"მილანთან" გამარჯვების შემდეგ წერილს ასე ვასრულებდით - რამ შეიძლება შეუქმნას საფრთხე "ნაპოლის" დღევანდელობას? გუნდი გადაეჩვია გაშვებას და შესაბამისად, თუკი თამაშის გადარჩენის საჭიროება დაუდგება, მასთან ცოტა გაუცხოება ექნება. მეორე - შეუძლებელია, მსგავსი ტაქტიკის დროს თავი ყოველთვის ისე დაიცვა, როგორც ეს "მილანთან" მოხდა. იქ მცირე თამაშგარის გამო გოლის გაუქმება და სხვა ფაქტორები იყო, რომლებიც ყოველთვის ვერ იმუშავებენ. "ნაპოლის" ამბიციების შესახებ უფრო მეტს ნოემბრის შემდეგ ვიტყვით, როცა გუნდი დატვირთულ კალენდარსა და ძლიერ მეტოქეებს გადააბიჯებს!.. "ატალანტასთან" საკუთარ მოედანზე (0:3) მარცხმა მართლაც გამოაჩინა ნეაპოლური კლუბის პრობლემები.

ანტონიო კონტეს ბიჭებმა ბევრი ინდივიდუალური შეცდომა დაუშვეს. თუკი გუნდს ანგარიში არ მიჰყავს, რაც მოწინააღმდეგეების მხრიდან მეტი სივრცის დატოვებასთან იგივდება, ნახევარდაცვა ვერ ახერხებს, თამაში საკუთარი სურვილით წარმართოს. თუკი საქმე ბურთის დაბრუნებასა და ართმევაში არაა, ზამბო ანგისა ტემპს ანელებს და შეტევას განსაკუთრებულს ვერაფერს სთავაზობს; სხარტი და ბოლომდე ოპტიმალური არც გილმორის გადაწყვეტილებებია. ობიექტურად, შეტევის მთავარი გაგრძელება ფორვარდზე პასია. ამას ოსიმენი უპირატესობად თუ აქცევდა, ძველი ლუკაკუსგან მხოლოდ ფიზიკური სიძლიერეა შემორჩენილი, ბურთთან ერთად სწრაფად ვერ ტრიალდება და მისი შენარჩუნების ნაცვლად, კარგავს; გამწვავების მაგივრად იერიშის საშუალებას მეტოქეს აძლევს.

სანამ "ატალანტა" პირველივე ტაიმში ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდებოდა და ნეაპოლელებს ხასიათს წაუხდენდა, ხვიჩა კვარაცხელიას (ჩვენიანი რომაა, ამიტომ არ ვწერთ) არც ჟინი დაუკლია და არც მახვილგონიერება, ლუკაკუს სახიფათო მომენტები შეუქმნა, ბურთი სისწრაფეზეც კარგად წაიღო, კართან ახლოსაც "მოიპარა", თუმცა გუნდმა ამით ვერ იხეირა. "კვარა" მოძრაობს და ცდილობს, თანაგუნდელებს თავი მაქსიმალურად თავისუფალ ზონაში შესთავაზოს, მაგრამ ისე ჩანს, სათანადოდ დამუშავებული არაა, თამაში ლიდერზე როგორ აეწყოს. არაა თუ ვერ, ეს კიდევ მეორე საკითხია, კონტეს აქცენტები სადაა გადასროლილი. თავის მხვრივ, საკუთარ თავზე უფრო მეტი ქართველმაც უნდა იმუშაოს, მეურვეებს სიახლეები შესთავაზოს. მთავარი მწვრთნელი თითქოს კონკურენციას ზრდის და უნდა დაამტკიცოს, ნერეშს ქართველის შეცვლა ნებიესმირ დროს, მათ შორის როცა თამაში გადასარჩენი აქვს, შეუძლია. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, ანტონიო ამით ბრაზილიელს უფრო ამძიმებს და ძაბავს(ამავდროულად, მოედნიდან გასვლა არც ხვიჩაზე მოქმედებს პოზიტიურად და უკეთესს ნამდვილად არ ხდის, რუდი გარსიასთან უკვე გავლილი გვაქვს). როცა ნერეში პოლიტანოს ცვლიდა, შედეგიანი იყო. იქნებ მარჯვნივ უფროა მისი ადგილი?!

მკითხველს არასდროს უნდა ეგონოს, წარმატების დროს მწვრთნელს ვაქებთ და პირველივე პრობლემაზე ხაზს გადავუსმევთ. ამას ვამბობთ საქართველოს ნაკრების თავკაც ვილი სანიოლის შემთხვევაშიც. უბრალოდ კარგად უნდა გავარჩიოთ, რა სტილის მიმდევარია "ნაპოლის" დამრიგებელი, რა აქვს მას სისუსტე. კონტე წარმატებული მწვრთნელია, თუმცა ის იმ კატეგორიიდანაა, სიახლეებს ნაკლებად რომ გვთავაზობს და უფრო ერთფეროვნებაში იხარშება. თუკი ამ ყველაფერს შედეგი არ ახლავს, საქმე მძიმედაა. "ატალანტას" მწვრთნელ გასპერინისგან სიტუაციის სრული შესწავლა და საკუთარი გუნდის უპირატესობების წარმატებით გამოყენება ვნახეთ. დაველოდოთ "ინტერთან" ჯახს, რომელიც დაგვანახებს, კონტეს ამბიციები რამდენად მაღალი დარჩება, ჩემპიონობაზე კი ის ისედაც არასდროს საუბრობს!..

ვალერიან მაღრაძე
ვფიქრობ აბსოლიტურად სამართლიანი შეფასებაა და ხვიჩამ აც უფრო მეტი უნდა გააკეთოს რათა თამაშის სხვა და სხვა ელემენტები უფრო მეტად დახვეწოს. მე ვფიქრობ ჩვენს ოქროს ბიჭს შესანიშნავი ცეპკა აქვს მაგრამ პრესინგის დროს ძალიან უჭირს სწორი ტაქტიკით ბრძოლა მეტოქესთან.
ჟორა გაბრიჭიძე
გაუგებარი ცვლილებები იყო გაკეთებულ, კერძოდ კი კვარას შემთხვევაში. გუნდი როცა აგებს, მაშინ თავდამსხმელს მცველის ან ნახევარმცველის ხარჯზე ამატებენ და არა თავდამსხმელის თავდამსხმელით შეცვლით. გამოდის, რომ კვარამ ვერაფერი გააკეთა და შემცვლელი უკეთ გაირჯება?
nedved
სიმართლე ისაა რო მაკტომინეის თავი მესი გონია, და უნდა მანჩესტერს დაუმტკიცოს რო ტყუილად გაუშვეს, ყველა პოზიციიდან ურტყამს ან ლუკაკუს ეძებს მაქსიმუმ. ამაზე კონტემ უნდა გაუმახვიულოს ყურადღება რო ჯობია ხვიჩამ გააგრძელოს შეტევა როცა ხელსაყრელ პოზიციაშია
მიხეილი
კვირას ცენტრის ხაზის უკან არასდროს დავწევდი დაცვაში.ვერ გაიგო კონტემ ეს.3-4 თამაში ასე მოიქცეს და სხვებს დაავალოს უკან დაწევა ლუკაკუ და კვარა მუდამ ცენტრის ხაზთან ატრიალოს მეტოქის შეტევისას და ნახოს კონტრშეტევებისას როგორ გაამართლებს ეგ ტაქტიკა
zviadi
მაკტომენეი უნდა ჩამოწიოს და კვარა აწიოს, დაღალეს ბიჭი, დაცვაში თამაშით და მერე გოლი ვერ გააქვსო...ირბინოს მაკტომენეიმ... და მიაწოდოს კვარას პასები... ღორები რომ არიან პასების ამიტომაც აქვთ კარგად საქმე
simartle
ძალიან სწორი ანალიზია. მაკტომენეიც სულ აწეულია ზევით და სივრცეებს ჭედავს და უკანაც ზოზინით ბრუნდება. ცოტა უკან უნდა დაიწიოს და ბურთი ამოძრაონ უფრო სწრაფად. ძალიან ანელებენ დაცვიდან შეტევაში გადასვლას და კვარაც ძალიან ჰყავთ დაწეული დაცვის დასახმარებლად, რომ იქნებ გოლი არ გაუშვან. რაც არასწორია. მერეტმაც სუსტად ითამაშა. გუშინ ღთამაშსიც ეტუობოდა რომ კმაყოფილი არ იყო მწვრთნელის მიერ შემუშავებული გეგმის. ხშირად დასეირნობდა ან იდგა ფლანგზე და ელოდებოდა, რადგან როცა გახსნილი იყო ბურთი დაუგვიანეს და მარჯვენა ფლანგზე გადმოიტანეს. მოკლედ ვერ არის კონტე ხასიათზე და დიქტატურის შექმნეას ცდილობს რომ თავისი გაიტანოს. თუ ჭორები მართალია და მანჩესტერის მაგვარი გუნდები არიან დაინტერესებული მაგას რა სჯობს. წავიდეს როგორც შანსი მიეცემა. Pრემიერ ლიგაში უფრო სწრაფი თამაშია დინამიურიც და სივრცეები სულ გახსნილია კვარას თამაშისთვის რომ უფრო შედეგიანიც გახდეს. ბურთის ღოიღიალა თამაში მარტო ეპანეთს გამოსდის მაგრამ ისენი სწრაფად ამოძრავებენ ბურთს და ფეხბურთელებიც ბევრს მოძრაობენ და ადგილებს იცვლიან. გუშინ კვარამ სცადა მარჯვნივ გადასვლა მაგრამ უკვე გვიანი იყო და 2 მცდელობა მარტო დანაღჩნი მარცხნივ მიტოვებულად. ლუკაკუ არის გაზულუქებული დასაკლავად გამზადებული საქონელი, ბურთს ვერ ამუშავებს და ვერ ჩამოაქვს სწრაფად ჰაერიდან, ყველა საჰაერო ბრძოლა წააგო, ფეხები ნელია აქვს და ბურთი სულ ებლანდებოდა ფეხებში, პასები ყველა უზუსტო, კვარას დაღეჭილი პასიც გაანიავა. მე პირადად ოსიმენი ასითავით მირჩევნია და ასე არ უნდა მოქცეოდნენ. კვარასაც იგივენაერად ექცევიან უკვაე მაგრამ სჭირდებათ და ასე ემაემუნებიან. ნერეში 28 წლის აერის აქამდე არ უჩვენებია არაფერი სასწაული როგორც ახალგაზრდა ბრაზილიელს, უკვე ბებერია ფეხბურთის გაგებით რომ ეხლა გაიბრწყინოს თუ გინდ ლუკმანის დონეზე, შანსი არ აქვს და კვარას შემცვლელად უნდათ. ღაც სწრაფად გაეცლება ნეაპოლს მისთვის უკეთესი იქნება და არ გამოუვიდეს ქინქლაძის მაგალითი მან სიტის სიყვარულის გამო და მერე ყაზახეთში დაამთავროს. ჯუღელს შამაულაწუნოს ვინმემ რომ იაღლიში არ მოუვიდეს
ბესო
მაგ კვარტეტს 1 ლუკაკუც დაუმატე, კვინტეტად აქციე და დაგეთანხმები...
სიმენონი
100%
Irakli Apkhaidze
სანახევროდ ითქვა ჩემი სათქმელიც - ჩართული მაქვს წამზომი და ველოდები ხვიჩას და ნერეშს ერთდროულად საპირისპირო ფლანგებზე. ლუკაკუს ახალი ცოცხის ეფექტი დიდხანს არ იმუშავებს, დაეწყო უკვე ხარვეზები... ერთი რაც ყველაზე მეტად მაღელვებს, არის მაკტომინეის და ხვიჩას კოლაბორაცია ამ ფორმატში. შოტლანდიელი ძალიან კარგი ფეხბურთელი და ძალიან სასარგებლო შენაძენია, ბონჯორნოსთან ერთად ნაპოლიში (სხვებისგან განსხვავებით), 2 აზრი არაა, თუმცა ხშირად მიდის იმაზე წინ ვიდრე ჩვეულებრივი ნახევარმცველი, ხშირად გადის დასარტყმელ პოზიციაზე, რაც უკან სივრცეებს ტოვებს და ხანდახან ხვიჩას უწევს მისი შევსება. ანუ იმის თქმა მინდა, რომ რეალურად ხვიჩას ართმევს ფინიშის წილს. არა და, ფინიშზე ხვიჩა აშკარად სასარგებლოა, ისე როგორც სკოტია სასარგებლო შედარებით უკან. ეს რაღაცნაირი არასასიამოვნო მომენტია, ჩვენთვის განსაკუთრებით.
ეს ავტორი 1 წლის წინ
მისი ეს სიტუაცია სარა მუნის შემოქმედებას გვაგონებს, კამერის გაუმართაობის თუ სხვა მიზეზით არაფოკუსირებული გამოსახულებები ნახევრად მისტიკურ, მოუხელთებელ სამყაროს რომ ქმნის. რასაც "კვარადონა" ცდილობს, ძველ ფოტოგრაფიებზე თუ ნახავთ და თანამედროვე, თითქოს კაშკაშა და რეკლამებით სავსე ფეხბურთში ნაკლებია. ზოგჯერ ამას ყველაფერს სქემები ცვლის. თუნდაც ის, ბურთის დაკარგვის და შემდეგ მისგან გამოწვეულია პრობლემის აღსაკვეთად ზოგჯერ ზედმეტი სიფრთხილე და ნაკლები შემოქმედებითობაა "საჭირო".
არჩი
ჩემი სათქმელი თქვით ფაქტიურად. დავამატებ - ოლივერა შეიძლება დაცვაში მარიო რუიზე ძლიერია, შეტევაში უვარგისია. სპინაცოლაზე ქონდათ გათვლა, მაგრამ ვეღარ თამაშობს ძველეურად. ასე რომ, ხვიჩას მისი ფრთა ვერ ათამაშებს და არც ლობოტკას უყვარს ხვიჩასთვის პასის მიცემა. ერთადერთი ანგისაა, ვინც ეთამაშება ხვიჩას.
თემური
ნერეშის ვითომ კონკურენცია, მარცხენა ფლანგზე გადმოყვანა(ცაციასი), ეგ ყველაფერი დე ლაუს ხრიკებია. სად ხვიჩა და სად ნერეში.
nk
ნგონგე 2 წლის განმავლობაში, მაქსიმუმ 5 წუთით შემოყავდა ყველა მწვრთნელს ეგეც გაკეთებულ თამაშში. ამან კიდე დასატრიალებელ თამაშში ნგონგე შემოიყვანა პოლიტანოს მაგივრად 60 წუთზე, რითაც მაშინვე აშკარა იყო, რომ კვარას შეცვლიდა მალევე ნერეშით... აცრილები არიან ესენი ნერეში და კვარა ერთად რომ ათამაშონ ? და აი ლუკაკუზე რავიცი.. იმდენი ბურთი დაიკარგა მაგასთან გადაცემით და სოფასქორზე სტატისტიკა რომ ვნახე სუ 7 დაკარგვა ქონდა თურმე.... ანუ ისე ართმევდნენ ბურთს რო ვერც კი ეხებოდა და სტატისტიკა არ უფუჭდებოდა თურმე :) აი რომ აღირსებს მარცხნივ კვარას, მარჯვნივ ნერეშს ერთად დაწყებას მერე ნახავს რეალურად რა შეუძლიათ. (კონტეს კიდე პოლიტანო მარჯვენა მცველად ყავს მოაზრებული და მაგიტო აყენებს აშკარად). და კიდე ის მაკტომინეი მაღიზიანებს ძალიან მაგრად. საერთოდ არ მგონია ეგეთი ძლიერი ფეხბურთელი... (მაჩანჩალა მანჩესტერში თუ სუ ზამენიდან შედიოდა, აქ რა ხელუხლებლობა დაუწესეს ? თან ისე რო ტიპმა მაგ ერთი ფეხბურთელის გამო მთლიანი ტაქტიკა შეცვალა და 4-3-3ზე გადააწყო ? ). ამ ბოლო თამაშში ისე აღარ აიგნორებდა მაკტომინეი კვარას, მარა მაგის წინა თამაშებში გეგონება ზემოდან დავალებული იყო რო სხვა მხარეს გაეგრძელებინა შეტევა... და ისევ მაგ მაკტომინეის გამოა, კვარა აშკარად შევიწროვებული და უფრო ჩარჩოებში მოქცეული...
მირო
არ გაყიდოთო,თავი მოიკლა,ხვიჩას გარშემო ავაშენებ გუნდსო,ის იქნება ლიდერიო კონტემ და ეხლა ას ვხედავთ???ლუკაკუს გარშემო ააწყო გუნდი და თუ ლუკაკუ დაბლოკეს,თამაშიც ჩაგდებულია.კვარას არა აქვს საშუალება ამ ტაქტიკაში მეტად დაიტვირთოს,მეტი პასი მიიღოს და შედეგი აჩვენოს.საერთოდაც მთავარი,რაც კონტემ გააკეთა,გუნდს ასწავლა ფრთხილი თამაში.მთავარი ყველაზე კი ისაა,რომ დაცვაში არ ჰყავთ საჭირო დონის ფეხბურთელები და ნახევარდაცვაში გილმორიც არაფერს წარმოადგენს.შემდეგ თამაშებში უფრო გამოჩნდება ყველა ხარვეზი.
მწვრთნელი
ადრეც ვამბობდი და ახლაც ვიტყვი! გაერთო კონტე 4-3-3 სქემით ლავრენტას დავალებით და მიღო კიდეც მისაღები! უნდა დაუბრუნდეს თავის სქემას სამი ცენტრალური მეცველით! რასპადორი, სიმიონე,პოლიტანო გასაშვებია გუნდიდან! თამაში ატალანტასთან წააგო კონტე, პოლიტანო, დი ლორენცო, მერეტის კვარტეტმა! ზამთარში უნდა მოიყვანონ ახალი მოთამაშეები, დავუშვათ რეტეგი ატალანტადან და ფაცცინი-გოგლიჩიძე ემპოლიდან!
თენგო
უკვე დამტკიცდა ამ თამაშში, ნერეში კვარას ვერასდროს შეცვლის. არა და ლაურა ხედავს ხვიჩას კარგავს და გაბოროტებული ეძებს შემცვლელს
"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
"იმსახურებს თუ არა კვარაცხელია "ოქროს ბურთს"? - საფონოვმა ამ კითხვაზე უპასუხა
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] "არსენალმა" სტუმრად "ნაპოლის" მოუგო - "სპორტინგმა" "გალათასარაის" თამაში შემოუტრიალა
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
კვერნაძით, რომლის ფასი გაორმაგდა, "რომა", "ნაპოლი" და პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
შვილის ფეხზე დასაყენებლად დედა "ბეტისში" დამლაგებლად მუშაობდა - ფაბიან რუისმა დედის როლზე ისაუბრა