„ნაპოლიმ“ ძალიან ულამაზო და შედეგზე ორიენტირებული თამაშით „სან სიროზე“ ორ მატჩში ოთხი ქულა მოიპოვა გუნდებთან, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგაზე შთამბეჭდავი გამარჯვებები იზეიმეს. ჟურნალისტი პაოლო ბარჯიჯა „ტვიტერზე“ წერს, რომ ნეაპოლური გუნდი ჯერ კიდევ ლიდერია, მაგრამ იტალიაში ყველაზე უშნო ფეხბურთს თამაშობს, სტრატეგია მხოლოდ კონტრიერიშებზეა აგებული, „კვარა“ და პოლიტანო მძიმე სიტუაციაში იმყოფებიან, რამეთუ იძულებული არიან განაპირა მცველების პოზიციაზე იმოქმედონ.

„ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ფეხბურთელები შეაქო და თქვა, რომ ისინი პროგრესირებენ, მსაჯმა მათ კარში არარსებული პენალტი დანიშნა და გაუგებარია VAR-ის დამოკიდებულება, ვინაიდან ესაა არბიტრების შეცდომების გამოსასწორებელი ძალიან სასარგებლო ინსტრუმენტი, თუმცა ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება არაობიექტური იყო.

საფეხბურთო მიმომხილველის ენრიკო ფედელეს აზრით, რომელმაც შეხვედრის წინ კონტეს ლუკაკუსა და კვარაცხელიას 15 მეტრით წინ წაწევა ურჩია, ანგისამ ტიურამი წააქცია, თერთმეტმეტრიანი სწორად დაინიშნა და კონტეს რატომღაც პროტესტი არ გამოუთქვამს, როდესაც არბიტრმა მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილება „ემპოლისთან“ დაპირისპირებისას მიიღო.

Areanapoli ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ „ინტერის“ თავკაცი სიმონე ინძაგი პირველ ტაიმში ხვიჩას აქტიურობისას ლამის მოედანზე შევარდა და დენზელ დუმფრისსა და ბენჟამენ პავარს ქართველის უფრო აგრესიულად მეურვეობას ყვირილით მოუწოდებდა. ნიშანდობლივია, რომ კონტემ წინა მატჩებისგან განსხვავებით კვარაცხელია არ შეცვალა და მოედანზე მის ნაცვლად დავიდ ნერესი არ შეუშვა.

ერთი სიტყვით, „ნაპოლი“ ჯერჯერობით ჯახირით წინ მიიწევს და ისმის კითხვა - სადამდე მოახერხებს ამას?

Guriec
მაგ war-მა ვაფშე ჩააჯვა ფეხბურთში! გასაუქმებელია!
Guriec
მაგ war-მა ვაფშე ჩააჯვა ფეხბურთში! გასაუქმებელია!
Guriec
ვარზე მინდა ვთქვა, როდესაც გოლის ჩათვლა-არ ჩათვლის საკითხი წყდება, მაშინ ვარი შეურყეველია! 10-დან 9 შემთხვევაში უყოყმანოდ აუქმებს ბლიად გოლს და საინტერესოა, პენალტის დანიშვნის საკითხში რატომ იჩენს ასეთ სისუსტეს? თითქმის ყოველთვის უარს რატომ ამბობს დანიშვნაზე? მე პირადად უარყოფითად შევაფასებდი ვარის მუშაობას. ბევრი თამაში გააფუჭა!
ნიანია ბაკურიანი
აი ასე ეშინიათ კვარასი,ეშინიათ როგორც ერთერთი მაღალი კლასის ფეხბურთელის,როცა არ იცი როგორ და რა დროს რას მოიმოქმედებს,თუნდაც უყურადღებოდ არ დატოვო და თუ უყურადღებოდ დატოვე გაგანადგურებს,ამიტომ ჩაფსმამდე ყვირის ინძაგი.
gel-100
შეიძლება პირიქით უფრო მეტი გოლი გავიდეს
კინგი
ერთი რამ მაინტერესებს კონტეს ნაპოლი და სიმეონეს ატლეტიკო რომ შეხვდნენ ერთმანეთს პირველი გოლის გატანას 1000 წუთში თუ მოახერხებენ
ჯარჯი
რაღა უნდა დაგაკლდეს?!!!!!!!
დავით 67
ქოცნახირელის დისლაიქი. ამით ჰგონია მე რამეს მაკლებს
გივი
თავისფლება ლომთა ხვედრია!
Emre
საერთოდ კარგი მწვრთნელი როცა გუნდში თავის პირველ სეზონს ატარებს, შემადგენლობას პირველ რიგში დაცვის დალაგებით იწყებს. გადახედეთ გუარდიოლას, არტეტას, კლოპს ... რამდენი ფული გადაიხადეს მცველებში რო მივიდნენ. აცალეთ კონტეს რა გადაუარეთ? ინტერი იყო მეაცაზე, კალიარის კინარ ეთამაშა? სხვანაირად რო მოქცეულიყო განადგურდებოდა ატალანტასთან როგორც მოუვიდათ
მირო
როგორც კი ნაპოლიში კონტეს მოსვლაზე დაიწყო ლაპარაკი,ეგრევე ვთქვი,კვარა გაიქეცი იქიდან სასწრაფოდ.კონტეს ფეხბურთი მძიმე ფეხბურთია და კვარას თავისუფლებას არ მისცემს.ეხლა უკვე დაცვაში უფრო ათამაშებს,ვიდრე წინ.კვარა არაა დაცვის ფეხბურთელი და მისი ეფექტურობა იკარგება.გამორჩეული მოთამაშიდან ჩვეულებრივ პასის მიმცემ მოთამაშედ აყალიბებს.კვარა გაიქეცი!!!
Irakli
ამ თამაშმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა რომ კვარა უნდა წავიდეს აქედან რაც შეიძლება მალე, კვარა კლასით ყველა დანარჩენ ნაპოლელს აშკარად აღემატება და კონტეს ხელში აქ უბრალოდ თავისი შესაებლობებეის მცირე პროცენტს ავლენს, ლამის მცველად აქციეს! ასე რომ ცუდი არ უნდა იყოს, რომ კონტრაქტს არ აგრძელებს!
გურულო
რავიცი ბლიად, ქეცოსი არ იყოს, მე ამ კონტეს თამაშებს სადაც ვუყურებდი, არასოდეს მაგის გუნდის ფეხბურთი არ მომწონდა და ცაში კი ჰყავთ აყვანილი და ახლა აკრიტიკებენ ბლიად! ნაპოლი არის დაცვა! მორჩა,კონტეს რომ სანახაობა არასოდეს აინტერესებდა, არ იცოდნენ? არადა ფეხბურთი იდეაში სწორედ სანახაობაა.
ზურა
ნაპოლის ჩემპიონობა არავის ჯერა იტალიაში, საქართველოში ეს ზღაპრების დაჯერება, მითუმეტეს სასურველი ზღაპრების რა ძალიან გვიყვარს. ეს გუნდი არა მარტო სანახაობრივად, არამედ საერთო კლასით და ხარისხით ძალიან შორსაა იმ საჩემპიონო ნაპოლისგან. ოთხეული კარგი შედეგი იქნება, ახლა კია პირველზე,აგრამ დაიწყებს ვარდნას მალე
დომენტი
რას შეცვლიდა, მაგის გარდა ბურთის ამომტანი კაცი არ ყავთ
ბრაზი
"ჯახირით" მეორედ გაჩემპიონებასა და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელობას გისურვებთ,ხვიჩა!
მალხაზ ჯობავა
აი ეს არის კვარა და მისი გამოუცნობ, განუსაზღვრელი შესალებლობის შიში, ყველა გუნდის და კალიბრის მწვრთნელისთვის. აქ კიდე ვიღაც უტვინო გამოხტება და იძახის შეისწავლეს ხვიჩაო, შეისწავლეს კიარა კინაღამ თამაშში ჩაერთო ინძაგი. ინძაგის და მასზე უკრთესი მწვრთნელის ხელში, კვარა იქნება სუპერ, სუპერმარიო.
დავით 67
ყოჩაღ ფოტორეპორტიორს. მაგარი კადრია! რაც შეეხება პენალტს, ისეთი რაკურსით აჩვენეს,რომ ვერ გავიგე იყო თუ არა. თუმცა პროტესტს არავინ გამოთქვამს
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
"ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლის" კონტე აღარ გაწვრთნის" - კევინ დე ბრუინი
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
მხოლოდ 1 წელი იმუშავა - ინძაგი "ალ-ჰილალს" დატოვებს
ინძაგის ბენზემას თავისი გუნდიდან მოშორება სურს
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-ისთან განადგურებულ "ინტერს" მწვრთნელად ფაბრეგასს დაუნიშნავენ
კონტე მზადაა - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანახმაა
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
საქმეში პირადად ინძაგი ჩაერთო - "ალ-ჰილალი" ოსიმენის დამატების იმედს არ კარგავს
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს