ცნობილი ბერძენი გამთამაშებელი ტეოდოროს პაპალუკასი ათენის "ოლიმპიაკოსიდან" თელ-ავივის "მაკაბიში" გადავიდა
ევროპულ კალათბურთში რამდენიმე მნიშვნელოვანი გარიგება შედგა, რომელთაგანაც ერთი განსაკუთრებულად საინტერესოა. კერძოდ, ცნობილი ბერძენი გამთამაშებელი ტეოდოროს პაპალუკასი ათენის "ოლიმპიაკოსიდან" თელ-ავივის "მაკაბიში" გადავიდა.

34 წლის ვეტერანი ისრაელის ჩემპიონის მეექვსე ახალწვეული გახდა. უფრო ადრე დევიდ ბლატის გუნდმა იონ შეიერი, დევინ სმიტი, შონ ჯეიმსი, იოგევ ოჰაონი და ჯორდან ფარმარი გაიფორმა.

პაპალუკასი ევროლიგის ორგზის ჩემპიონია მოსკოვის ცსკა-ს შემადგენლობაში (2006, 2008), ის აგრეთვე 2006 წელს ევროპის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს. საბერძნეთის ნაკრებთან ერთად პაპალუკასმა მოიგო ევროპის 2005 წლის ჩემპიონატი, მომდევნო წელს კი პლანეტის პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

გასულ სეზონში ტეო ევროლიგაზე საშუალოდ 5.4 ქულას, 2.6 მოხსნასა და 3.8 შედეგიან გადაცემას აგროვებდა, საბერძნეთის ჩემპიონატში კი მისი მონაგარი - 4.0 ქულას, 2.3 მოხსნასა და 3.8 შედეგიან პასს უდრიდა.

სლოვენიელი გამთამაშებელი სანი ბეჩიროვიჩი იტალიის "ბენეტონის" კალათბურთელი გახდა. 2011 წლის მარტში 30 წლის კალათბურთელთან კონტრაქტი გაწყვიტა თურქულმა კლუბმა "ტურკ ტელეკომმა", რის შემდეგაც ბეჩიროვიჩი მოსკოვის ცსკა-ში გადავიდა და სეზონის დარჩენილი ნაწილი არმიულ კლუბში გაატარა. მაგრამ ამ ზაფხულს რუსებმა არ მოისურვეს სლოვენიელთან სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმება.

ისრაელის პროფესიული ლიგის დირექტორატმა გადაწყვიტა, რომ ახალი სეზონის შედეგების მიხედვით არც ერთი გუნდი არ დატოვებს უმაღლეს დივიზიონს. ამჟამად ისრაელის ჩემპიონატში 11 გუნდი მონაწილეობს. გაისად მათი რიცხვი თორმეტამდე გაიზრდება და ამის შემდეგ ამოქმედდება "გავარდნის" წესი.

ბულგარეთის ნაკრების კაპიტანი სტეფან გეორგიევი მონაწილეობას ვერ მიიღებს ევროპის ჩემპიონატში, რომელიც 31 აგვისტოს ლიტვაში აიღებს სტარტს. 33 წლის კალათბურთელმა მუხლის მყესები დაიზიანა და სამი თვე ვერ შეძლებს თამაშს.

ევროპის 2005 და 2009 წლის ჩემპიონატის მონაწილე გრეგორიევი ბულგარეთის ნაკრების მესამე დანაკლისია კონტინენტის პირველობაზე: მანამდე გუნდს ტრავმების გამო გამოაკლდნენ პაველ ივანოვი და კოსტადინ მარშალევსკი.

შეგახსენებთ, რომ ბულგარეთი საქართველოს ნაკრების მეტოქეა პირველ ჯგუფურ ეტაპზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა