საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთი ლეგიონერი შეემატა: ამერიკელმა კამარ ბოლდუინმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ის მზადაა, საქართველოს ნაკრების ღირსება დაიცვას. ახლა საბოლოო სიტყვა მთავარ მწვრთნელზე, სერბ ალეკსანდარ ჯიკიჩზეა, რომელსაც მომავალი სანაკრებო მატჩებისთვის ორ ამერიკელს შორის შეუძლია არჩევანის გაკეთება – კამარ ბოლდუინთან ერთად საქართველოს ნაკრებში თამაშის უფლება აქვს ქართული პასპორტის მქონე ჯო ტომასონსაც, რომელმაც უკვე ითამაშა ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევი ტურნირის საწყის 2 მატჩში.

კამარ ბოლდუინი გამთამაშებელია ესპანური "ბასკონიას" ღირსებას იცავს. ბოლდუინი ესპანეთის ჩემპიონატთან ერთად ბასკონიელებს ევროლიგაშიც ეხმარება. კამარი 27 წლისაა და ევროპაში მთლიანობაში მე-4 პროფესიულ სეზონს ატარებს. ბასკონიაში ის ამ სეზონის წინ გადავიდა, მანამდე კი თურქული "ტურკ ტელეკომის" (2020-2021), გერმანული "გიოტინგენის" (2022-2023) და იტალიური "ტრენტოს" (2023-2024) ღირსებას იცავდა.

კამარ ბოლდუინის ევროპული კარიერა სტატისტიკის პროპორციულად, აღმავალი გზით მიმდინარეობდა. საუკეთესო იყო მისი ასპარეზობა 2023-2024 წლების ULEB-ის ევროთასზე, სადაც ბოლდუინი იტალიური "ტრენტოს" ღირსებას იცავდა და 16 მატჩში საშუალოდ 15.2 ქულას და 4.5 პასს აკეთებდა. სწორედ ამ წარმატებული სეზონის შემდეგ დაინტერესდა მისით ევროლიგის ესპანური წარმომადგენელი და კამარ ბოლდუინმა "ბასკონიასთან" კონტრაქტი გააფორმა.

კამარ ბოლდუინი ამერიკის სტუდენტური ლიგის ერთ-ერთ წამყვან კონფერენცია – Big East- ში თამაშობდა, სადაც "ბატლერის" უნივერსიტეტის გუნდის ღირსებას იცავდა და 4 სეზონის განმავლობაში საშუალოდ მოგროვებული 17 ქულითა და 3 პასით ერთ-ერთი ლიდერი იყო. ის რამდენჯერმე მოხვდა კონფერენციის სიმბოლურ ხუთეულში.

"ბასკონიაში" ბოლდუინის მიმდინარე სეზონის სტატისტიკა ასეთია: ესპანეთის ჩემპიონატში ბოლდუინმა 2 მატჩი ითამაშა და საშუალოდ 31 წუთში 15 ქულას, 5 პასს, 3 მოხსნას და 1.5 ჩაჭრას აგროვებდა. ევროლიგაში ბოლდუინმა 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც საშუალოდ 16 წუთს თამაშობს და 6.1 ქულას, 3.3 პასს და 1.4 მოხსნას აგროვებს.

GBF.GE

ზანგო
და მოქალაქეობა რატომაა ასეთი იაფი??..ტვალეტის ქაღალდია??
ვასო
როცა შენი თანამემამულე მოთამაშე ევროპის საშუალო დონესაც არ შეესამება სხვა რა გზა გაქვს?
თეიმურაზ
ჩემი აზრით, არასწორი პრაქტიკაა მოთამაშეთა ნატურალიზება.
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
რატომ არ ითამაშა საქართველოს ნაკრებში ბოლდუინმა - GBF.GE სიტუაციას განმარტავს
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
[VIDEO] ბოლდუინის პირველი სასტარტო "ბაიერნში" - გერმანულმა გუნდმა "მილანი" დაამარცხა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
ბოლდვინის 2 ქულა და დინვიდის დებიუტი - "ბაიერნმა" "ვირტუსს" მარტივად სძლია
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" გამარჯვება "ბაიერნთან"