ამერიკის ღია პირველობის ორგანიზატორები პატივს მიაგებენ 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ იორკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულებს
ამერიკის ღია პირველობის ორგანიზატორები პატივს მიაგებენ 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ იორკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულებს.

სამგლოვიარო ცერემონია "ფლეშინგ მედოუს" კორტებზე გაიმართება და მასზე მრავლად იქნებიან მიწვეულნი სპეციალური სტუმრები. შაბათს, ქალთა ფინალის წინ იმღერებს სინდი ლაუპერი, კვირას კი მამაკაცების ფინალამდე მაყურებელი ქუინ ლატიფს მოუსმენს.

ორივე ფინალის დროს არტურ ეშის სახელობის სტადიონის კორტზე გამოისახება რიცხვები - "9-11-01", ხოლო არენის თავზე მემორიალურ პლაკატს გამოფენენ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის ღია პირველობის ქალთა ფინალი 10 სექტემბერს გაიმართება, მამაკაცების - 11 სექტემბერს, ზუსტად ათი წლის თავზე იმ დღიდან, როცა ნიუ იორკში საშინელი ტრაგედია მოხდა, რის შედეგადაც ჩამოინგრა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის "ტყუპი კოშკები".

"ყველამ კარგად იცის, რაც 11 სექტემბერს მოხდა. გვინდა ყველას შევახსენოთ ეს დღე და პატივი მივაგოთ ტრაგედიის დროს დაზარალებულებსა და დაღუპულებს", - ამბობს ამერიკის ჩოგბურთის ასოციაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ჯონ ვეგოსენი.

ამერიკის ღია პირველობის წინ ერთი პრომო-აქციაც გაიმართება - "არტურ ეშის სახელობის XVI ყოველწლიური ბავშვთა დღე". ამ აქციაში ბევრი ცნობილი ჩოგბურთელი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი სერენა უილიამსი, რომელმაც მიქსტში პარტნიორად ცნობილი ამერიკელი მსახიობი ბრედლი კუპერი აირჩია.

ასევე ნიუ იორკის ეროვნული საჩოგბურთო ცენტრის კორტებზე ითამაშებენ - რაფაელ ნადალი, კიმ კლაისტერსი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, ენდი როდიკი... შოუბზნესისა და სპორტის სხვა სახეობის ვარსკვლავებიდან აქ ვიხილავთ NBA-ის კალათბურთელ კარმელო ენტონისა და მომღერად კოდი სიმპსონს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა