ტურინული გრანდის მთავარი მწვრთნელი კონტე გულშემატკივრებს ამშვიდებს
8 სექტემბერს, “იუვენტუსის” ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშლება - ტურინული გრანდი ახალი სტადიონის პრეზენტაციას მოაწყობს, რომელიც მთელი ორი წლის განმავლობაში “დელე ალპის” ადგილზე შენდებოდა.

არენა უკვე დასრულებულია, თანამედროვე მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს და პირველი შეხვედრის მოლოდინშია. პირველი პაექრობა კი სწორედ 8-ში გაიმართება, სტადიონზე მისული გულშემატკივრები ამხანაგურ შეხვედრას იხილავენ, რომელშიც ერთმანეთის პირისპირ ორი “ბიანკონერი”, “იუვენტუსი” და “ნოტს ქაუნთი” წარსდგება. სწორედ ამ ინგლისური კლუბის დამსახურებაა ის, რომ “ვეკია სენიორას” ტრადიციული ამუნიცია შავ-თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი. ამ ნაბიჯით, “იუვენტუსის” მესვეურებმა პატივი სცეს “ნოტს ქაუნთის” და სწორედ ეს გუნდი დაპატიჟეს ახალ სტადიონზე პირველი მატჩის ჩასატარებლად.

“იუვენტუსის” ახალი სტადიონის შესახებ იმდენჯერ გვქონდა საუბარი, რომ დეტალურად მისი აღწერისგან თავს შევიკავებთ, მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ ტრიბუნები 42 000 გულშემატკივარს დაიტევს. “იუვეს” სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტა არენის პრეზენტაციას მოუთმენლად ელოდება:

“სტადიონის მშენებლობას ინტენსიურად ვადევნებდი თვალს და ერთი სული მაქვს როდის დადგება პრეზენტაციის დღე. დასამალი არ არის, რომ ბოლო წლებში “იუვენტუსის” საშინაო შეხვედრებზე ისეთი ატმოსფერო არ იყო, როგორც ამ გუნდს შეეფერება, მაგრამ ამ სეზონიდან ყველაფერი სხვაგვარად იქნება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესო სტადიონი გვქნება მთელ იტალიაში, ერთ-ერთი საუკეთესო კი მსოფლიო მასშტაბით. აქამდეც მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ახალი სტადიონი კლუბს დამატებით შემოსავალს მოუტანს, შემოსული თანხები კი მთლიანად სატრანსფერო კამპანიას მოხმარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ ზაფხულს თუ ზამთარს, ახალი ფეხბურთელების შესაძენად მინიმუმ 15 მილიონი ევროთი მეტს დავხარჯავთ. სწორედ ასე ვითარდება კლუბი და ადის განვითარების ახალ სიმაღლეებზე”.

ახალი სტადიონის პრეზენტაციას იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ჯანკარლო აბეტეც გამოეხმაურა: “ახალი არ არის, რომ სტადიონების მხრივ იტალიაში არც თუ სახარბიელო მდგომარეობაა. არენების უმეტესობა მოძველდა და თანამედროვე კრიტერიუმებს ვეღარ აკმაყოფილებს. გამომდინარე აქედან, “იუვეს” სტადიონის პრეზენტაცია მთლიანად იტალიური ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. ბედნიერი ვარ, რომ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ისეთ არენაზე იასპარეზებს, როგორიც მას შეშვენის, დარწმუნებული ვარ, ტურინული გრანდის ახალი სტადიონი სანაკრებო შეხვედრებსააც უმასპინძლებს, მოკლედ, 8 სექტემბერს ძალიან კარგ საჩუქარს მივიღებთ”.

ახალი სტადიონის გახსნას მოუთმენლად ელოდებიან ფეხბურთელებიც, რაზეც ჯორჯო კიელინის სიტყვები მეტყველებს:

“ერთი სული მაქვს როდის დავდგავ ფეხს ახალი სტადიონის გაზონზე და როდის ჩავატარებთ პირველ პაექრობას. დარწმუნებული ვარ, დაახლოებით ანალოგიური განცდები აქვთ გულშემატკივრებსაც, რომლებიც წლების განმავლობაში ელოდნენ ამ მოვლენას. ერთი სიტყვით, კლუბში პოზიტიური ატმოსფეროა და მჯერა, რომ ეს შედეგებზეც შესაბამის გავლენას იქონიებს. გრძელი და რთული სეზონისთვის ვემზადებით, მაგრამ რაც მთავარია, საკუთარი თავის რწმენა გვაქვს. ამასთან, კარგად გვაქვს გაცნობიერებული თუ რა პასუხისმგებლობა გვაწევს ზურგზე. ჩაგდებული სეზონის შემდეგ, უბრალოდ ვალდებულნი ვართ, რომ ქომაგთა თვალში რეაბილიტაცია მოვახდინოთ”.

ამასობაში, “იუვენტუსმა” ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და “ბეტისთან” ნულოვან ფრეს დასჯერდა. რაც მთავარია, მთელი შეხვედრის განმავლობაში ესპანელები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ და რომ არა "იუვეს” კიპერთა მაღალი ოსტატობა, შეხვედრა პირენეელთა გამარჯვებით დასრულდებოდა. არადა, “ბიანკონერიმ” საბრძოლო შემადგენლობით იასპარეზა და შეხვედრაში თითქმის ყველა წამყვანმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. ნამატჩევს, ტურინული გრანდის მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს თავის მართლება მოუწია:

“მესმის გულშემატკივრების, რომლებსაც უნდათ, რომ თითოეულ შეხვედრაში გუნდმა ფენომენალური ფეხბურთი ითამაშოს, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. იყო პოზიტიური მომენტებიც, მაგრამ შეცდომაც ბევრი დავუშვით, რაც მომავალში აღარ უნდა განმეორდეს. საკონტროლო შეხვედრები სწორედ იმიტომ იმართება, რომ ხარვეზები დაინახო და შემდეგ აღმოფხვრა. გუნდი ჩამოყალიბების პროცესშია და თუ გვინდა, რომ კარგი შედეგი მივიღოთ, მოთმინება გვმართებს. ფეხბურთელები წნეხის ქვეშ არ უნდა მოვაქციოთ, მათ ისედაც დიდი პასუხისმგებლობა აწევთ ზურგზე. ერთი სიტყვით, მთავარია მშვიდად მუშაობის საშუალება გვქონდეს”.

იუვენტუსი-ბეტისი 0:0

იუვენტუსი: ბუფონი (46. სტორარი) - ლიხტშტაინერი, ბონუჩი, ბარძალი, დე ჩელიე - პირლო (77. პაციენცა), მარკიზიო, კრასიჩი (84. სორენსენი), პასკუატო (84. რუჯერო) - ვუჩინიჩი (65. იაკვინტა), მატრი (65. დელ პიერო).

ბეტისი: კასტო - ჩიკა (77. ისიდორო), დორადო (87. კალახორო), მარიო (57. ამაია), ნაჩო (32. ალექს მარტინესი) - ირინეი (55. სერხიო როდრიგესი), ბენატი (77. კანიატი), სალვა სევილია (65. მატილია), რუბენ კასტრო - მოლინა, მონტერო (77. ხუანმა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

alexandre
ლაშა! დავადგავ არა - დავადგამ.
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...