ ბრაზილიელთა შეტევებს ურუგვაელები და ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მატჩის განახლებიდან ორიოდ წუთში ბრაზილიელთა შემტევმა, ფრიაკამ, ურუგვაელებს გაუტანა და ყველამ იფიქრა, რომ ურუგვაი გატყდა. ყველამ, გარდა კაპიტნისა. ვარელამ ბურთი ცენტრში დადო და თქვა: ახლა მოგების დროა!

აქედან კი იწყება პატარა ურუგვაული ზღაპარი, რომელსაც ათეული წლები მოიგონებენ, რომელსაც ბავშვებს ძილის წინ მოუყვებიან.

66-ე წუთზე ურუგვაიმ პირველი გოლი გაიტანა, და იმედის მცირე ნაპერწკალი გააჩინა.

ერთ ინტერვიუში, მატჩის მთავარი ტრიუმფატორი ალსიდეს გიდჟა ურუგვაიში გატარებულ ახალგაზრდობაზე ყვება. თურმე ბავშვები ხშირად ჭარბი რაოდენობის გამო, თხუთმეტი თხუთმეტის, ან ოცი ოცის წინააღმდეგ თამაშობდნენ. თუ საოცარი დრიბლინგი არ გქონდა, ამდენ ხალხს რას მოატყუებდიო, ღიმილით იხსენებს ჩემპიონი.

ვინ იცის, რაზე ფიქრობდა, როცა მატჩის დასრულებამდე 11 წუთით ადრე მარჯვენა ფლანგზე ბურთი მიიღო, ბიგოდე მოატყუა და კარისკენ დაიძრა.

მირბოდა საოცარი სისწრაფით, მირბოდა თავდავიწყებით, მირბოდა თავისი ოცნებებისკენ და ალბათ გრძნობდა როგორ მისდევდა ათი საუკეთესო ბრაზილიელი, მთელი მარაკანა და ალბათ, მთელი ბრაზილიაც. მიზანს კი მხოლოდ ერთი ზუსტი, ძლიერი და გამოზომილი დარტყმა აშორებდა. . .

გაივლის დრო, და მოასირ ბარბოსას არაერთხელ შეახსენებენ, რომ 1950 წლის ფინალში, გოლი ახლო კუთხეში გაუშვა. ბევრი წლის შემდეგ, ერთ ინტერვიუში თქვა, ბრაზილიაში პატიმრობის მაქსიმალური ვადა 30 წელია. მე კი უკვე 50 წელია ციხეში ვარო. ეს ფოტოც სიმბოლურია, კარის ბადე თითქოს ციხის გისოსების ფორმაშია სტილიზებული. . .

ურუგვაი კი გაჩემპიონდა. მეორედ და ჯერჯერობით უკანასკნელად. ვნახოთ, მომავალში თუ დაიბადებიან ობდულიო ვარელა და ალსიდეს გიდჟა . . .

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა ბექა ზივზივაძემ

ჟორა
მეკარემ სახელად ბარბოსა მთელი ცხოვრება ამაზე დარდში გაატარა მოღალატედ შერაცხეს
tngh
ეს იყო და არის ბრაზილიის ყველაზე დიდი ტკივილი!!!
zura222
მაგაზე დიდი სენსაცია შემდეგ 1954წლის მუნდიალზე მოხდა სადაც გერმანიამ უნგრეთის "დიდ გუნდს" მოუგო ფინალში
გიორგი
მაშინ ალსიდეს გიჯა მარჯვენა ფრთიდან კარს რომ მიუახლოვდა, საჯარიმოსკენ გაიხედა, ჩაწოდების იმიტაცია შექმნა და ამიტომ მოტყუვდა ბრაზილიელთა მეკარე ბარბოსა. გიჯამ კი მოულოდნელად კარში დაურტყა ახლო კუთხეში და ისტორიული გოლი გაუტანა ბრაზილიელებს. დარჩენილ მცირე დროში ვერაფერი შეძლეს შოკირებულმა მასპინძლებმა. "გინახავთ 200.000 კაცი ერთად ტიროდეს?" - ასეთ ფრაზებს ნახავდით მასალებში, ბრაზილიელთაიმდროინდელ ტრაგედიას რომ ასახავდა "მარაკანაზე'...
tngh
დღესაც გლოვობს ბრაზილია ამ წაგებას...
ჯუდო
იმ დროს საკუთარი ქვეყნისთვის როგორ თამაშობდნენ იცით?აი ისე,ჩვენმა ძველმა მორაგბემ ახალბედას რომ უთხრა,ეს შენი დიდგორია ბიჭოო
ჯეჯე
ერთმა ურუგვაელმა მითხრა. თამაშის მერე, საღამოს, ვარელა ქალაქში გავიდა, ლუდის დალევა უნდოდაო. სახეზე მაინც არ იცნობდნენ, თორემ ალბათ ვერ გაბედავდაო. :)
იბერიელი
აი ზუსტად ეს ამბავი მოუყვა უდიდესმა ქართველმა პატრიოტმა ბატონმა აკაკი ასათიანმა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობას , რომ პატარა ურუგვაი ორჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი და დიდი საბჭოთა კავშირი არასდროსო მაშინ ასეთ ამბავს კგბ აკონტროლებდა ჯამრთელობას გისურვებთ ბატონო აკაკი
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე