დღეს, ბათუმში სტარტი აიღო სუპერლიგის მე-5 ტურმა. აჭარულმა კლუბმა გაგრის “ამრას” უმასპინძლა და თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ საბოლოოდ იოლი გამარჯვება მოიპოვა. თავად განსაჯეთ, პირველი ნახევარი თანაბარი ანგარიშით – 35:35 დასრულდა, რის შემდეგაც მესამე პერიოდში ფაქტობრივად ყველაფერი გაირკვა. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა ზღვისპირელებმა 10-წუთეული 28:12 მოიგეს და ბოლო პერიოდის წინ 16 ქულით დაწინაურდნენ.

მატჩი ისე ჩამთავრდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. ბათუმმა საბოლოოდ 18 ქულით – 84:66 (სტატისტიკა) იმარჯვა და მიმდინარე სუპერლიგის მე-3 მატჩში მე-2 გამარჯვება იზეიმა. მასპინძლებმა გუნდურად ითამაშეს. ხუთმა მოთამაშემ მიაღწია 10-ქულიან ზღვარს, რომელთაგან ყველაზე მეტი – 17 და 15 ქულა შესაბამისად ოთარ ბულიავამ და ჯექსონ ბრენჩლიმ მიითვალეს. 13 ქულა და 11 მოხსნა ლუკა კალატოზიშვილის ანგარიშზე დაგროვდა. ამრაში 21 ქულით საუკეთესო იყო მაიკ ტიდველი. 15 ქულა ემანუელ ანსამ მიითვალა.

სუპერლიგის მე-5 ტურის მორიგი მატჩები 2 ნოემბერს – თბილისსა და ტყიბულში გაიმართება.

GBF

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა