თურქეთის პრემიერმინისტრმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სტამბოლი 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის კანდიდატი იქნება
როგორც მოსალოდნელი იყო, თურქეთის პრემიერმინისტრმა თაიფ ერდოგნმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქალაქი სტამბოლი 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის კანდიდატი იქნება. ასე რომ, ამ ეტაპისთვის პრეტენდენტთა რიცხვი ოთხამდე ავიდა.

უფრო ადრე ზაფხულის თამაშების მასპინძლობისთვის ბრძოლა გადაწყვიტეს რომმა, მადრიდმა და ტოკიომ. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში ეს არის სტამბოლის მეხუთე მცდელობა მოიპოვოს ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება.

"გულწრფელად გვჯერა, რომ ამჯერად მივაღწევთ დასახულ მიზანს. ჩვენმა ქვეყანამ გადალახა მსოფლიო ფინანსური კრიზისი. ჩვენი ეკონომიკა - ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადია მსოფლიოში. ამასთან, თურქეთი სოლიდურ ინვესტიციებს დებს სპორტში და ამ სტილში ვაპირებთ გაგრძელებას", - ამბობს სააგენტო AP-სთან კომენტარში ერდოგანი.

ბრიტანულმა დეველოპერულმა კომპანია Delancey-იმ და კატარულმა კომპანია Qatari Diar-მა, რომელიც უძრავ ქონებაში ინვესტიციებზე სპეციალიზდება, ერთობლივად შეიძინეს ლონდონის 2012 წლის ზაფხულის თამაშების ოლიმპიური სოფელი. ეს კომპლექსი შეიცავს 1400 სახლს, აგრეთვე შენობას, რომელიც მის გარეუბანში მდებარეობს. სულ ეს გარიგება კომპანიებს 900 მილიონი დოლარი დაუჯდათ.

გეგმის მიხედვით, ოლიმპიური სოფლის სახლები საცხოვრებელი ბინებად გადაკეთდება, აგრეთვე უფრო მეტად განვითარდება ბრიტანეთის დედაქალაქის ეს რაიონი. ამასთან, სახლების დიდ ნაწილს არ გაყიდიან - მათ უბრალოდ იჯარით გასცემენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე